„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 125
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 17/06/2024
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/06/2024
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016341
125
17/06/2024
ვებგვერდი, 19/06/2024
310150000.54.066.016341
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №125

2024 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2017 წლის 14 ივნისის №95 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 15/06/2017 სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016117) დამტკიცებულ „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის:

) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წინამდებარე წესის მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტსა და ავიაგადამზიდველზე/მომსახურე ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს ფრენებს საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში;

ბ) უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტსა და ავიაგადამზიდველზე/მომსახურე ავიაგადამზიდველზე, რომელიც ახორციელებს ფრენებს საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში, სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს საჰაერო სივრცეში“.

„3. წინამდებარე წესის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) 20 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე სამოდელო საჰაერო ხომალდზე;

ბ) ფეხით ასაფრენ საფრენ აპარატზე (პარაპლანებისა და დელტაპლანების ჩათვლით);

გ) დაბმულ აეროსტატზე;

დ) პარაშუტზე (საპლანერო პარაშუტის ჩათვლით);

ე) საქართველოს სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც გამოიყენება სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საბაჟო მიზნებისათვის და შეტანილია სახელმწიფო საჰაერო ხომალდების რეესტრში;

ვ) უცხო ქვეყნის სახელმწიფო საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც განსაზღვრულია „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ზ) ფრანებზე“;

) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ომისა და ტერორიზმის რისკებისგან დაზღვევის მოთხოვნა არ ვრცელდება 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდზე, პლანერის ჩათვლით და ზემსუბუქ საჰაერო ხომალდზე, რომელიც:

ა) არ გამოიყენება კომერციული მიზნებისათვის;

ბ) გამოიყენება ლოკალური ფრენის ინსტრუქტირებისათვის და არ გადაკვეთს საქართველოს საზღვარს“;

გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება უცხო ქვეყნის იმ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებსა და ავიაგადამზიდველებზე/მომსახურე ავიაგადამზიდველებზე, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც ახორციელებენ საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებას, დაჯდომის გარეშე, გადაფრენის მიზნით“.

2. მე-3 მუხლის:

) „“-„ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციას;

) მაქსიმალური ასაფრენი მასა (MTOM) – საჰაერო ხომალდის მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასა, რომელიც დადგენილია საჰაერო ხომალდის შესაბამისი სერტიფიკატებით;

) მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მგზავრისა და საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისა;

) მომსახურე ავიაგადამზიდველი – ავიაგადამზიდველი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს გადაყვანა-გადაზიდვას;

) სესხების სპეციალური უფლება (SDR) – საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად;

) ფრენა:

.) მგზავრისთვის და არარეგისტრირებული ბარგისთვის – მგზავრის საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირების დრო, ჩასხდომისა და გადმოსხდომის ჩათვლით;

.) ტვირთისთვის და რეგისტრირებული ბარგისთვის – ტვირთის და რეგისტრირებული ბარგის საჰაერო ხომალდით ტრანსპორტირების დრო, ავიაგადამზიდველისათვის/მომსახურე ავიაგადამზიდველისათვის ტვირთისა და ბარგის გადაცემის მომენტიდან, მიმღებისათვის მიწოდებამდე;

.) მესამე პირისთვის – საჰაერო ხომალდის გამოყენების დრო მიმოსვლის დასაწყებად ან აფრენის მიზნით ძრავის გაშვების მომენტიდან, მიწის ზედაპირზე ძრავების სრულად გაჩერების მომენტამდე, ან საჰაერო ხომალდის გადაადგილება საბუქსირე ან უკანა სვლით, ან/და იმ ძალის საშუალებით, რომელიც ტიპურია საჰაერო ხომალდის მართვისა და აწევისათვის, როგორიცაა ჰაერის ნაკადი“;

) დაემატოს შემდეგი შინაარსისდაქვეპუნქტები:

) მგზავრი – პირი, რომელიც მონაწილეობს ფრენაში საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის ან ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის თანხმობით, გარდა საჰაერო ხომალდის ეკიპაჟისა;

) კომერციული ფრენა - დაქირავებით ან ანაზღაურების სანაცვლოდ განხორციელებული ფრენა“.

3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. სადაზღვევო ვალდებულებები

1. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, ამ წესის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა უნდა ითვალისწინებდეს ომის, ტერორიზმის, საჰაერო ხომალდის გატაცების, საბოტაჟის, საჰაერო ხომალდის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და სამოქალაქო არეულობის რისკებს.

3. საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი ფრენის დაზღვევა, მიუხედავად იმისა, საჰაერო ხომალდს ფლობს საკუთრების უფლებით თუ იჯარის/ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ზიარი კოდის ან სხვა მსგავსი ხელშეკრულებით ოპერირების შემთხვევაში.

4. საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი დაზღვევის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს მზღვეველის მიერ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირების ვალდებულებას სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლების, პოლისის შეჩერების, გაუქმების და სადაზღვევო ლიმიტების ცვლილების შესახებ.

5. მინიმალური დაზღვევის ვალდებულება შეადგენს:

ა) თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს;

ბ) 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდით არაკომერციული ფრენის შესრულებისას, თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR-ს;

გ) კომერციული ფრენისას, ბარგზე – 1 288 SDR-ს თითოეულ მგზავრზე;

დ) კომერციული ფრენისას, ტვირთზე – 22 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე.

6. მესამე პირებთან დაკავშირებული ვალდებულებების გათვალისწინებით, მინიმალური სადაზღვევო მოცულობა (მილიონი SDR) საავიაციო შემთხვევისას შეადგენს:

ა) 500 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 0,75;

ბ) 1000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 1,5;

გ) 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 3;

დ) 6000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 7;

ე) 12000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 18;

ვ) 25000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 80;

ზ) 50000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 150;

თ) 200000 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 300;

ი) 500000კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 500;

კ) 500000 კგ ან 500000 კგ-ზე მეტი მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდებისათვის – 700.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და/ან ავიაგადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა არ ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში ომისა და ტერორიზმის რისკებისგან მესამე პირების დაზღვევას, საჰაერო ხომალდის ექპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი უფლებამოსილია აღნიშნული რისკები დააზღვიოს ერთიანი სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.

7. ზემსუბუქი საჰაერო ხომალდებისა და თავისუფალი აეროსტატების სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ფარგლები განისაზღვრება შემდეგი მინიმალური ლიმიტებით:

ა) მესამე პირის მიმართ - 100 000 SDR;

ბ) თითოეული მგზავრების წინაშე - 100 000 SDR;

გ) თითოეული მგზავრის ბარგის წინაშე - 1 288 SDR;

დ) თითოეული კგ ტვირთის მიმართ - 22 SDR“.

4. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობაზე

1. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის და ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას“.

მუხლი 2
1. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ბრძანების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი ძალაშია 2026 წლის პირველ იანვრამდე.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი