ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.171.016133
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
25/01/2017
ვებგვერდი, 27/01/2017
190040000.35.171.016133
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2017 - 21/03/2017)

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2017 წლის 25 იანვარი

ქ. ოზურგეთი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების თანახმად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 08/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016107).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა კობალაძე



დანართი

 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

 


წინამდებარე წესი აწესრიგებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას.

თავი I
სოციალური დახმარება

მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარება
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი სოციალური დახმარების პროგრამები:

ა) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ფინანსური დახმარება;

გ) იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა;

დ) ვეტერანთა დახმარების პროგრამა;

ე) ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა;

ვ) ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა;

ზ) უსინათლო პირთა  ერთჯერადი დახმარების პროგრამა;

თ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა;

ი) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა;

კ) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა;

ლ) კომუნალური სუბსიდირება;

მ) “C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევის დაფინანსება;

ნ) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (ბინის ქირით უზრუნველყოფა);

ო) შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა;

პ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა;

ჟ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი დახმარება);

რ) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროგრამა;

ს) საქველმოქმედო ასოციაცია „ გურია“;

ტ) მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა;

უ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის „მზის სხივი“ პროგრამული  დაფინანსება;

ფ) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფულადი სოციალური დახმარების სახეებიდან - მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება, თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პერიტონალურ შემთხვევაში) და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება ბინის ქირის უზრუნველყოფითვ - ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.


მუხლი 2. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა
პროგრამის მიზანია:

1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და  მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით  57 0001-დან 150 0001-მდე, მიიღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე  25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები, დარეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით  0 - დან 57 0001 - მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება  100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ (საახალწლოდ, სააღდგომოდ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით) სულ 300 ლარი.

ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება.

3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);

დ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის მონაცემები.

პროგრამით გათვალისწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად, ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე.


მუხლი 3. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის „ახალშობილთა მატერიალური დახმარება
პროგრამის მიზანია:

1. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები);

გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები);

დ) მშობლების ქორწინების მოწმობა (ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის მონაცემები.


მუხლი 4. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა
1. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ქვეპროგრამებს:

1.1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები  იძულებით გადაადგილებული (სამაჩაბლოდან ან აფხაზეთიდან) ოჯახისათვის, კომუნალური გადასახადებისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

1.2 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფი იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების სახით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები მისი ოჯახისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

1.3 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები  იძულებით გადაადგილებული პირისათვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას ან თანადაფინანსებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სამედიცინო დაწესებულებიდან (კლინიკიდან) წარმოდგენილი  ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

2.1 კომუნალურ გადასახადებსა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების კუთხით დახმარების შემთხვევაში:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.

2.2 სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების შემთხვევაში:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ე) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ვ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.

2.3 გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების შემთხვევაში:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) იძულებით გადაადგილებული პირის (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა;

ვ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა).


მუხლი 5. ვეტერანთა დახმარების პროგრამა
პროგრამის მიზანია:

1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სამამულო ომის ვეტერანებისათვის 1941-1945 წწ. 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი აღსანიშნავად) ერთჯერადი მატერიალური დახმარება  300 ლარის ოდენობით.

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის,  2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით. 

3. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლებში დაღუპულთა, ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

პროგრამის სუბიექტი:

 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, ომის ვეტერანები და მათი ოჯახები.

 პროგრამით სარგებლობის მსურველი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ომის ვეტერანის (მონაწილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ე) მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.

ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით, ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. ვეტერანთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა 
1. სამამულო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით.

2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ე) ომის ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

ვ) მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, „ოჯახის წევრად“ ჩაითვლება: ა) მშობელი (მშვილებელი); ბ) შვილი (ნაშვილები); გ) მეუღლე; დ) და-ძმა; ე) ბებია-ბაბუა; რომლებიც ეწევიან საერთო მეურნეობას.

4. გარდაცვლილი ომის ვეტერანის ოჯახზე, გარდაცვლილის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების სახით, გაიცემა ერთჯერადი ფულადი თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.


მუხლი 7. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ (100 წლის და უფრო მეტი ასაკის) პირს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარებით.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის / მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) ხანდაზმული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ხანდაზმული პირის დაბადების მოწმობა (ასლი);

დ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი) – თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია;

ე) საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. თითოეულ ხანდაზმულ პირზე, დაბადების დღის აღსანიშნავად, ერთჯერადად გაიცემა 200 (ორასი) ლარი.


მუხლი 8. უსინათლო პირთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს უფლება აქვს ისარგებლოს  ერთჯერადი ფულადი დახმარებით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მხედველობით განსაკუთრებული  საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.


მუხლი 9. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს ერთჯერადი ფულადი დახმარებით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) მეურვის წერილობითი განცხადება;

ბ) მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ;

დ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი);

ე) მშობლების გარდაცვალების მოწმობები;

ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. დედ-მამით ობოლ, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად გაიცემა მატერიალური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 10. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების  პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართულნი არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ ერთჯერადი ფულადი დახმარებით 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ხოლო პერიტონალურ შემთხვევაში, ტრანსპორტირების ხარჯის ანაზღაურების სახით, – ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის ოდენობის ფულადი დახმარებით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სტაციონარის მიერ გაცემული ცნობა  დიალიზის პროგრამით მოსარგებლის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა);

დ) თანხის მიმღების საბანკო ანგარიშის მონაცემები.


მუხლი 11. მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა
პროგრამის მიზანია:

1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ირიცხება სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში ქულით (0 - დან  100 001-მდე) დახმარება და მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. 

2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები, რომელიც ირიცხება სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში მოქმედი სარეიტინგო ქულით 57 001-დან 100 001-მდე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარეგდინება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.

3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.


მუხლი 12. კომუნალური სუბსიდირება
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 0-დან 30.000-ის ჩათვლითაა, უფლება აქვს მიიღოს კომუნალური სუბსიდია 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

დ) წინა გადახდის ქვითარი (იდენტიფიკაციისათვის).


მუხლი 13. „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის კვლევის დაფინანსება
პროგრამის მიზანი:

 1. „C“ ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის სამკურნალო ღონისძიების ჩასატარებლად აუცილებელია დაავადების სტადიის  გამოკვლევების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რათა ჩართული იქნენ სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამაში, თითო ბენეფიციარისათვის თანხა შეადგენს 330 ლარს, გადახდა განხორციელდება დაავადების სირთულის შესაბამისად წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

დ) ანგარიშფაქტურა შესაბამისი სამედიცინო კლინიკიდან;

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ბენეფიციარის ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ ან იმის შესახებ, რომ ბენეფიციარის ოჯახი არ იძებნება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.


მუხლი 14. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება ბინის ქირით უზრუნველყოფა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ და სხვადასხვა მიზეზის (ხანძარი და ა.შ.) გამო უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ყოველთვიური დახმარებით, ბინის ქირით უზრუნველყოფის სახით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ბინის გამქირავებლის წერილობითი განცხადება;

ბ) ბინის დამქირავებლის წერილობითი განცხადება;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ) ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ე) დოკუმენტი ბინის საკუთრების შესახებ;

ვ) ბინის მესაკუთრესა და განმცხადებელს შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება;

ზ) ბინის მეპატრონის საბანკო ანგარიში.

3. ბენეფიციარის ბინის ქირით უზრუნველყოფის ოდენობა შეადგენს თვეში არაუმეტეს 125 (ას ოცდახუთი) ლარს.


მუხლი 15. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა
1. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

1.1 ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზაში 57.001-დან 120.001-მდე სარეიტინგო ქულით;

1.2 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 150.001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანადაფინანსებას წარმოდგენილი  ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შემდეგი პროპორციით:

ა)  0-დან 500 ლარამდე – 70%-მდე თანადაფინანსებით; 

ბ)  501-ლარიდან – 1500 ლარამდე –400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით;

გ) 1501-ლარიდან ზემოთ – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა  მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს  შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV-100/ა;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.


მუხლი 16. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა  დახმარების პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეს, რომელსაც მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი), უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი სოციალური დახმარებით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის (I ჯგუფის) დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.

3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქის (რომელსაც მინიჭებული აქვს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – I ჯგუფი) ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.


მუხლი 17. ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარება
პროგრამის მიზანია:

1. პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქ ოზურგეთში რეგისტრირებულ ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით სოციალური მიმართულების პროგრამებით გათვალისწინებული ფულადი დახმარებების მოსარგებლეების (ბენეფიციარების) არც ერთ კატეგორიას და დახმარების  მიღებაზე თხოვნით მიმართვის დროს განიცდიან მათთვის დაუძლეველ, უკიდურესად მწვავე ეკონომიკურ სივიწროვეს. გადაწყვეტილება ასეთ ოჯახებზე ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ მიიღება სამუშაო ჯგუფის მიერ.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის  მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს 400 ლარს.

3. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან ასეთის არსებობის შემთხვევაში;

დ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომლის წარმოდგენასაც კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროდ ჩათვლის სამუშაო ჯგუფი;

ე) ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით.


მუხლი 18. გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტის ხელშეწყობის პროგრამა
პროექტის მიზანია სკრინინგჯგუფების მიერ ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტიკის გაკეთება  და დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ეფექტურობას ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლაში.

მუხლი 19. საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“
1. პროგრამა ითვალისწინებს საქველმოქმედო ასოციაცია „გურიის“ დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებულ ბენეფიციართა მომსახურების დაფინანსებას.

2. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება (ანაზღაურდება):

ა) ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა;

ბ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ) ბენეფიციართა ყოველდღიური უზრუნველყოფა ორჯერადი კვებით;

დ) კომუნალური მომსახურების ხარჯები;

ე) სამეურნეო-საყოფაცხოვრებო, პროფესიული და სხვა ტიპის უნარ - ჩვევების განვითარება;

ვ) სარეაბილიტაციო, სპორტულ - გამაჯანსაღებელი ღონისძიებები.


მუხლი 20. მზრუნველობამოკლებულთა ერთჯერადი უფასო კვებით უზუნველყოფის პროგრამა
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად შეჭირვებული, ოჯახის მზრუნველობამოკლებული პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები, ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფის სახით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი).

3. სოციალურ დახმარებაზე ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობის საკითხს შეისწავლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური განყოფილება, რომელიც, აღნიშნული საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნას.


მუხლი 21. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება
პროგრამის მიზანი:

1. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრში „მზის სხივი“ მოხდება უკიდურესად შეჭირვებულ ბენეფიციართა  მომსახურების დაფინანსება.

2. პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდება (დაფინანსდება):

ა) სანიტარიულ-ჰიგიენიური მომსახურების ანაზღაურება;

ბ) კომუნალური მომსახურების (შუქი, გაზი, წყალი, ინტერნეტი,ტელეფონი) ხარჯები;

გ) დაცვისა და იჯარის ხარჯები;

დ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებები;

ე) საკანცელარიო და საოფისე ინვენტარის  შეძენისა და მომხახურების ხარჯები;

ვ) ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

3. ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შედეგად მოხდება ხარჯების ანაზღაურება.


მუხლი 22. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა
1. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქ. N16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით.

2. კომუნალური მომსახურების ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.


თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება

მუხლი 23. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამებისა, უზრუნველყოფს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური განყოფილება (შემდგომში _ „განყოფილება“).

2. განყოფილება პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური სოციალური დახმარებით მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.

3. წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამების ბენეფიციარებზე გასაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის შესაძლებლობა. 


მუხლი 24. ბენეფიციართა მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან/და მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას (მერს).

2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება.

3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში.

4. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება განყოფილებას შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის.

5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში განყოფილება უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში განყოფილება არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.


მუხლი 25. გადაწყვეტილების მომზადება
1. განყოფილება სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.

2. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.

3. განყოფილება უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ.

4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, განყოფილების უფროსის მიერ ეგზავნება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.


მუხლი 26. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, განყოფილების ან, წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის 1.3 პუნქტსა და მე-15 მუხლის 1.2 პუნქტში გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს განყოფილების დასკვნის გარეშეც, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და განყოფილების დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.