დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 23 |
დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/01/2017 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016257 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (05/01/2017 - 27/01/2017)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა და მისი ბიუჯეტი“(დანართი№1 და №2). |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №48 დადგენილება. |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი №1
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამა |
მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა.“ მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 714000 ლარს. მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო პროგრამის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები 1.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 120000-მდე. ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2016-2017 წელს. ოჯახები, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2017 წელს. 2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე. 4.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი. რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 -დან 120 000-მდე. 5.ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, პირველი ჯგუფის მქონე შშმ პირები და ომში მონაწილე პირები (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ით) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არსარგებლობენ არცერთი სხვა დაზღვევით და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან/და ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ან მკურნალობა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ან/და არ სარგებლობენ არც ერთი სხვა დაზღვევით. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები) პირთა რეაბილიტაცია. 7.ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარული, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70 % . 8.ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მედიკამენტების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულაარის 0-დან 120000-მდე ასევე, შშმ პირების, ომში მონაწილე პირების, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და მძიმედ მიმდინარე სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე პირებისთვის. 9. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულაარის 0-დან 120000-მდე სამედიცინო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება ასევე, შშმ პირების, ონკოლოგიური დაავადებების მქონე, ომში მონაწილე პირების დაფინანსება. (რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით). 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ). 11. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ). 12. უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე და სოციალურად დაუცველი პირის (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 650001 -მდე) დაკრძალვის ხარჯები. 13. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები. 14.იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები. 15. დიდი სამამულო ომის ვეტერანები. 16. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება. (უფასო სადილით მოსარგებლეთა კონტინგენტია: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, მარტოხელები, შრომისუუნარო პენსიონრები, მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები.) 17. 95 წელს გადაცილებული ხანდაზმულები. 18. ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. 19. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა. 20. სოფელ უდაბნოს ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები ტრანსპორტირება. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამუშაო ჯგუფის დასკვნის და გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის შუამდგომლობით შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს დახმარება ყველა მუხლით იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებას, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია 1.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის (რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-დან 120000-მდე) – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად); ოჯახებისთვის, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2017 წელს - 100 ლარი. დახმარება გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკნის საფუძველზე ან და გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. გ) საბანკო ანგარიში; დ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 2.პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება - 100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მშობელი); ბ)მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ და მეორე ახალშობილზე); დ)მშობლის საბანკო ანგარიში; ე)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; 3.საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება -100 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება(განმცხადებელი-მშობელი); ბ)ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან; გ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; დ) მშობლის საბანკო ანგარიში; ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების დახმარება. რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე. რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0 -დან 120 000-მდე. დახმარება 200 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე(განმცხადებელი-მშობელი); ბ)მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; გ)ბავშვების დაბადების მოწმობის ასლებ ი(ყველა ახალშობილზე); დ)მშობლის საბანკო ანგარიში; ე)პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან. 5. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, ასევე ომის მონაწილე და შშმ. სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის) პირების (სახემლწიფო პროგრამის ფარგლებში, მათი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა). 500 ლარზე ზევით თანხის შემთხვევაში ასევე თანხის 70 % არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არ სარგებლობენ არც ერთიდაზღვევის პროგრამით ან/და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს მასი დაფინანსება მოხდება 1500 ლარით.ასევე პირები რომელთა სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან ესაჭიროვებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია, ან/და მკურნალობა რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება მოხდება არაუმეტეს 1500 ლარისა). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე). ბ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100); გ)წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას; ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში) ან ომის მონაწილის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა. გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან ან შუამდგომლობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიიდან; ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები) პირთა რეაბილიტაცია 500 ლარამდე თანხით. ერთჯერადად. ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე); ბ)ცნობა ჯანმრთელბის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100); გ)წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა. 7.ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარული, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. იმ შემთხვევაში თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამთ, დაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის 70%-ით არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებიც არ სარგებლობე ჯანდაცვის პროგრამით ან/და ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და ესაჭიროვებათ ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ჰორმონითერაპია, ოიდოდოთერაპია და სხივური თერაპია და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს დაფინანსება მოხდება არუმეტეს 1500 ლარისა. ონკოლოგიური ავადმყოფებს რომელთაც ესაჭიროება ოპერაცია, ქიმიო ან ჰორმონოთერაპია დაფინანსება მოხდება მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი-მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე). ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა-N 100). გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას. ე)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში). ვ)ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშ ფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 8.ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს რომელთაც აქვთ ქრონიკულად მიმდინარე, ნაკლებად მძიმე დაავადებები და მათი სარეიტინგო ქულა არის 0 დან 120000-მდე მოსარგებლის სტატუსის გათვალისწინებით მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50% ით. არაუმეტეს 100 ლარისა. შშმ პირების და ომისმონაწილის მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50% არაუმეტეს 100 ლარისა. მძიმე სიცოცხლისათვის საშიში და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში თანხის მომატება დიაგნოზისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებისთ დაფინანსება 500 ლარამდე თანხით, გარდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ)ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; დ)ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა; ვ)ომის მონაწილის მოწმობა. ე)ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 9.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, ასევე, ომის მონაწილეები და ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით) 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. გამონაკლის შემთხვევაში 200 ლარამდე თანხის სრულად დაფინანსება დიაგნოზისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ)ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა; ვ)ომის მონაწილის მოწმობა; დ)ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე. 10.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ) – 200 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში; ე)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); ვ)შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის (დაბადების მოწმობის) ასლი. 11.უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ) – 50 ლარი ყოველთვიურად. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; გ)მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები; დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვანის შემთხვევაში-კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში; 12. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები -250 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)გარდაცვალების მოწმობა; ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი. 13.უპატრონო და სოციალურად დაუცველი მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები -300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)გარდაცვალების მოწმობა; გ)ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ; დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში; ე)ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ)გარდაცვლილის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები. 14. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები - 300 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)გარდაცვალების მოწმობა; გ)იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი. ე)განმცხადებლის საბანკო ანგარიში. 15.დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისთვის - 100 ლარი, სარიტუალო ხარჯისთვის - 250 ლარი. 16.ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“ უფასო სასადილოების დაფინანსება - ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად). წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება; ბ)ამონაწერი სოციალური სააგენტოდან რეგისტრაციის შესახებ. ამონაწერის არარსებობის შემთხვევაში - საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკნის საფუძველზე. 17.95 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 100 ლარი წელიწადში. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება; ბ)განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები; გ) ხანდაზმულის ანგარიშის ნომერი ბანკიდან. 18.ჰემო-დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი). ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე. წარმოსადგენი დოკუმენტები: ბ)პირადობის მოწმობის ასლი; ბ)ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100); გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები. 19.სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) - თვეში 125 ლარი. წარმოსადგენი დოკუმენტები: ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)პირადობის მოწმობის ასლი (სტიქიით დაზარალებულის და გამქირავებლის); გ) ცნობა სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლის დაზიანების შესახებ; დ)ბანკში გახსნილი ანგარიში (გამქირავებლის). 20.ს.უდაბნოდან ქ.საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში, მომსახურების სავარაუდო ღირებულება ლარი. 21.ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლო-სააღდგომო სასურსათო ამანათების გადაცემა. 20.სოციალური სააგენტოს სტატუსის არმქონე ოჯახები რომელთა სამკურნალო თანხა აღემატება 300 ლარს განსაკუთრებულ შემთხვევებში შეუძლიათ მიმართონ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას რომელთა დასკვნის საფუძველზე შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს გადასახდელი თანხის 50% სოციალური დახმარების სახით იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებს, თუმცა მათი ეკონომიური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი 1.პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი. ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური, კულტურის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე დახმარება გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2.სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, თითოეული მუხლის მიხედვით, ერთჯერადად, ამ პროგრამის შესაბამისად. 3.სოციალური დახმარების მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენისას მოქალაქეს დახმარებას უწევს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური და აკონტროლებს წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეს. 4.სოციალურად დაუცველი პირი ან/დაიძულებითგადაადგილებული პირის ოჯახი, რომელიც სოციალური დახმარების მისაღებად ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამის რომელიმე მუხლის მოთხოვნას, დახმარებას მიიღებს ყველა შესაბამისი მუხლის მიხედვით. მუხლი 8. პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება 1.საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა. 2. უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მუხლი 9. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით: 1. ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები. 3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი. მუხლი 10. სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა: დაუშვებელია ამ წესით დახმარების გაცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისთვის, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღებნი სხვა ერთეულების ბიუჯეტებიდან. |
დანართი№2
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის |
|
დოკუმენტის კომენტარები