საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 95
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 14/06/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/06/2017
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016117
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
95
14/06/2017
ვებგვერდი, 15/06/2017
310150000.54.066.016117
საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/06/2017 - 29/09/2017)

 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №95

2017 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

 

საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ

„ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის” შეთანხმების და საქართველოს საჰაერო კოდექსის  93-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
მუხლი 3
საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც გააჩნია ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული  დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი), ამ წესის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის  ვალდებულება წარმოეშვება მოქმედი დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის (სადაზღვევი პოლისის) ვადის გასვლის შემდეგ.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია



საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ეს წესი არეგულირებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის  დაზღვევის ფარგლებს.

2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას   საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, უცხო ქვეყნებს შორის;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც  ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში.

3. წინამდებარე წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) 20 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სამოდელო საჰაერო ხომალდზე;

ბ) ფეხით ასაფრენ აეროპლანზე (პარაპლანებისა და დელტაპლანების ჩათვლით);

გ) თავისუფალ აეროსტატზე;

დ) პარაშუტზე (საპლანერო პარაშუტის ჩათვლით);

ე) 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდზე, პლანერის ჩათვლით და ზემსუბუქ საფრენ აპარატზე, რომელიც:

ე.ა) არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის;

ე.ბ) გამოიყენება ლოკალური ფრენის ინსტრუქტირებისათვის და არ გადაკვეთს   საქართველოს საზღვარს.


მუხლი 2. მიზანი
წინამდებარე წესის მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტისათვის და ავიაგადამზიდველისათვის/მომსახურე ავიაგადამზიდველისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის  დაზღვევის ფარგლების განსაზღვრა, მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ. 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ავიაგადამზიდველი – საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელი;

ბ) ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც შესაძლოა არ ფლობს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობას/ექსპლუატანტის სერტიფიკატს, მაგრამ  ახორციელებს კონტროლს საჰაერო ხომალდის გამოყენებაზე ან ექსპლუატაციაზე;

გ) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მგზავრისა და საფრენოსნო ეკიპაჟისა;

დ) მომსახურე ავიაგადამზიდველი – ავიაგადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას მგზავრთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე;

ე) ნასესხობის სპეციალური უფლება (SDR) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად;

ვ) ფრენა:

ვ.ა) მგზავრისთვის და არარეგისტრირებული ბარგისთვის – საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირების დრო, ჩასხდომისა და ჩამოსხდომის ჩათვლით;

ვ.ბ) ტვირთისთვის და რეგისტრირებული ბარგისთვის – საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირების დრო, ავიაგადამზიდველისათვის/მომსახურე ავიაგადამზიდველისათვის ტვირთისა და ბარგის გადაცემის მომენტიდან,  მიმღებისათვის მიწოდებამდე;

ვ.გ) მესამე პირისთვის – საჰაერო ხომალდის გამოყენების დრო  ძრავის  გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის მომენტიდან  მიმოსვლის დასაწყებად ან აფრენის მიზნით,  მიწის ზედაპირზე  მისი ძრავების სრულად გაჩერების მომენტამდე,   ან   საჰაერო ხომალდის გადაადგილება საბუქსირე ან უკანა სვლით, ან/და ის ძალა, რომელიც ტიპურია საჰაერო ხომალდის მართვისა და აწევისათვის, კერძოდ, ჰაერის ნაკადებისათვის;

ზ) მგზავრი პირი, რომელიც მონაწილეობს ფრენაში ექსპლუატანტის ან ავიაგადამზიდველის და  მომსახურე ავიაგადამზიდველის თანხმობით, გარდა საფრენოსნო ეკიპაჟისა.


მუხლი 4. სადაზღვევო ვალდებულებები 
1. ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი  ფრენის დაზღვევა.

3. მინიმალური დაზღვევის ვალდებულება შეადგენს:

ა) 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;

ბ) 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე 100 000 SDR;

გ) ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას;

დ) ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას.

4. მესამე პირებთან დაკავშირებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მინიმალური სადაზღვევო მოცულობა (მილიონი SDR) საავიაციო შემთხვევისას შეადგენს:

ა) 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 0,75;

ბ) 1000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 1,5;

გ) 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 3;

დ) 6000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 7;

ე) 12000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 18;

ვ) 25000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 80;

ზ) 50000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 150;

თ) 200000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 300;

ი) 500000კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 500;

კ) 500000 კგ ან 500000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 700.


მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე 
1. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ექსპლუატანტების და ავიაგადამზიდველების/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის   განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ექსპლუატანტის/ ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის  მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას.  

 



ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.