დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 24/07/2026 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/07/2026 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 21/07/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130000000.63.075.016230 |
|
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამკერდე ნიშნის, მედალიონისა და მედლის ნიმუშებისა და აღნიშნული სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2017 წლის 8 თებერვლის №10 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 10/02/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 130000000.63.075.016041) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7 1. სამსახურის სამკერდე ნიშნით – „ღირსეული სამსახურისათვის“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები, რომლებიც ხასიათდებიან დადებითად და წარმატებით ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს. პირის დაჯილდოება „ღირსეული სამსახურისათვის“ ხდება მხოლოდ იმ ხარისხის სამკერდე ნიშნით, რომელიც შეესაბამება წელთა ნამსახურობას (5 წელი, 10 წელი, 15 წელი, 20 წელი) დაჯილდოების დღისათვის. 2. სამსახურის სამკერდე ნიშნით – „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჯილდოვდებიან სამსახურის მოსამსახურეები გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის ან/და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის ან/და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესების დაცვაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რამაც ხელი შეუწყო სამსახურის მუშაობის საერთო ეფექტიანობას. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის სამკერდე ნიშანთან ერთად პირს ეძლევა ერთდროული ფულადი გასაცემელი 10 000 ლარის ოდენობით. 3. სამკერდე ნიშნების (დანართი №2) – „ღირსეული სამსახურისათვის“ (5, 10, 15, 20 წლის ნამსახურობისათვის) და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეროვნული ჯილდო“ ჩამორთმევა ხდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, დაჯილდოებულის მიერ უხეში დისციპლინური გადაცდომის ან დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოების მიზნებისათვის ნამსახურობის წლებში ჩაითვლება წოდების არმქონე პირებისათვის სამსახურში ნამსახურობის პერიოდი, ხოლო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისათვის – როგორც სამსახურში, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებში სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურობის წლები.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 21 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები