,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/03/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/03/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 10/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.171.016141
10
21/03/2017
ვებგვერდი, 23/03/2017
190040000.35.171.016141
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ - ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2017 წლის 21 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ – ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 იანვრის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 27/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.171.016133) დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები, კერძოდ:

1. 1-ლი მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტის ,,ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჟ) ერთჯერადი სოციალური (ფულადი) დახმარების პროგრამა;“.

ბ) 1-ლი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ს) საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიის“ დაფინანსების პროგრამა;“.

2. მე-2 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი და რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 57 001-დან 150 001 - მდე მიიღებენ დახმარებას თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 25 ლარის ოდენობით. მონაცემები ცვალებადია.“.

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვები დარეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0 - დან 57 001 - მდე, უფლება აქვთ მიიღონ ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, საბიუჯეტო წლის განმავლობაში სამჯერ (საახალწლოდ, სააღდგომოდ და ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით) სულ 300 ლარი. მონაცემები ცვალებადია.“.

3. მე-3 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის მე-5 და მეტი შვილის დაბადებისათვის „ახალშობილთა“ მატერიალური დახმარება“.

4. მე-3 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მრავალშვილიან ოჯახებში მე-5 და მეტი შვილის დაბადებისას გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით.“.

ბ) მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. ვეტერანთა დახმარების პროგრამა

1. ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და და მათთან გათანაბრებული პირებითვის 1941-1945 წწ. 9 მაისს (ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი აღსანიშნავად) ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით;

ბ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, 2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით;

გ) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლებში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი მატერიალური დახმარება 300 ლარის ოდენობით.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახის წევრმა, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის (9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად) ერთჯერადი მატერიალური დახმარების შემთხვევაში:

ა.ა) წერილობითი განცხადება;

ა.ბ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ა.გ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) ომის ვეტერანის (მონაწილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ა.ე) მემკვიდრის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.

ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-93 წლებში და 2008 წელს დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების შემთხვევაში:

ბ.ა) წერილობითი განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ბ.გ) ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.დ) ომის ვეტერანის (მონაწილის) დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ე) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.“.

6. მე-6 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით.“;

ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);“.

გ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) გარდაცვლილ ვეტერანთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;“.

დ) მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) განმცხადებლის პირადი საბანკო ანგარიშის მონაცემები.“.

7. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. თითოეულ ხანდაზმულ (100 წლის და უფრო მეტი ასაკის) პირზე ერთჯერადად გაიცემა 200 (ორასი) ლარი.“.

8. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის წევრმა/მეურვემ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) მხედველობით განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) უსინათლო, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.“.

9. მე-11 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ირიცხება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ქულით (0 - დან 100 001-მდე) დახმარება და მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეები, რომელიც ირიცხება ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ მოქმედი სარეიტინგო ქულით 57 001-დან 100 001-მდე, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მინიმალური საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდება ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, საკითხს იხილავს სამუშაო ჯგუფი, გადაწყვეტილება აისახება ოქმში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარეგდინება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს.“.

10. მე-12 მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა 0-დან 30.000-ის ჩათვლითაა, უფლება აქვს ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად მიიღოს კომუნალური სუბსიდია 100 (ასი) ლარის ოდენობით.“.

ბ) მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ელექტროენერგიის წინა გადახდის ქვითარი (იდენტიფიკაციისათვის).

11. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ბინის გამქირავებლის წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ბინის მესაკუთრის თანხმობას, მისი პერსონალური მონაცემების (პირადი ნომერი, საბანკო რეკვიზიტი, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისათვის გადაცემას, აგრეთვე ბინის ქირის მესამე პირისგან (მერიიდან) მიღების შესახებ;“.

13. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 15. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა

1. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა მოიცავს შემდეგ ქვეპროგრამებს:

ა) ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები, სამედიცინო მომსახურების საჭიროების მქონე იმ შეჭირვებული მოქალაქეების ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57.001-დან 120.001-მდე სარეიტინგო ქულით;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 150.001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების გადაუდებელი სამედიცინო დახმარების თანადაფინანსებას, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე, შემდეგი პროპორციით:

ბ.ა) 0-დან 500 ლარამდე – 70%-მდე თანადაფინანსებით; 

ბ.ბ) 501-ლარიდან – 1500 ლარამდე –400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით;

ბ.გ) 1501-ლარიდან ზემოთ – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის თანადაფინანსებით.“.

2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა მოქალაქემ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №IV-100/ა;

დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა);

ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ;

ვ) საბანკო ანგარიშის მონაცემები.“.

14. მე-19 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურიის“ დაფინანსების პროგრამა“.

15. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სოციალურ დახმარებაზე ბენეფიციარის უფლებრივი მდგომარეობის საკითხს შეისწავლის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური, რომელიც აღნიშნული საკითხის საბოლოო გადაწყვეტილების მიზნით, ამზადებს შესაბამის დასკვნას.“.

16. 21-მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგია, გაზი, წყალი, ინტერნეტი,ტელეფონი) ხარჯები;“.

17. 23-მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამებისა, უზრუნველყოფს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური (შემდგომში – „სამსახური“).“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სამსახური პასუხისმგებელია, ასევე მუნიციპალური სოციალური დახმარებით მოსარგებლეთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებასა და ინფორმაციის დაცვაზე.“.

18. 24-მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციით, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის მომზადებისთვის.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე.“.

19. 25-მუხლის:

ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სამსახური სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.“.

20. 26-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 26. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-11 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.

2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-4 მუხლის 1.3 პუნქტსა და მე-15 მუხლის 1.2 პუნქტში გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ, შესაძლოა, სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის გარეშეც, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და სამსახურის დასკვნის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს საგარანტიო წერილი. სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინინო გოგუაძე