„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/07/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2019
ძალაში შესვლის თარიღი 23/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.016890
63
19/07/2019
ვებგვერდი, 22/07/2019
040030000.22.034.016890
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №63-№434

2019 წლის 19 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234 - №230 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მეშვეობით მომსახურების გაწევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 1-2 მაისის №234-№230 ერთობლივ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 02.05.2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.034.016643) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 2

2020 წლის 1 ივნისამდე, ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ წესში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება, რათა დაინტერესებული პირისათვის უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებები, გარდა ნასამართლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობების გაცემისა.

მუხლი 3

2020 წლის 1 ივნისამდე, ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული ცვლილებების განხორციელებამდე, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 11​1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მისაღებად დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, გარდა ნასამართლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობების გაცემისა, რომელიც აგრეთვე ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით.“.

2. ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, ნასამართლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობების გაცემაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის გაცნობას და გადაცემას, თუ იუსტიციის სახლისთვის ცნობილი გახდა, რომ სააგენტოს მიერ ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი დოკუმენტი ვერ ჩაბარდა დაინტერესებულ პირს;“;

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო დამატებითი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენის, ნასამართლობისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობების გაცემაზე უარის თქმის ან განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაინტერესებული პირისათვის ფოსტის მეშვეობით გაგზავნას;“;

გ) მე-6 მუხლის:

გ.ა) პირველი პუნქტის:

გ.ა.ა)  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ქმედუნარიან მონაცემთა სუბიექტს;“;

 გ.ა.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ.ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სუბიექტის კანონიერ წარმომადგენელს;“;

გ.ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. იუსტიციის სახლში განცხადება მიიღება მატერიალური სახით, რომელიც შეიტანება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში.“;

ე) მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემას სააგენტო ახორციელებს მატერიალური დოკუმენტის სახით, რომელზეც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დაიტანება უფლებამოსილი პირის ხელმოწერის (ფაქსიმილე) ან/და ბეჭდის ფოტოასლი. ცნობა იუსტიციის სახლს მიეწოდება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ნასამართლობის შესახებ ცნობა გაიცემა მატერიალური ფორმით, რომელზეც დაიტანება უფლებამოსილი პირის ე.წ „სველი ხელმოწერა“ ან/და „სველი ბეჭედი“.“;

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული ფორმით გაცემული ნასამართლობის შესახებ ცნობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა იუსტიციის სახლის მეშვეობით, მის ნებისმიერ ფილიალში.

2. ნასამართლობის შესახებ ცნობა იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად, სააგენტოს მიერ იუსტიციის სახლისათვის გადაცემულ შესაბამის ბლანკზე.“;

 ვ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ დამზადებული ნასამართლობის შესახებ ცნობის ან გადაწყვეტილების გადაცემა უნდა დადასტურდეს მისი ხელმოწერით.“;

ვ.გ)  მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„8. დაინტერესებული პირი ვალდებულია, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის შესრულებისა და იუსტიციის სახლში კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გადმოგზავნიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, იუსტიციის სახლის მიერ დოკუმენტის გადაცემა არ განხორციელდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.“;

ზ) II თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III თავი:

თავი III

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემისა და დაინტერესებული პირისათვის გადაცემის წესი

მუხლი 9. იუსტიციის სახლის მიერ განცხადების მიღება და სააგენტოსთვის გადაგზავნა

1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე იუსტიციის სახლის მეშვეობით სააგენტოსათვის მიმართვის უფლება აქვს:

ა)   ქმედუნარიან  მონაცემთა სუბიექტს;

ბ) მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობის (ან ამ დოკუმენტის ასლის) საფუძველზე, მესამე პირს;

გ) მონაცემთა სუბიექტის მინდობილ პირს;

დ) არასრულწლოვანი, მხარდაჭერის მიმღები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი სუბიექტის კანონიერ წარმომადგენელს;

ე) მონაცემთა სუბიექტის მშობელს, შვილს, შვილიშვილს ან მეუღლეს, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემთხვევაში;

ვ) გარდაცვლილი მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობის საფუძველზე, მესამე პირს;

ზ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილ პირს.

2. იუსტიციის სახლის მეშვეობით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მისაღებად სააგენტოსათვის მიმართვისას დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუ დაინტერესებული პირი იურიდიული პირია – იურიდიული პირის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტი ან/და დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;

გ) შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის საფუძველზე, რომელიც ხელმისაწვდომია იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომლისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირება.

4. იუსტიციის სახლში განცხადება მიიღება მატერიალური სახით, რომელიც შეიტანება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში.

5. უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ განცხადებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებისა და კომპიუტერულ პროგრამაში ატვირთვის შემდეგ, იბეჭდება სამახსოვრო ბარათი ორ ეგზემპლარად. სამახსოვრო ბარათის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს, ხოლო დაინტერესებული პირის მიერ ხელმოწერილი მეორე ეგზემპლარი ინახება იუსტიციის სახლში, სააგენტოსათვის მის გადაცემამდე. ბარათზე ხელმოწერით დაინტერესებული პირი ადასტურებს განცხადების შინაარსის, საკუთარი ან/და მონაცემთა სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების სისწორეს.

6. დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება სამახსოვრო ბარათის მეშვეობით, მასზე დაფიქსირებული განცხადების უნიკალური კოდის მიხედვით. იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდებას ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი პირობების თაობაზე, მათ შორის, მკაფიოდ მიუთითებს ამის შესახებ სამახსოვრო ბარათში.

7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება მომსახურების საფასურის გადახდისა და იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის მომსახურების გაწევის თაობაზე განცხადების გადაგზავნის დღიდან.

8. მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს განცხადების იუსტიციის სახლში წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. განცხადება აქტიურდება და სააგენტოს განსახილველად გადაეგზავნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომსახურების საფასური იქნება გადახდილი.

9. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემაზე უარის თქმის, დამატებითი დოკუმენტის წარმოდგენის ან განცხადების განუხილვევლად დატოვების შესახებ შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მიეწოდება იუსტიციის სახლს, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაინტერესებული პირისთვის გადაცემას, ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში.

მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის წესი

1. სააგენტოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოება იწყება იუსტიციის სახლის მიერ კომპიუტერული პროგრამის საშუალებით სააგენტოსათვის შესაბამისი განცხადების გადაგზავნის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით განსაზღვრული დებულებები, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გაცემას სააგენტო ახორციელებს მატერიალური დოკუმენტის სახით, რომელზეც სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით დაიტანება უფლებამოსილი პირის ხელმოწერის (ფაქსიმილე) ან/და ბეჭდის ფოტოასლი. ცნობა იუსტიციის სახლს მიეწოდება კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

4. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა გაიცემა  მატერიალური ფორმით, რომელზეც დაიტანება უფლებამოსილი პირის ე.წ „სველი ხელმოწერა“ ან/და „სველი ბეჭედი“.

მუხლი  11საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის გადაცემა

1. სააგენტოს მიერ ამ წესით განსაზღვრული ფორმით გაცემული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა დაინტერესებულ პირს გადაეცემა იუსტიციის სახლის მეშვეობით, მის ნებისმიერ ფილიალში.

2. სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა იუსტიციის სახლის მიერ ამოიბეჭდება ერთ ეგზემპლარად, სააგენტოს მიერ იუსტიციის სახლისათვის გადაცემულ შესაბამის ბლანკზე.

3. ამ წესის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს დამზადებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში მიტანასა და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობა იუსტიციის სახლის მიერ გადაეცემა დაინტერესებულ პირს.

5. იუსტიციის სახლის უფლებამოსილი თანამშრომელი ახდენს დაინტერესებული პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს მის უფლებამოსილებას ცნობის მიღებაზე და ამის შემდგომ უზრუნველყოფს იუსტიციის სახლში გამოცხადებული დაინტერესებული პირისთვის ცნობის გადაცემას.

6. უფლებამოსილი თანამშრომელი იუსტიციის სახლში გამოცხადებულ დაინტერესებულ პირს გადასცემს სააგენტოს მიერ საქმეზე მომზადებულ უარყოფით გადაწყვეტილებას.

7. დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ დამზადებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის ან გადაწყვეტილების გადაცემა უნდა დადასტურდეს დაინტერესებული პირის ხელმოწერით.

8. დაინტერესებული პირი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის მისაღებად გამოცხადდეს სააგენტოს მიერ აღნიშნული დოკუმენტის შესრულებისა და იუსტიციის სახლში კომპიუტერული პროგრამის საშუალებით გადმოგზავნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. აღნიშნულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში იუსტიციის სახლის მიერ დოკუმენტის გადაცემა არ განხორციელდება, ხოლო მომსახურება ჩაითვლება გაწეულად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2019 წლის 23 ივლისიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი გახარია
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი