დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016201 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/02/2017 - 27/03/2017)
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 24-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე
მომუშავე საბჭოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
| მუხლი 1 |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო (შემდგომში – „საბჭო“) წარმოადგენს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სიღნაღის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შემდგომში –
შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
|
| მუხლი 2 |
საბჭო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
|
| მუხლი 3 |
1.
საბჭო შედგება წევრებისაგან.
|
2.
საბჭოს თავმდჯომარეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
|
3.
საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
|
4.
საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი. თავმდჯომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
|
5.
საბჭოს შემადგენლობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
|
6.
საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის, მოადგილისა და აღმასრულებელი მდივნის გარდა, შედიან:
ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი; ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები; გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომელი; დ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელი; ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი. |
7.
საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების თანამშრომელი.
|
8.
საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი.
|
9.
საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი.
|
10.
საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
|
11.
საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.
|
12.
საბჭოს წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია პირადი განცხადება ან/და ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
|
| მუხლი 4 |
საბჭოს ამოცანებია:
|
ა) მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ერთიანი საქალაქო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და კოორდინაცია;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში დაიცვას შშმ პირთა უფლებები და არ დაუშვას ამ ნიშნით მათი დისკრიმინაცია; გ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა ღირსეულ თანაცხოვრებას და ამ მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები, გეგმები და ა.შ.; დ) ითანამშრომლოს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით; ე) შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები შშმ პირებისათვის შესაბამისი ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად; ვ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა შრომითი, საგანმანათლებლო, სოციალური და სხვა ხასიათის უფლებების რეალიზებას; ზ) ხელი შეუწყოს შშმ პირთა (მათი წარმომადგენელი ორგანიზაციების) მონაწილეობას იმ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. |
| მუხლი 5 |
1.
საბჭოს ფუნქციებია:
რეკომენდაციების შემუშავება შშმ პირთა უფლებების დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა ინტეგრაციის კუთხით; გ) არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მოზიდვა არსებული პროექტების დაფინანსებისა და ხელშეწყობის მიზნით; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შშმ პირთა საცხოვრებელი, სატრანსპორტო, საზოგადოებრივი და სხვა საკითხების გადასაჭრელად რეკომენდაციების განხილვა და მიღება; ე) შშმ პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო, მათ შორის სურსათ-სანოვაგით და საყოფაცხოვრებო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფის საკითხების გადაჭრისათვის რეკომენდაციების მომზადება; ვ) შშმ პირთა და მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი გაერთიანებების გაძლიერებისა და განვითარების ხელშეწყობა; ზ) მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შშმ პირთათვის შესაბამისი სპორტის სახეობების დანერგვისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარებისათვის ხელშეწყობა; თ) შშმ პირთათვის საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარებასა და მათ დანერგვაში ხელშეწყობა; ი) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი; კ) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის გამგებლის კონსულტირება; ლ) შშმ პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა; მ) შშმ პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სტრუქტრული ერთეულების ერთიანი პოლიტიკის კოორდინირება, პრიორიტეტული და სპეციალიზებული პროგრამებისა თუ ღონისძიებათა ინიცირება და მათ შემუშავებაში მონაწილეობა; ნ) შშმ პირებთან დაკავშირებული პროგრამების რეალიზაციის მონიტორინგი, შეფასება, ზედამხედველობა და კოორდინაცია; ო) შშმ პირებთან დაკავშირებით მომზადებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების მომზადება; პ) სხვა ფუნქციების განხორციელება საბჭოს კომპეტენციიდან და საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე. |
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები.
|
| მუხლი 6 |
საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს მუშაობას, იწვევს და უძღვება (მორიგ და რიგგარეშე) სხდომებს; ბ) წარმოადგენს საბჭოს და საბჭოს სახელით აწარმოებს მიმოწერას; გ) დავალებებს აძლევს საბჭოს ცალკეულ წევრებს; დ) ამტკიცებს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და სამუშაო გეგმას; ე) უფლებამოსილია თავმჯდომარის მოადგილეზე ან/და აღმასრულებელ მდივანზე მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება. |
| მუხლი 7 |
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე:
ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; გ) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. |
| მუხლი 8 |
საბჭოს აღმასრულებელი მდივანი:
ა) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე მუნიციპალური პროგრამების, აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში; ბ) თანამშრომლობს შშმ პირთა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ახდენს შემოსული განცხადებების, წინადადებებისა და პროექტების კორესპონდენციას; გ) საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს სამოქალაქო სექტორისგან შექმნილი თემატური ჯგუფების მუშაობაში და წარადგენს საბჭოს წინაშე მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს; დ) კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს; ე) ამ დებულებიდან გამომდინარე, ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს. |
| მუხლი 9 |
საბჭოს მდივანი:
ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე; ბ) საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას; გ) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და კონტროლს უწევს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას; დ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. |
| მუხლი 10 |
1.
საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) საბჭოს სხდომაზე წამოაყენოს საკითხები და წინადადებები, მიიღოს მონაწილეობა მათ განხილვასა და კენჭისყრაში; ბ) წერილობით აცნობოს საბჭოს თავმჯდომარეს თავისი პოზიცია იმ საკითხებთან დაკავშირებით; რომელზეც მისი აზრი პრინციპულად განსხვავდება საბჭოს სხდომაზე მიღებული წინადადების, დასკვნის ან რეკომენდაციისაგან; გ) საბჭოს გადაწყვეტილებით იყოს მისი ოფიციალური წარმომადგენელი; დ) პირადი განცხადების საფუძველზე უარი თქვას საბჭოს წევრობაზე. |
2.
საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში და არ გამოტოვოს სხდომები არასაპატიო მიზეზით; ბ) შეასრულოს საბჭოს დავალებები და დაიცვას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები; გ) წარუდგინოს საბჭოს ანგარიში მისთვის დაკისრებული დავალებების შესრულების შესახებ. |
3.
საბჭოს წევრს შეიძლება მიეცეს აცილება საკითხების განხილვაში მონაწილეობისაგან, თუ ცნობილი გახდა ან დადასტურდა მისი პირდაპირი ან ირიბი, კერძო ან უწყებრივი დაინტერესება საბჭოში განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
|
4.
საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია, თუ:
ა) იგი ზედიზედ 3-ჯერ გააცდენს სხდომას არასაპატიო მიზეზით; ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა; გ) სასამართლომ აღიარა ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; დ) გარდაიცვალა. |
| მუხლი 11 |
1.
საბჭოს სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
|
2.
საბჭოს სხდომის ორგანიზებისა და მისი მიმდინარეობის წესი განისაზღვრება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
|
3.
საბჭოს სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
|
4.
საბჭოზე არ შეიძლება განხილულ იქნეს საკითხი, გარდა შიდა საორგანიზაციო და საპროცედურო საკითხებისა, თუკი ასეთი წინასწარ არ არის შეტანილი საბჭოს წევრებთან შეთანხმებულ დღის წესრიგში.
|
5.
საბჭოს წევრს უფლება აქვს სხდომის დაწყების წინ წერილობით წარუდგინოს თავისი პოზიცია თავმჯდომარეს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაცხადდეს სხდომაზე და გათვალისწინებულ იქნეს გადაწყვეტილების მიღებისას.
|
6.
საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის სახით, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) ოქმის გამომცემი ორგანოს დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) სხდომის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა; დ) განხილვის საგანი; ე) კენჭისყრის შედეგები; ვ) მიღებული გადაწყვეტილება; ზ) განსხვავებული მოსაზრება, ასეთის არსებობის შემთხვევაში. |
7.
სხდომის ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
|
8.
საბჭოს სხდომებზე ხდება დამსწრეთა რეგისტრაცია. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილებისას გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
|
9.
საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.
|
| მუხლი 12 |
1.
საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს წელიწადში ორჯერ.
|
2.
მუნიციპალიტეტის გამგებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები