,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 465
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 08/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 69, 10/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 18/06/2014
სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.003
  • Word
465
08/06/2005
სსმ, 69, 10/06/2005
140.080.000.08.002.003
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს პრეზიდენტი.

 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №465

2005 წლის 8 ივნისი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულების (სსმ III, 2004 წ., №54, მუხ. 457) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით, 2005 წლის 1 მაისიდან დაუწესდეთ კვების ხარჯები:

ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოსამსახურეებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;

ბ)    სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:

ბ.ა)  მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 4 ლარი და 10 თეთრი;

ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5 ლარი და 80 თეთრი;

გ)    სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:

გ.ა)  ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 2 ლარი და 50 თეთრი;

გ.ბ) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 4 ლარი და 10 თეთრი;

გ.გ) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ დაცვის თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5 ლარი და 80 თეთრი;

დ)   ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლა-გეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 2 ლარი და 50 თეთრი;

ე)    საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების დასაცავ ობიექტებზე დასაქმებულ მოსამსახურეებს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 5 ლარი და 80 თეთრი”.

მ. სააკაშვილი