დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/03/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/03/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.168.016207 |
|
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაზე“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2017 წლის 20 თებერვლის №5445 სამართლებრივი დასკვნის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/02/2017, 010250050.35.168.016201) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
1.
პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საბჭო შედგება 11 წევრისაგან.“; |
ბ)
მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი.“; |
გ)
მე-12 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
3.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-10 მუხლში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
|
ა)
მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“; |
ბ)
დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არიან ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირები, გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებისა, საბჭოს წევრობა შეუწყდებათ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად უფლებამოსილების შეწყვეტის, ხოლო სხვა საჯარო მოხეელეებს – ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.“ . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები