„საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1008
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 22/02/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 30, 16/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 00000000.00(0).00.000000
  • Word
1008
22/02/2005
სსმ, 30, 16/03/2005
00000000.00(0).00.000000
„საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 30 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. აუდიტორული საბჭოს მართვა და ორგანიზაციული სტრუქტურა

1. აუდიტორული საბჭოს მართვის უმაღლესი ორგანოა აუდიტორული საბჭოს კოლეგია. კოლეგიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე.

2. აუდიტორული საბჭოს საქმიანობას ოპერატიულად მართავს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას – თავმჯდომარის მოადგილე.

3. აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარდგინებით, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი.

4. აუდიტორული საბჭოს კოლეგიის შემადგენლობას აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის ბიურო.“;

ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. აუდიტორული საბჭოს სტრუქტურას, საშტატო განრიგს და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს აუდიტორული საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“.

2. დაევალოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, ერთი თვის ვადაში წარუდგინოს პარლამენტს აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის კანდიდატურები.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2005 წლის 22 თებერვალი.

№1008–Iს