დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | მესტიის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 13/01/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.103.016219 |
|
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 78-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„მესტიის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 დეკემბრის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.103.016217) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
ა)
,,ა.ბ) გადასახდელები 10 153.4 ათასი ლარი;“. |
2.
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 1. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
". |
3.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
". |
4.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5,734,1 ათ.ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
". |
5.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3082,6 ათ.ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
". |
6.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 9. მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის კლასიფიკაცია
". |
7.
მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. განისაზღვროს მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები 10153.4 ათ. ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები