საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 08/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016041
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
08/02/2017
ვებგვერდი, 10/02/2017
130000000.63.075.016041
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (10/02/2017 - 30/03/2017)

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის

ბრძანება №10

2017 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”, ,,ბ“ და „რ.თ“  ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური)  სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №1);

ბ) სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის თანდართული ნიმუშები (დანართი №2, №3, №4).

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსივახტანგ გომელაური



დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  სამკერდე ნიშნი, მედალიონითა და მედლი დაჯილდოების წეს

თავი I

დაჯილდოების წესი

მუხლი 1

ეს ბრძანება განსაზღვრავს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის სახეობებსა და მათი გადაცემის წესს.

მუხლი 2

1. გადაწყვეტილებას სამკერდე ნიშნებით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების შესახებ იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, რომელიც ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.

2. სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სამსახურის მოსამსახურეთა გარდა, მედალიონითა და მედლით ამ წესის შესაბამისად შეიძლება დაჯილდოვდნენ სხვა პირები.

მუხლი 3

1. პირები ჯილდოვდებიან როგორც კონკრეტული დამსახურებისათვის, ასევე ნამსახურები წლების გამო ან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

2. დაჯილდოებული მოსამსახურე ახალი დამსახურების გამო შეიძლება ამ ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად კვლავ დაჯილდოვდეს სხვა სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით.

3. პირის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც.

მუხლი 4

1. სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე მოსამსახურის წარდგენა ხდება სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, სამსახურის უფროსის მოადგილეების, ან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთა მიერ. ასევე დაჯილდოებაზე წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.

2. დაჯილდოებულს ჯილდოსთან ერთად შეიძლება გადაეცეს დაჯილდოების ფურცელი (წესის დანართი).

3. დაუშვებელია მოქმედი დისციპლინური სახდელის მქონე მოსამსახურის წარდგენა  სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის  მისაღებად.

მუხლი 5

1. დაჯილდოებულ პირს შესაძლებელია ჯილდო გადაეცეს საზეიმო ვითარებაში.

2. გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოების შემთხვევაში ჯილდო გადაეცემა დაჯილდოებულის ოჯახს.

3. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ პირს ან გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამსახურს.

4. სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის დაკარგვის შემთხვევაში დაუშვებელია მათი ასლის გაცემა.

მუხლი 6

1. დაჯილდოებულ პირებს აქვთ ჯილდოების ან მათი აღმნიშვნელი ნიშნების ტარების უფლება. დაჯილდოებული პირი სამკერდე ნიშანს, მედალიონს ან მედალს  ატარებს მკერდზე მარცხენა მხარეს.

2. დაუშვებელია სამკერდე ნიშნის, მედალიონის ან მედლის ტარება საამისო უფლების არმქონე პირის მიერ.

თავი II

ჯილდოს სახეები

მუხლი 7

1. სამსახურის სამკერდე ნიშნით – „ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის.

2. სამკერდე ნიშნის – „ღირსეული სამსახურისათვის“ (5, 10, 15, 20 წლის ნამსახურობისათვის) (დანართი №2) ჩამორთმევა ხდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების მიზნებისათვის ნამსახურობის წლებში ჩაითვლება წოდების არმქონე პირებისათვის  საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნამსახურეობის პერიოდი, ხოლო სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში ამ წოდებით ნამსახურების წლები.

მუხლი 8

სამსახურის მედალიონით – „განსაკუთრებული წვლილისათვის“ (დანართი  №3) ჯილდოვდებიან საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და სხვა პირები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის განხორციელების კუთხით ან რომელთა დამსახურებითაც სამსახურმა მიაღწია წარმატებას საკუთარ კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.

მუხლი 9

სამსახურის მედლით – „მამაცობისათვის“, ასევე სამსახურის I და II ხარისხის, „საპატიო“ მედლით (დანართი №4) – განსაკუთრებული დამსახურებისთვის ჯილდოვდებიან  სამსახურის მოსამსახურეები და სხვა პირები, რომელთაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის განხორციელების კუთხით გამოიჩინეს განსაკუთრებული მამაცობა და თავდადება ან რომელთა დამსახურებითაც სამსახურმა მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა გადაწყვეტისას.