,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები სიღნაღის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/02/2019
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016290
7
13/02/2019
ვებგვერდი, 18/02/2019
010250050.35.168.016290
,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
 
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №7

2019 წლის 13 თებერვალი

ქ. სიღნაღი

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,   სიღნაღის    მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს  დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017  წლის 27  იანვრის    №3  დადგენილების (www.matsne.gov.ge, 02/02/2017; 010250050.35.168.016201)  დანართში შევიდეს შემდეგი  ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„1. საბჭო შედგება არანაკლებ 11 წევრისაგან.“.

2. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„5. საბჭოს შემადგენლობაში შედის აღმასრულებელი მდივანი, რომელსაც საბჭოს წევრთაგან თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„6. საბჭოს შემადგენლობაში თავმჯდომარისა და მოადგილის გარდა შედიან:

ა) სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური   მომსახურების სამსახურის პროფესიული საჯარო მოხელე;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების წარმომადგენელი;

გ) სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი;

დ) სხვა პირი ( შშმ პირი, შშმ პირის მშობელი, სპეციალისტი, ან სხვ.)“.

4. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„7. საბჭოს ჰყავს მდივანი.“

5. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

„ე) პირადი განცხადება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი