დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 8 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 24/05/2017 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016209 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/06/2017 - 18/08/2017)
|
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ
|
მუხლი 1.
ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში
|
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ნორმატიული დანაკარგის ოდენობად განისაზღვროს:
ა) 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე – 17 688 726 კუბ.მ.; ბ) 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე – 35 377 453 კუბ.მ. |
მუხლი 2.
ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში
|
1. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგის ოდენობად ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების მიხედვით განისაზღვროს:
ა) სს „საქორგგაზი“: ა) 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 9.04%; ბ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 6.64%; გ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 4.57%; დ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.56%; ე) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.81%; ბ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“: ა) 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 5.09%; ბ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.91%; გ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.07%; დ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.44%; ე) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.00%; გ) შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“: ა) 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 9.04%; ბ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 6.64%; გ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 4.57%; დ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 3.56%; ე) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში - 2.81%; 2. ბუნებრივი გაზის განაწილების სხვა ლიცენზიატებს ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის დანაკარგის ოდენობა განესაზღვროთ ეტაპობრივად – შესაბამისი სატარიფო წარმოების ფარგლებში. |
მუხლი 3.
დადგენილების ამოქმედება |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები