„ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“

„ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 54
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 30/11/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2022
სარეგისტრაციო კოდი 300380000.16.009.016569
54
30/11/2022
ვებგვერდი, 02/12/2022
300380000.16.009.016569
„ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №54

2022 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს „ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. 2023 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილება „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე



ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგები


მუხლი 1. ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში
ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგის ოდენობად განისაზღვროს:

ა) 2023 წლის 1 იანვრიდან 2024  წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;

ბ) 2024 წლის 1 იანვრიდან 2025  წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;

გ) 2025 წლის 1 იანვრიდან 2026  წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;

დ) 2026 წლის 1 იანვრიდან 2027  წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ;

ე) 2027 წლის 1 იანვრიდან 2028  წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 29 254 904 კუბ.მ.