დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 32 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 06/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.16.009.016327 |
|
„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში და გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 24 მაისის №8 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/06/2017, სარეგისტრაციო კოდი: 300380000.16.009.016209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ნორმატიული დანაკარგი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში ბუნებრივი გაზის დანაკარგის ოდენობად განისაზღვროს: ა) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 34 819 989 კუბ.მ; ბ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 34 819 989 კუბ.მ; გ) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 34 819 989 კუბ.მ.“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შპს „თბილისი ენერჯი“: ა) 2017 წლის 1 ივლისიდან 2019 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 9.04%; ბ) 2019 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 6.64%; გ) 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 6.64%; დ) 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 4.57%; ე) 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდში – 3.56%;“. |
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები