„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 498
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 22/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 114, 29/08/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004
  • Word
498
22/08/2006
სსმ, 114, 29/08/2006
140.080.000.08.002.004
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №498

2006 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსა­ხუ­რის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოცია­ლური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №54, 2004 წ., მუხლი 457) და ბრძანებულე­ბის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებ­რი­ვი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სოციალუ­რი დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართვე­ლოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენ­ტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მო­მუ­შავე მოამსახურეებს – ყოველთვიური კომპენსა­ცია 300 ლარის ოდენობით;

ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯე­­რა­­დი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლა­­­რი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 80 თეთრი;

გ) სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 3 ლარი;

გ.ბ) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯე­რადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლა­­რი;

გ.გ) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ დაცვის თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 80 თეთრი;

დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს:

დ.ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 3 ლარი;

დ.ბ) წეროვანის სამთავრობო რეზიდენციის დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლარი.“.

მ. სააკაშვილი