დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016217 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (30/12/2016 - 13/01/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის ,,დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" 78-ე მუხლის და საქართველო სკანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისადა 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს: |
1.
შემოსულობები 7195,3 ათ. ლარით; |
2.
გადასახდელები 7195,3 ათ.ლარით; |
3.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 3847,8 ათ.ლარით. მათშორის: |
ა)
გათანაბრებითი ტრანსფერი 3722,8 ათ.ლარი; |
ბ)
მიზნობრივი ტრანსფერი 125.0ათ.ლარი. |
4.
სარეზერვო ფონდი 120.0ათ.ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის30 დეკემბრის №37 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7,195,3 ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახადები 2,199, 2 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,847,8 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1,148.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები 5,676,1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 822,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 696,7 ათასი ლარით.
მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარით.
მუხლი 12. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 0 ათასი ლარით.
მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდი განისაზღვროს 120,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1.დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული. მიზნობრივი ტრანსფერი 125,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 65,0 ათასი ლარი; ბ) ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 60,0 ათასი ლარი. 2.საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავიII მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2017 -2020 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: · ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; · განათლება; · კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; · მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. შემოსულობების ნაწილში: 2017 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 7,195,3 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 2,189,2 ათას ლარს მათ შორის: ქონების გადასახადი წარმოდგენილია 1,999,2 ათასი ლარის ოდენობით,რაც თავის მხრივ შედგება: · საქართველოს საწარმოთა ქონებაზე- 1,215,2 ათასი ლარი; · არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი 784,0 ათასი ლარი; გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს 3,847,8 ათას ლარს, მათ შორის: · სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი 3,722,8 ათასი ლარი, · მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათასი ლარის ოდენობით, მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ფინანსდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და ა.ა.იპ “მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. სხვა შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 1,148.3 ათასი ლარს, მათ შორის: · ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 426,3 ათასი ლარი. · ბანკიდან მისაღები პროცენტები - 5.0 ათასი ლარი. · სხვა არაკლასიფიცირებული რენტა - 190,0 ათასი ლარი. · სანებართვო მოსაკრებელი - 10.0 ათას ლარი, · ადგილობრივი მოსაკრებელი დას.ტერ. დასუფ 2,0 ათასი ლარი. · ჯარიმები და საურავები - 50.0 ათასი ლარი. · ნებაყოფილობითი ტრანსფერი 465,0 ათასი ლარი. მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორები თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
2017 2018 2019 2020
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის,სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; · საქართველოს სამხედრო ძალების ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურისმშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამულიკოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელპირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტური სმშენებლობა -რეაბილიტაცია და საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდაპრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, პარკების, რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხებისა და კოლექტორების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება · ავტო-საგზაო შემთხვევათა პრევენცია. · ახალი გარეგანათების მოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. · მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა · მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. · მუნიციპალიტეტის დასუფთავების და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. · მოსახლეობისთვის საცხოვრებელო პირობების გაუმჯობესება. · იმიგრაციის შემცირება · მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა
მუნიციპალიტეტის გზების და ხიდების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი03 01 01) პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზების და ხიდების რეაბილიტაცია. დაგეგმილია ცენტრალური გზიდან სოფელ ცხუმარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის (6კმ მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური გზიდან სოფელ იდლიანამდე მისასვლელი საავტომობილო გზის (7კმ მონაკვეთი) რეაბილიტაცია.
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე-განათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია ექსპლოატაციის ღონისძიებები
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი განათების ბოძების მოწყობა. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია(03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია უშგულის თემში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და ბეჩოს თემში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა მესტიაში ლ. ფილფანის სახელობის თეატრის და სოფ. მულახში ი. გაბლიანის სახელობის სპორტ კომპლექსის მშენებლობის დაფინანსებაში თანამონაწილეობა. დაგეგმილია ასევე სოფელ: ცხუმარის, ეცერის (ცენტრი), იდლიანის, მულახის(ჟაბეში), ბეჩოს(მაზერი) და ხაიშის საბავშო ბაღების მშენებლობა, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სათვალთვალო ვიდეო კამერების მონტაჟი. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე-სარწყავი არხების და მდინარის ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა რეაბილიტაცია, სოფლის მხარდასაჭერის პროგრამა (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი თანხებით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სოფლების მიხედვით ამავე სოფლების მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად სხვადასხვა ინფრასტუქტურული პროექტების განსახორციელებელი ღონისძიებები, მათ შორის შიდა გზების, წყლის სისტემის, საბავშვო ბაღების, სოფლის წისქვილების, ნაპირსამაგრი გაბიონების, სპორტული მოედნების, მოსაცდელების და სხვა მშენებლობა–რეაბილიტაციის სამუშაოები. რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხოეციელებული პროექტების 5 % -იანი თანადაფინანსება; განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.პრიორიტეტის ფარგლებში ფინანსდება სახელოვნებო სკოლაც რომლის მიზანია მოზარდების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · სრულყოფილიმომვალი თაობის აღზრდა. სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; · გაუმჯობესდება საბავშვო ბაღებში განათლების მიღების დონე და პირობები. · მომავალი თაობის მაქსიმალური ჩართვა ხელოვნების სფეროში; · შესაბამისი სახელოვნებო-საგანმანალებლო პროგრამების ათვისება; · მოზარდებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის; · მოზარდის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, კრეატივის, ფანტაზიისა და მსოფლმხედველობის მაქსიმალური განვითარება.
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 22 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 454 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს.
ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ ჩაბმვას აქტიურად სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1)საფორტეპიანო სწავლება; 2)სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება; 3)ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება და რეალიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · ამაღლდება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების სპორტულ სფეროში ჩართულობის დონე. · ზოგადად კულტურისა და კულტურის დარგების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნა. თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური რეწვის დარგები სპროპაგანდა-პოპულიზაცია. · მოზარდი თაობის მკითხველთა კონტიგენტის გაფართოება. · მოსწავლე-ახალგაზრდობის ცოდნის დონის ამაღლება. · წიგნიერებისპოპულარიზაცია
ა(ა)იპ“ სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას.
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი და ბიბლიოთეკები. (კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი ხუთი კულტურის სახლი, ორი სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი ,,ბეთქილი”, ორი სახელობითი მუზეუმი, სამი ფოლკლორული ანსამბლი: ,,რიჰო”, ,,ლატალი”, ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი ,,ბეთქილი”. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფი და სრული დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობა. მომდევნო წლებში დაგეგმილია: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება, რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს, საცავის რეაბილიტაცია, სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნა. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა. ხელოვნების სახლ მუზეუმი (05 02 05) ა.იპ ხელოვნების მუზეუმი“ მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი,მარატი და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ – მუზეუმის ფუნქციონირებას და რეაბილიტაციას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს: ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას შემეცნებით–ინტელექტუალური კონკურსებში მონაწილეობით, სტუდენტების განათლების მიღების ხელშეწყობას პირველკურსელთა სწავლის თანადაფინანსებით, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გასართობი სახალისო სპორტულ თამაშებში, ამ მიზნით ტარდება ღონისძიებები, მათ შორის: სასკოლო ოლიმპიადა, კონკურსი „ინტელექტი“, 26-მაისი, ბავშვთა დაცვის დღე, ფოლკლორული ფესტივალი „ზემო სვანეთი“, მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი მეკლდეურობაში, მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი , ეტალონი-მედია, საახალწლო ღონისძიება. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალ მხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. ა.ა.იპ“ ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება,პერსონალის დაფინანსება, ა.ა.იპ“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება(05 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას.აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დაავადების რისკების გამოვლენა. · გადამდებ დაავადებათა შემცირება. ·საგანმანათლებლო,სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა. · პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება მარჩენალდაკარგული ოჯახების და შშმ ბავშვების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება გაჭირვებული დაბალშემოსავლიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარდება მცირე მეურნეობა, რისი საშუალებითაც მოსარგებლე შეძლებს პროდუქტით თვითუზრუნველყოფას და რეალიზაციას, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · გაუმჯობესდება ომის მონაწილე ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახების, ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ახალშობილებისთვის, საჩუქრის სახით დახმარების გაწევა, გარკვეულწილად ზოგად გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, C ჰეპატიტით დაავადებულებს გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · ეკონომიკური მხარდაჭერა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობა (პროგრამული კოდი 06 01) ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში `საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ~ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) განცხადებით მომართვის შემთხვევაში - მარჩენალდაკარგულ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები და 18 წლამდე შშმ. ბავშვებზე, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარჩენალდაკარგული ოჯახების და შშმ ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. გაჭირვებულ ოჯახთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების და სოციალურად დაუცველი მძიმე ავადმყოფების ჯამრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური მგომარეობიდან გამომდინარე მიზან–შეწონილია ზემოთაღნიშნული კონტიგენტისათვის შეიქმნას სპეციალური სოციალური სახის ერთდროული ფულადი დახმარების პროგრამა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეს უფინანსდება საჭირო სამედიცინო მომსახურება, თუმცა სადაზღვეო კომპანიების მიერ გარკვეული სახის გამოკვლევები და მკურნალობა არ ფინანსდება, ან ფინანსდება ნაწილობრივ; მიუხედავად ამისა მოსახლეობა ვერ ახერხებს აღნიშნული მომსახურეობის მიღებას, რადგან ეს ყველაფერი ტრანსპორტირების ხარჯებთანაა დაკავშირებული, რისი საშუალებაც ამ კატეგორიის მოსახლეობას არ გააჩნია; აღნიშნული მდგომარეობის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მივიჩნიეთ შემდეგი სახის დახმარების გაწევა. 1. სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღებატება 35 000-ს) (100-350 ლარი) 2. სოციალურად დაუცველი მძიმე ავამდმყოფების დახმარება. (100-350 ლარი) პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, მძიმე ავადმყოფი პირებისთვის ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების გაწევა. ასევე სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების დახმარება (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 35 000-ს). სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მცირე, მარტივი ტიპის სათბურების მშენებლობა ან ერთჯერადი მატერიალური ფულადი დახმარების გაწევა სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ვეტერანთა (ხანდაზმულთა) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) დახმარების პროგრამის ფარგელბში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. · სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრები სარიტუალო თანხები, თითოეულ ვეტერანზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი · იძულებით გადაადგილებული პირები სარიტუალო თანხები, თითოეულ დევნილზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. · ომის მონაწილე ვეტერანები და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები (85-პირი) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების და ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. მესტიის მუნიციპალიტეტის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად (მუდმივად) მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ (თემის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე - საცხოვრებელი ადგილის ფაქტის დადასტურების შესახებ) ოჯახებისა და ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელშიც შედის შემდეგი კატეგორიები: ახალშობილები, ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული პირები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მრავალშვილიანები, სოციალურად უმწეო მდგოამრეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის გამოლკვლევა. ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილების მშობლებისთვის საჩუქრის სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობის მიზნით. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და წახალისების მიზნით. ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული ავადმყოფებისთვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ პროგრამით სარგებლობას რადგან შორი მანძილის და ტრანსპორტირების ხარჯების უქონლობის გამო ამ კატეგორიის ავადმყოფები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლას. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს გეგმიური მომსახურების დოკუმენტების ნუსხა, რის შემდეგაც ხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა ცენტრში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, პაციენტს კი მუდმივად ესაჭიროება აღნიშნული მომსახურეობის მიღება. ასეთივე პრობლემას აწყდება ონკოლოგიური და ფსიქიურად დაავადებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სამედიცინო მომსახურეობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში შესაბამისი აპარატურისა და სპეციალისტების არარსებობის გამო პაციენტებს უწევთ ქ.თბილისში გამგზავრება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევა (ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად). სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება 100 % -ის ოდენობით (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება ენდოსკოპიურ გამოკვლევა).მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება 70 % -ის ოდენობით. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს , „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოლკვლევების თანადაფინანსება, რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა - ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან - თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამულიკოდი 06 04) აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას.სტიქიით, მათ შორის ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.. დაზარალებულების ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა ხდება ინდივიდუალური წესით ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე თანხით არანაკლებ 500 (ხუთასი) და არაუმეტეს 5000 (ხუთიათასი) ლარისა.
|
დოკუმენტის კომენტარები