დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1−2 მაისის №234−№230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 76 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 29/09/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/10/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017404 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1−2 მაისის №234−№230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1−2 მაისის №234−№230 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 02.05.2017, 040030000.22.034.016643) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი: „მუხლი 21 2026 წლის 1 იანვრამდე ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ წესში ეტაპობრივად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყველა მომსახურების გაწევა.“. 3. ბრძანების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 ამ ბრძანების 21 მუხლით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მისაღებად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, ხოლო იმავე პუნქტის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნასამართლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობების მისაღებად – აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს.“. 4. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი არეგულირებს დაინტერესებული პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის (შემდგომში – იუსტიციის სახლი) მეშვეობით მიმართვის შემთხვევაში „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ საკითხებს.“; ბ) მე-3 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე, შესრულებული დოკუმენტების (გარდა ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა) იუსტიციის სახლისათვის გადაგზავნას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით;“; ბ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო თავისუფლდება კანონმდებლობით განსაზღვრული იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით ან/და ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევაში ეკისრება იუსტიციის სახლს. სააგენტო არ აგებს პასუხს ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანისათვის.“; გ) მე-6 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება სამახსოვრო ბარათის მეშვეობით, მასზე დაფიქსირებული განცხადების უნიკალური კოდის მიხედვით. იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდებას ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების თაობაზე და მკაფიოდ უთითებს ამის შესახებ სამახსოვრო ბარათში. 7. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება მომსახურების საფასურის გადახდისა და იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების გადაგზავნის დღიდან.“; დ) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა ხორციელდება „სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებული ნასამართლობის შესახებ ცნობა შესაძლებელია დამზადდეს მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით, რაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოწმდება იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (შემდგომ – ნასამართლობის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი)).“; ე) მე-8 მუხლის: ე.ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნასამართლობის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) დაინტერესებულ პირს გადაეცემა იუსტიციის სახლის მეშვეობით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში, მათ შორის, სერვისების მობილურად მიწოდებისას. 2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით შესრულებული ნასამართლობის შესახებ ცნობა მატერიალურად ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად, სააგენტოს მიერ იუსტიციის სახლისათვის გადაცემულ შესაბამის ბლანკზე. 3. ნასამართლობის შესახებ ცნობის სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნის შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დამზადებული ნასამართლობის შესახებ ცნობის იუსტიციის სახლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას. 4. ნასამართლობის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) იუსტიციის სახლის მიერ გადაეცემა დაინტერესებულ პირს.“; ე.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნილი ნასამართლობის შესახებ ცნობისა და ნასამართლობის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) ან გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით. 8. დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნილი ნასამართლობის შესახებ ცნობის/ნასამართლობის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) მისაღებად გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, მისი დამზადებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის მიერ დოკუმენტის გადაცემა არ განხორციელდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.“; ვ) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემა ხორციელდება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით განსაზღვრული ფორმით. 4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ელექტრონული ფორმით შესრულებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა შესაძლებელია დამზადდეს მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) სახით, რაც საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისად მოწმდება იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (შემდგომ – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი)).“; ზ) მე-11 მუხლის: ზ.ა) პირველი–მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) დაინტერესებულ პირს გადაეცემა იუსტიციის სახლის მეშვეობით, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიულ ორგანოში, მათ შორის, სერვისების მობილურად მიწოდებისას. 2. ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ელექტრონული ფორმით შესრულებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა მატერიალურად ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად, სააგენტოს მიერ იუსტიციის სახლისათვის გადაცემულ შესაბამის ბლანკზე. 3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნის შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დამზადებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის იუსტიციის სახლის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულსა და ტერიტორიული ორგანოში მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას. 4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) იუსტიციის სახლის მიერ გადაეცემა დაინტერესებულ პირს.“; ზ.ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდი (ელექტრონული დოკუმენტის ასლი) ან გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით. 8. დაინტერესებული პირი ვალდებულია, სააგენტოს მიერ მატერიალურად შექმნილი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის/საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მატერიალური ამონაბეჭდის (ელექტრონული დოკუმენტის ასლის) მისაღებად გამოცხადდეს იუსტიციის სახლში, მისი დამზადებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის მიერ დოკუმენტის გადაცემა არ განხორციელდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 25 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები