დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 25/07/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2025 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016180 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 10/02/2017წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016041) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით დაჯილდოებაზე მოსამსახურის წარდგენა ხდება სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, სამსახურის უფროსის მოადგილეების, სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის ან სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელების მიერ. ასევე დაჯილდოებაზე წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 1 აგვისტოს №6 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირების მიერ. წარდგინებაში აღინიშნება პირის კონკრეტული დამსახურება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 აგვისტოდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები