დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2018 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016257 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/12/2017 - 23/02/2018)
|
მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1 |
განისაზღვროს:
ა) შემოსულობები 7,412.2 ათ. ლარით; ბ) გადასახდელები 7,412.2 ათ.ლარით; გ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადმოსაცემი ტრანსფერი 2,602.1 ათ.ლარით. მათ შორის: გ.ა) გათანაბრებითი ტრანსფერი 2,477.1ათ.ლარი; გ.ბ) მიზნობრივი ტრანსფერი 125.0 ათ.ლარი. დ) სარეზერვო ფონდი 140.0 ათ.ლარით. |
მუხლი 2 |
დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დადგენილების დანართი (მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით. |
მუხლი 3 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილება. |
მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
|
|
დანართი
|
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
თავი I მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7,393,5 ათასი ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4.095.1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5. მესტიის მუნიციპალიტეტის გრანტები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,602.1 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 6. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 715,0 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 6,376.3 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1.განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 618.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
2. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუხლი 10. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 417.0 ათასი ლარით. მუხლი 11. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 0 ათასი ლარით. მუხლი 12. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 417,0 ათასი ლარით. მუხლი 13. მესტიის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი გადასახდელების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 140,0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 14 განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 7,412.2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II მესტიის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები ბოლო წლებში არჩეული სტრატეგიის შესაბამისად პრიორიტეტულ მიმართულებებზე მიმართულმა სახსრების ზრდამ შესაძლებელი გახადა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის, რითაც თავის მხრივ უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, კულტურის დასვენებისა და სპორტის სფეროების განვითარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 2018-2021 წლებში მუნიციპალიტეტის სტრატეგია უცვლელია და მოიცავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას და განათლების ხელშეწყობას. მესტიის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტებია: · ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; · განათლება; ·კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; · მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. შემოსულობების ნაწილში: 2018 წლისათვის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წარმოდგენილია 7,412.2 ათასი ლარის ოდენობით. ცალკეულ სახეობათა მიხედვით შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები იძლევა შემდეგ სურათს: გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 4,095.1 ათას ლარს მათ შორის: საშემოსავლო გადასახადებიდან მისაღები შემოსავალი შეადგენს 200,0 ათას ლარს, ქონების გადასახადი წარმოდგენილია 3,895.1 ათასი ლარის ოდენობით, რაც, თავის მხრივ, შედგება: · საქართველოს საწარმოთა ქონებაზე – 2,500,0 ათასი ლარი; · არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადი – 1,395.1 ათასი ლარი; გრანტებით მისაღები საპროგნოზო თანხა შეადგენს – 2,602,1 ათას ლარს, მათ შორის: · სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი გათანაბრებითი ტრანსფერი – 2,477.1 ათასი ლარი; · მიზნობრივი ტრანსფერი – 125.0 ათასი ლარის ოდენობით; მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ფინანსდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა და ააიპ „მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. სხვა შემოსავლებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 715,0 ათასი ლარს, მათ შორის: ·ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის მოსაკრებელი - 450,0 ათასი ლარი; · შემოსავალი მიწის იჯარიდან და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან 80,0 ათასი ლარი; · სანებართვო მოსაკრებელი – 30,0 ათასი ლარი; · ჯარიმები და საურავები – 25.0 ათასი ლარი; · ბანკიდან მისაღები პროცენტები – 40,0 ათასი ლარი; · ადგილობრივი მოსაკრებელი დას.ტერ. დასუფ. – 90,0 ათასი ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორები წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, მესტიის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · არსებული რესურსებისა და თავდაცვის მოთხოვნების გათვალისწინებით ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა სამხედრო აღრიცხვის,სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და გაწვევის კოორდინაცია; · საქართველოს სამხედრო ძალების ჯანმრთელი ახალგაზრდა თაობით უზრუნველყოფა; ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამულიკოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტური მშენებლობა-რეაბილიტაცია და საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების, საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში, განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, დაფინანსება და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია, სკვერების, სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, ჩატარდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, მოეწყობა სპორტული მოედნები. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება · ავტოსაგზაო შემთხვევათა პრევენცია. · ახალი გარეგანათების მოწყობა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. · მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა · მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. · მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის ინტენსიურობის მაჩვენებელი. · მოსახლეობისთვის საცხოვრებელო პირობების გაუმჯობესება. · იმიგრაციის შემცირება. · მოსახლეობისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა.
პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია. დაგეგმილია ცენტრალური გზიდან სოფელ ცხუმარამდე მისასვლელი საავტომობილო გზის(6კმ მონაკვეთი) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრალური გზიდან სოფელ იდლიანამდე მისასვლელი საავტომობილო გზის (7კმ მონაკვეთი) რეაბილიტაცია. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარეგანათების ქსელის გაფართოება. არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მესტიის მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიება, ასევე წყლის სისტემისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაციის ღონისძიებები. გარეგანათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე-განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, ასევე სოფლის ცენტრებში ახალი განათების ბოძების მოწყობა. დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზის ტექნიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლობის შემთხვევაში – ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება. წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება წყლის სისტემების რეაბილიტაცია, დაგეგმილია უშგულის თემში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა და ბეჩოს თემში შემავალი სოფლების საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება დაბა მესტიაში ლ. ფილფანის სახელობის თეატრის და სოფ. მულახში ი. გაბლიანის სახელობის სპორტკომპლექსის მშენებლობის დაფინანსებაში თანამონაწილეობა. დაგეგმილია ასევე სოფელ: ცხუმარის, ეცერის (ცენტრი), იდლიანის, მულახის (ჟაბეში), ბეჩოს (მაზერი) და ხაიშის საბავშო ბაღების მშენებლობა, დაგეგმილია საგზაო უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით სათვალთვალო ვიდეო კამერების მონტაჟი. სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სანიაღვრე-სარწყავი არხების და მდინარის ნაპირსამაგრი ჯებირების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებით განხოეციელებული პროექტების 5%-იანი თანადაფინანსება. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პრიორიტეტის ფარგლებში ფინანსდება სახელოვნებო სკოლაც რომლის მიზანია მოზარდების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება ხელოვნების სხვადასხვა დარგების მიხედვით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · სრულყოფილი მომვალი თაობის აღზრდა. სკოლამდელი დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება; · გაუმჯობესდება საბავშვო ბაღებში განათლების მიღების დონე და პირობები; · მომავალი თაობის მაქსიმალური ჩართვა ხელოვნების სფეროში; · შესაბამისი სახელოვნებო-საგანმანალებლო პროგრამების ათვისება; · მოზარდებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის; · მოზარდის ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბება, კრეატივის, ფანტაზიისა და მსოფლმხედველობის მაქსიმალური განვითარება.
სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 22 ბაღი, სადაც განათლებას იღებს 454 ბავშვი. ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა ხარჯს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებს, ბავშვების კვების და სხვა მიმდინარე ხარჯებს. ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 04 03) ქვეპროგრამის მიზანია პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა.მომდევნო წლებში დავგეგმეთ სხვადასხვა დარგების დამატება, რაც გამოიწვევს პედაგოგთა და მოსწავლეების რიცხვის გაზრდას და მათ აქტიურად ჩართვას სასწავლო პროცესში. ხელოვნების სკოლის ამოცანაა პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარება, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნა; ხელოვნების სკოლის ფუნქციები მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: 1) საფორტეპიანო სწავლება; 2) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სწავლება; 3) ფოლკლორი და სახვითი ხელოვნების სწავლება. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი ისე ფიზიკური თვასაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობობების განვითარება და რეალიზება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · ამაღლდება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების სპორტულ სფეროში ჩართულობის დონე. · ზოგადად კულტურისა და კულტურის დარგების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნა.თეატრის , მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი გამოყენებითი ხელოვნების, ხალხური რეწვის დარგები სპროპაგანდა-პოპულიზაცია. · მოზარდი თაობის მკითხველთა კონტიგენტის გაფართოება. · მოსწავლე-ახალგაზრდობის ცოდნის დონის ამაღლება. · წიგნიერების პოპულარიზაცია
ა(ა)იპ „სპორტული სკოლების გაერთიანება“ (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხები ემსახურება ახალგაზრობის მაქსიმალურ ჩართვას სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ახალგაზრდებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი პირობების შექმნას. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი და ბიბლიოთეკები. კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის ცენტრი მასში შემავალი ხუთი კულტურის სახლი, ორი სასოფლო კლუბი, ახალგაზრდული ცენტრი „ბეთქილი”, ორი სახელობითი მუზეუმი, სამი ფოლკლორული ანსამბლი: „რიჰო”, „ლატალი”, ახალგაზრდული ფოლკლორული ჯგუფი „ბეთქილი”. ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ბიბლიოთეკების დაფინანსება მიზნად ისახავს მკითხველთა სწრაფ და სრული დაკმაყოფილებას მათთვის საჭირო ინფორმაციითა და საბიბლიოთეკო დოკუმენტებით უზრუნველყოფას. ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებით განვითარებას. მოსახლეობის ყველა ფენის მომსახურეობას. საბავშვო ან მასობრივ ბიბლიოთეკებში ფონდების შექმნის მიზნით კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებების მიოწყობას. მომდევნო წლებში დაგეგმილია: კეთილმოწყობილი სამკითხველო დარბაზის გაკეთება, რაც მკითხველის მოზიდვას გამოიწვევს, საცავის რეაბილიტაცია, სადაც განლაგებულია ფონდი. ახალი ბეჭდური პროდუქციის შექმნას. მთავარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ელექტრონულ ფორმატზე გადასვლას. ხელოვნების სახლ მუზეუმი (05 02 05) აიპ – ხელოვნების მუზეუმი მიზნად ისახავს მხატვარი ძმების ირაკლი, მარატ და გოვენ ფარჯიანების თანამედროვე ხელოვნების მემორიალური სახლ-მუზეუმის ფუნქციონირებას და რეაბილიტაციას. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (05 03) პროგრამა უზრუნველყოფს: ახალგაზრდების განათლების დონის ამაღლებას შემეცნებით-ინტელექტუალური კონკურსებში მონაწილეობით, სტუდენტების განათლების მიღების ხელშეწყობას პირველკურსელთა სწავლის თანადაფინანსებით, ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობას გასართობი სახალისო სპორტულ თამაშებში, ამ მიზნით ტარდება ღონისძიებები, მათ შორის: სასკოლო ოლიმპიადა, კონკურსი „ინტელექტი“, 26 მაისი, ბავშვთა დაცვის დღე, ფოლკლორული ფესტივალი „ზემო სვანეთი“, მიხეილ ხერგიანის სახელობის ტურნირი მეკლდეურობაში, მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი, ეტალონი-მედია, საახალწლო ღონისძიება. აღნიშნული პროგრამა ემსახურება ახალგაზრდა თაობის მრავალ მხრივ განათლებას და ზოგადი უნარების ჩამოყალიბებას. ააიპ „ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრი“ (პროგრამული კოდი 05 04) ამ ქვეპროგრამის ფარგლებში თეატრის ფუნქციონირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება, პერსონალის დაფინანსება. ააიპ „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დაფინანსება (05 05) აღნიშნული ქვეპროგრამა ემსახურება კულტურული ძეგლების აღრიცხვას და რეაბილიტაციას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და დაცვას. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ხანძრით და ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებული ოჯახების დახმარებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები: · მუნიციპალიტეტში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, დაავადების რისკების გამოვლენა. · გადამდებ დაავადებათა შემცირება. · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა. · პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა. · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება მარჩენალდაკარგული ოჯახების და შშმ ბავშვების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება გაჭირვებული დაბალშემოსავლიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, განვითარდება მცირე მეურნეობა, რისი საშუალებითაც მოსარგებლე შეძლებს პროდუქტით თვითუზრუნველყოფას და რეალიზაციას, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · გაუმჯობესდება ომის მონაწილე ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახების, ხანდაზმულების (90 წელი და ზემოთ) სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ახალშობილებისთვის, საჩუქრის სახით დახმარების გაწევა, გარკვეულწილად ზოგად გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული პირებსა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, C ჰეპატიტით დაავადებულებს გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. · ეკონომიკური მხარდაჭერა
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) ჯანდაცვის პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, რომლის მიზანია გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, ცხოვრების წესის დამკვიდრება. გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის ღონისძიებების ჩატარება. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალურიდახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მარჩენალდაკარგულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ახალშობილების, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების/ ბავშვების, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახების (რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები), ერთჯერადი (ფულადი) დახმარების პროგრამა. პროგრამის მიზნები: აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრები და რეგისტრირებული ახალშობილებისთვის საჩუქრის სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ბავშვებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და წახალისების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად, გარკვეულწილად გაუმჯობესდება ახალშობილის ოჯახის,მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ბავშვების მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. დახმარების გაცემის წესი: ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე, ან გამონაკლისის შემთხვევაში, მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში , საბჭოს გადაწყვეტილებით თანხა ჩაერიცხება მის ოჯახის წევრს. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია: 1. მარჩენალდაკარგული ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი (შვილები) ერთჯერადი მატერიალლური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და ბავშვები (18 წლამდე) ერთჯერადი მატერიალლური დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით. 3. ახალშობილები – ერთჯერადი მატერიალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 4. მრავალშვილიანი ოჯახები – ერთჯერადი მატერიალლური დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებები. მარჩენალდაკარგული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა ან მეურვემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის (ან ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან) ან მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწომბის ასლი; ე) დედ-მამით ობოლი ბავშვების შემთხვევაში დამატებით – მეურვის პირადობის მოწმობის ასლი და მეურვეობის დამადასტურებელი ცნობა; ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) შემთხვევაში მეურვემ/მშობელმა უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) ბავშვის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან); ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე პირმა (ან მისი ოჯახის წევრმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. მრავალშვილიანმა (5 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ასაკამდე) მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებმა და რეგისტრირებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; დ) ქორწინების მოწმობის ასლები (არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. ახალშობილის მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებმა და რეგისტრირებულმა ოჯახმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ე) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. სოციალურად დაუცველის, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის, შშმ პირის) სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მცხოვრები, სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს) ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე კატეგორიის ავადმყოფები (მათ შორის, შშმ. პირები, შაქრიანი დიაბეტი, პარკინსონის დაავადება, ბრონქული ასთმა, იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის მანკი, გულის მწვავე უკმარისობა, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ფსორიაზი, ეპილეფსია, გაფანტული სკლეროზი) მაღალმთიან რეგიონში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროების მიხედვით დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება, დახმარება გაეწევათ ბენეფიციარის სურვილის მიხედვით , შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით მითითებულ საბანკო ანგარიშზე ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. .გადასახდელი თანხა არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველის სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის შშმ. პირის) დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის ან სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით სამედიცინო მომსახურების გამწევის მიერ პაციენტისათვის ჩატარებული სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების თანადაფინანსება, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100-ისა და ანგარიშფაქტურის მიხედვით. მოსარგებლეთა შერჩევის წესი: ადგილობრივ თვითმმართველობაში შემოსული მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები მოქალაქეების განცხადებები. მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, მცხოვრები, სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს) ან იძულებით გადაადგილებული პირის (მათ შორის შშმ პირის) ავადმყოფთა დახმარების კატეგორიით შემოსულ განცხადებას თან უნდა დაერთოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; 1. სოციალურად დაუცველის (0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარებს) სტატუსის მქონე პრის შემთხვევაში – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დოკუმენტის ასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან; 3. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის შემთხვევაში – იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა. 4. სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100/ა 5. შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, აფთიაქი) დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი. 6. პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში – განმცხადებლის ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან. 7. თემის რწმუნებულის ცნობა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია: სოციალურად დაუცველის სტატუსის ან იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მქონე მძიმე კატეგორიის ავადმყოფები (შშმ პირები). პროგრამის განხორციელების მექანიზმი: გამგებლის ბრძანებით შექმნილი საბჭო პერიოდულად იხილავს სოციალური სუბსიდიების სააგენტოში რეგისტრირებულ, სოციალურად დაუცველი ან იძულებით გადაადგილებული პირის -დევნილის სტატუსის მქონე მძიმე ავადმყოფების (მათ შორის შშმ.პირის) დაბალშემოსავლიან ოჯახთა განცხადებებს, დახმარების ან თანადაფინანსების გაწევის თაობაზე, ადგენს მათ უტყუარობას, ინდივიდუალურად შეისწავლის თითოეული მოქალაქის განცხადებას, რის საფუძველზეც განსაზღვრავს ერთჯერადი ფულადი დახმარების რაოდენობას, შესაბამისი დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ფორმა N100-ისა და ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით. საბჭოს მუშაობის გრაფიკსა და ყოველთვიურ ფულად ლიმიტს თემების მიხედვით, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე. დახმარების გაცემის წესი: ფულადი დახმარება გაიცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, აფთიაქი) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების ან მედიკამენტების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით, ან ბენეფიციარის მოთხოვნის/სურვილის შემთხვევაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე. გადასახდელი თანხა არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან იძულებით გადაადგილებული პირის – (დევნილი), მძიმე ავადმყოფის, დაბალშემოსავლიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში, მედიკამენტების შეძენასა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღებაში. ვეტერანთა და ხანდაზმულთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 03) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების პროგრამა. ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირების, ხანდაზმულთა (90 და მეტი წლის უხუცესები), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების პროგრამა. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი – 9 000 (ცხრა ათასი) ლარი პროგრამის აღწერა: სარიტუალო მომსახურების გაწევა: დაღუპული (გარდაცვლილი) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში საბრძოლო მოქმედების ვეტერანების, სამხედრო სამსახურის ვეტერანების დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანის ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის. იძულებით გადაადგილებულ პირების სტატუსის მქონე დევნილის დაღუპვის (გარდაცვალების) შემთხვევაში, დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დაკრძალვისათვის ხარჯების დასაფარად. ერთჯერადი ფულადი დახმარება: ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ვეტერანებზე, მესტიის მუნიციპალიტში მცხოვრები 90 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი)დახმარების გაწევა. პროგრამის მიზნები აღნიშნული პროგრამის მიზანია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების გაწევა. ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ვეტერანებზე და მესტიის მუნიციპალიტში რეგისტრირებული და მცხოვრები 90 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა. პროგრამის შედეგები: თითოეულ დაღუპულ ომის მონაწილე ვეტერანსა და იძულებით გადაადგილებულ პირზე სარიტუალო მომსახურების გაწევა – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ომის მონაწილე და ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებზე ერთჯერადი დახმარების გაწევა – 100 (ასი) ლარის ოდენობით. მესტიის მუნიციპალიტში მცხოვრებ უხუცესებზე (90 და მეტი წლის ასაკის) ერთჯერადი დახმარების გაწევა – 150 (ასი) ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი (ფულადი) დახმარების გაწევა – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) რაოდენობა და კატეგორია პროგრამით გათვალისწიბენული დახმარება სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრები: სარიტუალო თანხები, თითოეულ ვეტერანზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. იძულებით გადაადგილებული პირები სარიტუალო თანხები, თითოეულ დევნილზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ომის მონაწილე ვეტერანები და ომის მონაწილეებთან გათანაბრებული პირები ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 100 (ასი) ლარის ოდენობით. მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესები (90 და მეტი წლის) ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად – საჩუქრის სახით, ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) – საჩუქრის სახით, ერთჯერადი (ფულადი) დახმარების გაწევა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. პროგრამის შედეგები: გაუმჯობესდება ომის მონაწილე ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების, გარდაცვლილ დევნილთა და ვეტერანთა ოჯახების, ხანდაზმულების (90 წლის და 90 წელს გადაცილებული), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯამრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი. ადგილობრივ თვითმმართველობის მერიაში შემოსული განცხადებები. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა, იძულებით გადაადგილებულ პირთა სარიტუალო მომსახურების შეთხვევაში: ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შემთხვევაში: ა) ვეტერანის დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრის, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან; გ) განცხადება მერის სახელზე; იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში: ა) იძულებით გადაადგილებულ პირების სტატუსის მქონე პირის, დაღუპულის (გარდაცვლილის) ოჯახის წევრის, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან; ე) განცხადება მერის სახელზე; ომის მონაწილე და ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირის შემთხვევაში: ა) ვეტერანის, განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან; ე) განცხადება მერის სახელზე. ხანდაზმულების შემთხვევაში: ა) განმცხადებლის (ხანდაზმულის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან; გ) განცხადება მერის სახელზე. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის მიღების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერნების, „ვეტერანების დღის“ (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად –შემთხვევაში: ა) ვეტერანის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლისა და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების დამადასტურებელი მოწმობა; დ) ანგარიშის რეკვიზიტები ბანკიდან; ე) განცხადება მერის სახელზე. მესტიის რაიონის ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 03) მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და ბავშვების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელშიც შედის შემდეგი კატეგორიები: ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირები და მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება, მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვების ფარისებრი ჯირკვლის (პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით) გამოლკვლევების თანადაფინანსება. კომუნალური სუბსიდირების პროგრამა – დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების/აბონენტების, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებულ ოჯახების, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას, ყოველთვიური კომუნალური გადასახადის (წყლის გადასახადის ) დაფინანსება. პროგრამა ეხება: ონკოლოგიურ ავადმყოფებს და ფსიქიკურად დაავადებულ პირებს, მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა განსაზღვრულია არანაკლებ – 100 (ასი) და არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. დიალიზით მოსარგებლე და ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირებს, მათთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა განსაზღვრულია – არანაკლებ-500 (ხუთასი) და არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით. მოსახლეობის, მათ შორის, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციის დაფინანსება, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არაუმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით ,წლიური ლიმიტის ფარგლებში(რაც სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით და სადაზღვეო კომპანიების მიერ არ ფინანსდება). სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების (შპს „მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 100% - ის ოდენობით (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გეგმიური ენდოსკოპიურ გამოკვლევა არ ფინანსდება). მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად 70 %-ის ოდენობით, (C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს). სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში 30%-ის ოდენობით, (სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს). მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების თანადაფინანსება, რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH), პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებელს/აბონენტებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებულ ოჯახებეს, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას. პროგრამის მიზანი: ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული ავადმყოფებისთვის ტრანსპორტირებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს გეგმიური მომსახურების დოკუმენტების ნუსხა, რის შემდეგაც ხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა ცენტრში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან და ტრანსპორტირების ხარჯებთან, პაციენტს კი მუდმივად ესაჭიროება აღნიშნული მომსახურეობის მიღება. ასეთივე პრობლემას აწყდება ონკოლოგიური და ფსიქიურად დაავადებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სამედიცინო მომსახურეობა ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში შესაბამისი აპარატურისა და სპეციალისტების არარსებობის გამო პაციენტებს უწევთ ქ. თბილისში გამგზავრება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევა (ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად) აგრეთვე ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირებს გარკვეულწილად . სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ (სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე) ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება 100% -ის ოდენობით (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ აფინანსებს გეგმიურ ენდოსკოპიურ გამოკვლევას). მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება 70% -ის ოდენობით. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70%-ს, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30%-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოლკვლევების თანადაფინანსება, რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH), პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) და ანტი TPO გამოკვლევა). გამოკვლევების თანადაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.ქირურგიული ოპერაცია- ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50 %, სოციალურად დაუცველის ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე პირების შემთხვევაში პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 70%, არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, წლიური ლიმიტის ფარგლებში, რასაც სახელმწიფო პროგრამა არ აფინანსებს. სოც. დაუცველი მოსახლეობის თანადგომისა და ფინანსური მხარდაჭერის მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებული ოჯახების ( ს/ქ 65 001) წყლის გადასახადის სუბსიდიის დაფნანსება. მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირებსა და მოსახლეობას, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფებს რომლებსაც დაუფინანსდათ სამედიცინო მომსახურების ხარჯები, გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. ონკოლოგიური ავადმყოფების და დიალიზით მოსარგებლე პირების შემთხვევაში ავადმყოფებს შეუმსუბუქებს ფინანსურ პრობლემებს, რადგან ხშირად სამგზავრო თანხის უქონლობის გამო ვერ ახერხებენ თბილისში გამგზავრებას სამედიცინო მომსახურების მისაღებად. პროგრამის შედეგები: პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება პროგრამაში მონაწილე ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიკურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების, სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი და ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფების, C ჰეპატიტით დაავადებულების ეკონომიკურ სოციალური მდგომარეობა, ეს ფინანსური დახმარება გარკვეულწილად დაეხმარება მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მომხმარებელთა კატეგორია:
პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი. ონკოლოგიური ავადმყოფების, დიალიზით მოსარგებლე, ფსიქიურად და ცერებრალური დამბლით დაავადებული პირების დახმარების პროგრამა: ონკოლოგიურმა ავადმყოფებმა, და ფსიქიურად დაავადებულმა პირებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)სპეციალიტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. 2. ბენეფიციარმა, რომელიც სარგებლობს დიალიზის პროგრამით და გადაადგილდება პროცედურის ჩასატარებლად, ასევე ცერებრალური დამბლით დაავადებულმა პირებმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სპეციალიტის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი. მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ან ომის მონაწილე ვეტერანის სტატუსის მქონე ავადმყოფთა ქირურგიული ოპერაციების თანადაფინანსება. ბენეფიციარმა, რომლის სამედიცინო მომსახურება არ ფინანსდება ან ნაწილობრივ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშფაქტურა (ინვოისი); ე) კალკულაცია; ვ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის ასლი (გეგმიური სამედიცინო მომსახურებისას) ან ცნობა. ზ) დაბადების მოწმობის ასლი(საჭიროების შემთხვევაში); თ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს მესტიის განყოფილებიდან/ ომის მონაწილე ვეტერანის შემთხვევაში ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობა. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა. ბენეფიციარმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა№100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) კალკულაცია; მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გეგმიური ენდოსკოპიური გამოკვლევის თანადაფინანსების პროგრამა. ბენეფიციარმა, მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა№100; დ) შესაბამისი დაწესებულების (შპს ,,მესტიის საავადმყოფო ამბულატორიული გაერთიანება) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) კალკულაცია; მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოკვლევების თანადაფინანსების პროგრამა. ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა№100; დ) შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი); ე) კალკულაცია; კომუნალური სუბსიდირების პროგრამა. დ. მესტიაში რეგისტრირებული წყლის გადასახადის აქტიური, საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტები; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დ. მესტიაში რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც ბენეფიტის დარიცხვის თვის წინა ერთი თვის განმავლობაში უწყვეტად ინარჩუნებენ 65 001 სარეიტინგო ქულას. ქვეპროგრამის მიზანია ახალშობილების მშობლებისთვის საჩუქრის სახით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა მუნიციპალიტეტში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობის მიზნით. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარება, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისა და ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მათთვის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების და წახალისების მიზნით. ონკოლოგიური, დიალიზით მოსარგებლე და ფსიქიურად დაავადებული ავადმყოფებისთვის სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი მოსახლეობა ვერ ახერხებს ამ პროგრამით სარგებლობას რადგან შორი მანძილის და ტრანსპორტირების ხარჯების უქონლობის გამო ამ კატეგორიის ავადმყოფები ვერ ახერხებენ ჯანდაცვის სამინისტროში მისვლას. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობა ფინანსდება სრულად და პაციენტის მხრიდან თანადაფინანსებას არ ითვალისწინებს, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მსურველმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს გეგმიური მომსახურების დოკუმენტების ნუსხა, რის შემდეგაც ხდება პაციენტის რეგისტრაცია დიალიზის მომლოდინეთა ცენტრში. ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროსთან, პაციენტს კი მუდმივად ესაჭიროება აღნიშნული მომსახურეობის მიღება. ასეთივე პრობლემას აწყდება ონკოლოგიური და ფსიქიურად დაავადებული პირები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სამედიცინო მომსახურეობა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით მესტიის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოში შესაბამისი აპარატურისა და სპეციალისტების არარსებობის გამო პაციენტებს უწევთ ქ.თბილისში გამგზავრება, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული კატეგორიის ავადმყოფებისთვის დახმარების გაწევა (ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად). სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა გადაუდებელი ენდოსკოპიური გამოკვლევის დაფინანსება 100 %-ის ოდენობით (საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება ენდოსკოპიურ გამოკვლევა).მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ C ჰეპატიტით დაავადებულთა გამოკვლევის დაფინანსება 70 %-ის ოდენობით. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პაციენტთა მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 70 %-ს , „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, თანაგადახდა შეადგენს 30 %-ს. მესტიის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ 0 დან 18 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით გამოლკვლევების თანადაფინანსება , რომელშიც შედის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკა – ულტრაბგერითი კვლევა, ფარისებრი ჯირკვლის სადიაგნოზო ჰორმონული კვლევებიდან – თირეოტროპული ჰორმონის (TSH) და პერიფერიული თავისუფალი თიროქსინის (FT4) გამოკვლევა. თანადაფინანსება განხორციელდება თანხით, რომლის დაფინანსებაც არ ხდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში; სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 04) აღნიშნული პროგრამის მიზანია მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიით, მათ შორის ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარების გაწევა მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. პროგრამა ეხება სტიქიით, მათ შორის ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს. დაზარალებული ოჯახებისთვის დახმარების გაწევა ხდება სოციალური დახმარების გაცემის საბჭოს წევრთა მიერ, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, თანხის რაოდენობის განსაზღვრისას დახმარების გაცემის საბჭოსთან ერთად გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერი. მოსალოდნელი შედეგები: სტიქიით, მათ შორის ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ერთჯერადი (ფულადი) დახმარების გაწევა დაზარალებული ოჯახების პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის მიზნით. პროგრამის განხორციელების მექანიზმი: განცხადებების (თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დახმარების გაცემის საბჭოზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შეფასებით. პროგრამით მოსარგებლე პირთა (მომხმარებელთა) კატეგორია: 1. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახები:ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა – 500ლარიდან 5000 ლარამდე. I კატეგორია – სახლი მთლიანად (100 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; II კატეგორია – სახლის ნახევარი (50 %) დაზიანებულია (განადგურებულია) ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 2000 (ორი ათასი) ლარის, არაუმეტეს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით; III კატეგორია – სახლი ან დამხმარე ნაგებობა ნაწილობრივ დაზიანებულია ხანძრის შედეგად, დახმარებების ოდენობა დამდგარი ზიანის მიხედვით განისაზღვროს არანაკლებ – 500 (ხუთასი) ლარის, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2. სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირები: ერთჯერადი მატერიალური დახმარების – 500ლარიდან 2000 ლარამდე. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი. სტიქიის შედეგად (მათ შორის ხანძარი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულმა მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ხანძრის შემთხვევაში- სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან შესაბამისი აქტის (დედანი) სხვა სტიქიისას, შესაბამისი კომისიის აქტი; დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან გაცემული ცნობა(რეკომენდაცია); ე) განადგურებული საცხოვრებლის ფოტოსურათი; ვ) განმცხადებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
|
დოკუმენტის კომენტარები