დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/06/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016262 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილების დანართში (www.matsne.gov.ge, 02/02/2017, 010250050.35.168.016201) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
|
1.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3 1. საბჭო შედგება 11 წევრისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე. 3. საბჭოს წევრთა შემადგენლობას განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. 4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საბჭოს შემადგენლობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. 6. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარის, მოადგილისა და აღმასრულებელი მდივნის გარდა შედიან: ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი; ბ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელები; გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების თანამშრომელი; დ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის თანამშრომელი; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელი; ვ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი. 7. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის თანამშრომელი. 8. საბჭოს მდივანი არ არის საბჭოს წევრი. 9. საბჭოს სხდომებს ორგანიზებას უწევს საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს მდივანს ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი. 11. საბჭოს აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები, განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სამუშაო პროცესში მონაწილეობის მისაღებად, სათათბირო ხმის გარეშე.“. |
2.
მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერის კონსულტირება; ლ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებით სტრატეგიული და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების, არსებული ვითარებისა და მისი გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ საკითხებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მუნიციპალიტეტის მერისათვის წარდგენა;“ |
3.
მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12 1. საბჭო თავის სხდომაზე გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერს წელიწადში ორჯერ. 2. მუნიციპალიტეტის მერს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანგარიში საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები