„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 158
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 29/09/2017
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2017
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016125
158
29/09/2017
ვებგვერდი, 02/10/2017
310150000.54.066.016125
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №158

2017 წლის 29 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებით (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 15/06/2017, 310150000.54.066.016117) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესში“ შეტანილ იქნეს  ცვლილება და პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში;

ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია