სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

  • Word
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 181
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/05/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 54, 25/05/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.05.002.002
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
181
24/05/2004
სსმ, 54, 25/05/2004
140.080.000.05.002.002
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/05/2004 - 08/06/2005)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №181

2004 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 წელი – №002) მე-17 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციონალური ვალდებულების უზრუნველყოფისას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი ქვედანაყოფის მოსამსახურეთა ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მიზნით, მათი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად:

1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ დღიური კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის (სადილი, ვახშამი) – 4 ლარი და 10 თეთრი;

ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის (სადილი, ვახშამი) – 4 ლარი და 10 თეთრი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს სამჯერადი კვებისათვის (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5 ლარი და 80 თეთრი;

გ) კადრების სამმართველოს სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის (სადილი) – 2 ლარი და 50 თეთრი;

გ.ბ) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის (სადილი, ვახშამი) – 4 ლარი და 10 თეთრი;

გ.გ) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ დაცვის თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5 ლარი და 80 თეთრი;

დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის (სადილი) – 2 ლარი და 50 თეთრი.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის საჭირო ფინანსური სახსრების ოდენობა განისაზღვროს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

მ. სააკაშვილი

11. 02/02/2015 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 33 - ვებგვერდი, 02/02/2015 10. 09/03/2012 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 185 - ვებგვერდი, 09/03/2012 9. 19/05/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 267 - ვებგვერდი, 110520006, 20/05/2011 8. 02/03/2011 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 125 - ვებგვერდი, 110302023, 04/03/2011 7. 04/10/2010 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 802 - სსმ, 127, 04/10/2010 6. 07/10/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 676 - სსმ, 126, 19/10/2009 5. 11/08/2009 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 499 - სსმ, 101, 14/08/2009 4. 08/05/2008 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 230 - სსმ, 70, 08/05/2008 3. 03/12/2007 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 667 - სსმ, 172, 04/12/2007 2. 22/08/2006 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 498 - სსმ, 114, 29/08/2006 1. 08/06/2005 - საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება - 465 - სსმ, 69, 10/06/2005