დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 802 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 04/10/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 127, 04/10/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/06/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.08.002.016021 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №802
2010 წილს 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2004 წ., №54, მუხ. 457) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით დაუწესდეთ სასურსათო ულუფის დამატებითი საკომპენსაციო თანხა შემდეგი ოდენობებით:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს – თვეში 300 ლარი;
ბ) სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველოს მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურის აღნიშნული დანაყოფის მოსამსახურეებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი;
გ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამსახურის ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) სასწავლო ცენტრის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 4 ლარი, სასწავლო ცენტრის დაცვის მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი, ხოლო სასწავლო ცენტრში მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 8 ლარი და 50 თეთრი - სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
დ) საქართველოს პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლის დაცვის მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი;
ე) სპეციალური დანიშნულების ავტოკოლონის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მარშრუტების დაცვაში მონაწილე მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 50 თეთრი.”;
ბ) ბრძანებულებას დაემატოს „11” პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„11.მოსამსახურეთა კვებით სრული ან ნაწილობრივი უზრუნველყოფის შემთხვევაში, ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „ბ-ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკომპენსაციო თანხა არ გაიცემა ან გაიცემა კვებით უზრუნველყოფის გათვალისწინებით. ამასთან, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯები განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი კვებით უზრუნველყოფის საორიენტაციო ნორმების შესაბამისად.”.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები