,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/08/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 090040000.35.171.016149
18
21/08/2017
ვებგვერდი, 24/08/2017
090040000.35.171.016149
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2017 წლის 21 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის  მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების,  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016133) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები, კერძოდ:

1. მე-5 მუხლის 1 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების კომუნალური გადასახადებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით.“.

2.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების კომუნალური გადასახადების შემთხვევაში:

გ.ა) წერილობითი განცხადება;

გ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ.გ) ვეტერანობის ან მასთან გათანაბრებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ.დ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო გოგუაძე