საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/03/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 004, 04/04/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 0000.00.00.000000
  • Word
21/03/1996
პარლამენტის უწყებანი, 004, 04/04/1996
0000.00.00.000000
საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების ტექსტში სიტყვები საქართველოს რესპუბლიკის შეიცვალოს სიტყვით საქართველოს .

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. აუდიტორული საბჭოს მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა

აუდიტორული საბჭოს მართვის უმაღლესი ორგანოა აუდიტორული საბჭოს კოლეგია. კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე.

აუდიტორული საბჭოს საქმიანობას ოპერატიულად მართავს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას თავმჯდომარის მოადგილე.

აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი.

აუდიტორული საბჭოს კოლეგიის შემადგენლობას აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო.

3. მე-6 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები რესპუბლიკური ბიუჯეტი შეიცვალოს სიტყვებით სახელმწიფო ბიუჯეტი .

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე                       ე. სურმანიძე 

თბილისი,

1996 წლის 21 მარტი.