დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/05/2018 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/01/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016350 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/05/2018 - 09/01/2019)
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20, 25-ე მუხლებისა და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 12 იანვრის №1 დადგენილების მე-16 მუხლის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“, თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016133). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
წესის მიზანი და რეგულირების სფერო |
ეს წესი განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას. |
თავი II
სოციალური დახმარების სახეები |
მუხლი 2.
სოციალური დახმარების სახეები |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარების პროგრამები:
ა) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა; ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; გ) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა; დ) „C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა; ე) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; ვ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა; ზ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა; თ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა; ი) სარიტუალო დახმარების პროგრამა; კ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა; ლ) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსების პროგრამა; მ) სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარების პროგრამა; ნ) სხვა ფულადი სოციალური გასაცემელის პროგრამა; ო) დღის ცენტრის დაფინანსების პროგრამა; პ) მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსების პროგრამა; ჟ) გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობის პროგრამა; რ) მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა; ს) ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა; ტ) სოციალური ღონისძიებების პროგრამა. |
თავი III
სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და მათ მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 3.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 0-დან და 57 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას – თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 57 001-დან და 150 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას – თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. 3. ფულადი დახმარების გაცემა ხდება თანხის გადარიცხვით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე. |
მუხლი 4.
დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში ორჯერ (სასურველია წინასასკოლოდ და საახალწლოდ) თანხის გადარიცხვას – თითოეულ ჯერზე 400 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 5.
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, კერძოდ:
0-დან 70001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად 100 ლარის ფინანსურ დახმარებას წლის განმავლობაში, მხოლოდ მედიკამენტების შესაძენად ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით. 70001-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები მიიღებენ ერთჯერად 100 ლარის ფინანსურ დახმარებას წლის განმავლობაში პირად ანგარიშზე ჩარიცხვით ან უნაღდო ანგარიშსწორებას მედიკამენტებზე ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით (მათი არჩევანით). 0-დან 150001-მდე სარეიტინგო ქულით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეები მიიღებენ სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებას თანადაფინანსების სახით, კერძოდ: ა) 150 ლარამდე ინვოისით წარმოდგენილი თანხა ანაზღაურდება სრულად. ბ) 0-დან 500 ლარამდე ინვოისი ანაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50%-ით. გ) 501 ლარიდან 1500 ლარამდე – ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 400 ლარისა. დ) 1501 ლარის ზემოთ ანაზღაურდება 500 ლარი. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ, განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 6.
„C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს „C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებას. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში საბიუჯეტო წლის განმავლობაში პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის დაფინანსებაში არაუმეტეს 300 ლარისა.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ, განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 7.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული პირების დახმარებას სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველკვარტალურად თანხის გადარიცხვას 150 ლარის ოდენობით. ასევე, პერიტონალურ შემთხვევებზე თბილისში ტრანსპორტირებისათვის – ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიღების მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 8.
ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში“ ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: სამედიცინო დაწესებულებაში გადაირიცხება ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 500 ლარის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. 2. დახმარების მიღების მსურველმა პირმა, განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 9.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით, რაც მოიცავს:
ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარიულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. 2. განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. ბ) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 150 (35*150=5250) ლარის ოდენობით. გ) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I ჯგუფი) პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 (474*100=47400) ლარის ოდენობით კომუნალური გადასახადების დასაფარად. 3. დახმარების მიღების მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 10.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით.
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მიღების მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 11.
სარიტუალო დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.
ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 500 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს გარდაცვალების მოწმობა, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 2. დახმარების მიღების მსურველი პირის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გამოვლენა, აღრიცხვას და პროგრამით მოსარგებლეებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების ღირებულების დაფინანსებას, გამონაკლის შემთხვევებში ფულადი ფინანსური დახმარების გაწევა და ბინის ქირის საფასურის უზრუნველყოფას.
2. პროგრამით მოსარგებლეები: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეები ან/და კანონიერი მფლობელები (გარდა ბინის ქირით საფასურის სარგებლობისას), რომელთა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 0-დან 200 000-მდე და მათი საცხოვრებელი სახლების შემოწმებით ირკვევა, რომ სახლების ფაქტობრივი მდგომარეობა, დაზიანების (მათ შორის სტიქიის) ხარისხი და ხანდაზმულობა სამუშაო ჯგუფის წევრთა უმრავლესობისათვის სარწმუნოს ხდის, რომ აღნიშნული დაზიანების აღმოფხვრა ოჯახს დამოუკიდებლად, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია, ხოლო დახმარების არგაწევა მნიშვნელოვნად გაზრდის სიცოცხლის საფრთხის, ზარალის რისკებს და მასშტაბებს. გამონაკლის შემთხვევებში სამუშაო ჯგუფი განიხილავს დაზარალებული ოჯახის წევრის განცხადებას სარეიტინგო ქულის გარეშე. ბ) ბინის ქირით საფასურის სარგებლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახები. 3. პროგრამით სარგებლობისათვის სავალდებულოა: ა) პროგრამით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად მოქალაქის მიერ წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი განცხადება, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად; ბ) სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება განმცხადებლისთვის დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენისათვის საჭირო სამშენებლო მასალების გადაცემის შესახებ და/ან ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ; გ) პროგრამით მოსარგებლე უნდა იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი; დ) სოცილურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი ქულათა რაოდენობის მითითებით; ე) საბანკო დაწესებულების მიერ განმცხადების სახელზე გაცემული საბანკო ანგარიშის მონაცემები; ვ) ბინის ქირის საფასურის დაფინანსების შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის მიერ მომზადებული გადაწყვეტილება (მოხსენებითი ბარათი, დასკვნა და ა.შ.). |
მუხლი 13.
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 70000-ის ჩათვლითაა, წელიწადში ერთხელ ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია) დაფინანსებას. ინვოისით წარმოდგენილი თანხის 80% არაუმეტეს 150 ლარის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება.
2. დახმარების მიღების მსურველი პირის მიერ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულის ამონაწერი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ოჯახებისათვის, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70000-ის ჩათვლითაა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მიერ 1200 ლარის (ყოველთვიურად 100 ლარი) გამოყოფას 1 წლის განმავლობაში ბავშვისთვის ბავშვის მოვლის საგნებისა და საკვების შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან.
(შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:) 2. დახმარების მიღების მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი მოთხოვნის შესაბამისად; ზ) განსახორციელებელი ღონისძიებები. |
მუხლი 15.
სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი |
1. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის), ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახით დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამებით.
სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების სხვა პროგრამაში) (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარისა), ასევე არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით (ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 400 ლარისა). გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის. |
მუხლი 16.
დღის ცენტრის დაფინანსების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსებას, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. პროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. |
მუხლი 17.
მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვას და სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურებას, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. |
მუხლი 18.
გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პროექტების ხელშეწყობის პროგრამა |
1. პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს დაეხმაროს გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, ხელი შეუწყოს ქალების მეტ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებს გაეწევათ პროფესიული დახმარება გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმების, კრიზისის დაძლევაში და სკრინინგ-ჯგუფის მიერ გამოკვლევების ჩატარებას, რაც მოიცავს:
ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევას; ბ) ბენეფიციართა შერჩევას ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენტაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადებას; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარებას; 2. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და გენედერულ საკითხთა განყოფილება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო და გენდერული საკონსულტაციო საბჭო პროექტის „ძალადობის პრევენცია და გენდერული პოლიტიკის ამაღლება თვითმმართველობაში“ ფარგლებში. |
მუხლი 19.
მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების მიზნით მათ ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას. |
მუხლი 20.
ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში ქალაქ ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე „ხანდაზმულთა სახლის“ კომუნალური გადასახადების დაფინანსებას. „ხანდაზმულთა სახლის“ მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურებას წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. |
მუხლი 21.
სოციალური ღონისძიებების პროგრამა |
1. პროგრამა ითვალისწინებს ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევას, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნას, ღონისძიებების მოწყობას შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.
2. განსახორციელებელი ღონისძიებები:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 22.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყება |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახური (შემდგომში – სამსახური), გარდა ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული პროგრამისა.
2. ამ წესის მე-12 მუხლით გათვალისწინებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ანხორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი - მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების პროგრამიდან დახმარების გაცემის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში -სამუშაო ჯგუფი) ამ წესის 26-ე მუხლის შესაბამისად. 3. სამსახური პასუხისმგებელია პროგრამით მოსარგებლეთა სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე და ინფორმაციის დაცვაზე. |
მუხლი 23.
ბენეფიცირთა მიერ სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა |
1. სოციალური დახმარების დასანიშნად და/ან მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას და შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
2. მიღებული განცხადებები, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისათვის. 3. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს მერის წარმომადგენლის ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე. ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. |
მუხლი 24.
გადაწყვეტილების მომზადება |
1. სამსახური დახმარების საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალიწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები ბენეფიციართა საქმეებში. |
მუხლი 25.
დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება |
1. დახმარების გაცემისა და გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. წერილის მოქმედების ვადა არ უნდა არემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. სამედიცინო დაწესებულებამ გაწეული მომსახურების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს მიმდინარე წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრისა. |
მუხლი 26.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა, განხილვა და პროგრამით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება |
1. პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაწევის წესი:
ა) მოქალაქის განცხადებას 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს სამუშაო ჯგუფი; ბ) სამუშაო ჯგუფის წევრ(ებ)ი უზრუნველყოფს დაზიანებული სახლების ადგილზე დათვალიერებას, ფოტოგადაღებას, სადეფექტო აქტების შედგენას და წარუდგენს სამუშაო ჯგუფს დათვალიერების შედეგების შესაჯამებლად; გ) სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით; დ) სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება აისახება სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმში და დასტურდება სამუშაო ჯგუფის ყველა წევრის ხელმოწერით. სადეფექტო აქტები, ფოტომასალა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც შესაძლებელია გახდეს დახმარების გაცემის საფუძველი, ოქმის შემადგენელი ნაწილია; ე) გასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ათ. ლარს, განსაკუთრებულ შემთხვევებში – 10 000 ათ. ლარს; ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ახორციელებს ფასების მოკვლევას. სამსახურის მიერ მოკვლევის შედეგად გამოვლენილი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ვალდებულების წერილის თანახმად, უზრუნველყოფს სამშენებლო მასალების გაცემას და ადგილზე ტრანსპორტირებას (პროგრამით მოსარგებლე ოჯახის მისამართზე). გადაცემული სამშენებლო მასალების ანაზღაურებას ახორციელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე; ზ) ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესის გარდა პროგრამით განხორციელებისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია განახორციელოს უსახლკარო ოჯახებისათვის (თავშესაფარით უზრუნველყოფის მიზნით) საცხოვრებელი სახლის შეძენის თანადაფინანსება, არაუმეტეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობისა; 2. ბინის ქირის საფასურის დაფინანსებისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ და ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ქირის დაფინანსება ხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით. 3. სამუშაო ჯგუფი ვალდებულია უზრუნველყოს ოქმების შენახვა, სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომ მასალები გადაეცემა კანცელარიას, სადაც დაცული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები