„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.165.016259
2
27/01/2017
ვებგვერდი, 01/02/2017
010250050.35.165.016259
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

         საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №2

2017 წლის 27 იანვარი

ქ. საგარეჯო

 

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის 23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2017 წ., 010250050.35.165.016257 ) შევიდეს ცვლილება:

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-5 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

1. ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 120 000-მდე. ქულა მინიჭებული უნდა იყოს 2016-2017 წელს. ასევე, დახმარება გაიცემა 2015 წელს შემოწმებულ ოჯახებზე, ვისი სარეიტინგო ქულაც 65 001-დან 120 000-მდეა და საარსებო შემწეობა განისაზღვრება 10 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.

2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე.

5.ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის  0-დან  120000-მდე, პირველი ჯგუფის მქონე შშმ პირები და ომში მონაწილე პირები (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მისი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ით) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არ სარგებლობენ არცერთი სხვა დაზღვევით და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან/და ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ან მკურნალობა, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით ან/და არ სარგებლობენ არცერთი სხვა დაზღვევით.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები) პირთა რეაბილიტაცია. 

7. ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარული, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაუფინანსებელი თანხის 70%.

8. ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მედიკამენტების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე, ასევე, შშმ პირების, ომში მონაწილე პირების, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და მძიმედ მიმდინარე სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე პირებისთვის.

9. ეკონომიკურად და სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე სამედიცინო-დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ- მაგნიტურ- რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება, ასევე, შშმ პირების, ონკოლოგიური დაავადებების მქონე, ომში მონაწილე პირების  დაფინანსება, (რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით).

10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ).

11. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ).

12. უპატრონო მიცვალებულების, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი რიგის მემკვიდრე და სოციალურად დაუცველი პირის (რომელთა სარეიტინგო ქულა არის 650001-მდე) დაკრძალვის ხარჯები.

13. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები.

14. იძულებით გადაადგილებულ პირთა  დაკრძალვის ხარჯები.

15. დიდი სამამულო ომის ვეტერანები.

16. ა(ა)იპ „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება.

(უფასო სადილით მოსარგებლეთა კონტინგენტია: სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახები, მარტოხელები, შრომისუუნარო პენსიონერები, მრავალშვილიანი ოჯახები, ობოლი ბავშვები.)

17.  95 წელს გადაცილებული ხანდაზმულები.

18.  ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა.

19. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

20. სოფელ უდაბნოს ეკონომიკურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების ტრანსპორტირება.

21. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამუშაო ჯგუფის დასკვნისა  და შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე,  შესაძლებელია გამოყოფილ იქნეს დახმარება ყველა მუხლით იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფების მოთხოვნებას, თუმცა მათი ეკონომიკური, სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.“.

2.  დადგენილების დანართი №1-ის მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია

1. ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის  (რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65001-დან 120000-მდე) – 100 ლარი (წელიწადში ერთჯერადად); ოჯახებისთვის, რომლებსაც სოციალური სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო შეუჩერდათ საარსებო შემწეობა 2017 წელს 100 ლარი. დახმარება გაიცემა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე ანდა გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

გ) საბანკო ანგარიში;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

2. პირველ და მეორე შვილზე ახალშობილთა ოჯახების დახმარება 100 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი მშობელი);

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი (პირველ და მეორე ახალშობილზე);

დ) მშობლის საბანკო ანგარიში;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ვ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

3. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარება 100 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება (განმცხადებელი მშობელი);

ბ) ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;

გ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) მშობლის საბანკო ანგარიში;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

4. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მრავალშვილინი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 18 წლის ასაკამდე. რომელთა სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120 000-მდე. დახმარება 200 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე(განმცხადებელი მშობელი);

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები (ყველა ახალშობილზე);

დ) მშობლის საბანკო ანგარიში;

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

ვ) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

5. ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული, ამბულატორიული მკურნალობის და ოპერაციების დაფინანსება, რომელთა სარეიტინგო ქულა არის  0-დან 120000-მდე, ასევე  ომის მონაწილე და შშ სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის) პირების (სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მათი თანადაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი თანხის არაუმეტეს 70%-ისა, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა). 500 ლარზე ზევით თანხის შემთხვევაში ასევე თანხის 70% არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომელთაც ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და არ სარგებლობენ არცერთი დაზღვევის პროგრამით ან/და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს, მასი დაფინანსება მოხდება 1500 ლარით. ასევე, პირები რომელთა სოციალური  და ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ან ესაჭიროებათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ან/და მკურნალობა რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით, თანადაფინანსება მოხდება  არაუმეტეს 1500 ლარისა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა - N100);

გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას;

ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში) ან ომის მონაწილის მოწმობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა. გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა  შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან;

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდები) პირთა რეაბილიტაცია 500 ლარამდე თანხით, ერთჯერადად. 

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედმამიშვილი, მეუღლე);

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა.

7. ონკოლოგიური ავადმყოფების  სამედიცინო დახმარება. ონკოლოგიურ ავადმყოფს დახმარება გაეწევა სტაციონარული, ამბულატორიული და ოპერაციული მკურნალობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ონკოლოგიური პაციენტი ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით, დაფინანსება მოხდება დაუფინანსებელი  თანხის 70%-ით, არაუმეტეს 1000 ლარისა. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება იმ პირებისთვის,  რომლებიც არ სარგებლობენ ჯანდაცვის პროგრამით ან/და ამოწურული აქვთ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის ლიმიტი ან/და ესაჭიროებათ ოპერაცია, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ოიდოდოთერაპია და სხივური თერაპია და სახელწიფო პროგრამის ფარგლებში მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხა აღემატება 3000 ლარს, დაფინანსება მოხდება არუმეტეს 1500 ლარისა. ონკოლოგიურ ავადმყოფებს, რომელთაც ესაჭიროება ოპერაცია, ქიმიო ან ჰორმონოთერაპია, დაფინანსება მოხდება  მრავალჯერადად ლიმიტის ამოწურვამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი მოსარგებლე, შვილი, მშობელი, დედამამიშვილი, მეუღლე);

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N 100);

გ) წინასწარი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (კალკულაცია) და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან /და ლიმიტის ამოწურვას;

ე) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან (მისი არსებობის შემთხვევაში);

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

8. ეკონომიურად და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ ქრონიკულად მიმდინარე, ნაკლებად მძიმე დაავადებები და მათი სარეიტინგო ქულა არის 0-დან 120000-მდე მოსარგებლის სტატუსის გათვალისწინებით მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50%- ით, არაუმეტეს 100 ლარისა. შშმ პირების და ომის მონაწილის მედიკამენტების დაფინანსება თანხის 50% არაუმეტეს 100 ლარისა. მძიმე სიცოცხლისათვის საშიში და ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში თანხის მომატება დიაგნოზისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით. ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტების დაფინანსება 500 ლარამდე თანხით, გარდა სახელმწიფო პროგრამით ასანაზღაურებელი ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფისა.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა;

ვ) ომის მონაწილის მოწმობა;

ზ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

9. ეკონომიკურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახების, რომელთა  სარეიტინგო ქულა არის  0-დან 120000-მდე,  ასევე, ომის მონაწილეები და ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული, კომპიუტერული ტომოგრაფიის, კორონოროგრაფიის და ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევების დაფინანსება (რომელიც არ არის გათვალიწინებული სხვა პროგრამით)  50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. გამონაკლის შემთხვევაში 200 ლარამდე თანხის სრულად დაფინანსება დიაგნოზისა და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

გ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამადასტურებელი ცნობა;

ე) ომის მონაწილის მოწმობა;

ვ) ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, შესაბამისი ანგარიშსწორების ანგარიშზე.

10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (18 წლამდე ) – 200 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის  დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში;

ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

ვ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადობის მოწმობის (დაბადების მოწმობის) ასლი.

11. უდედმამო ბავშვები (18 წლამდე ) – 50 ლარი ყოველთვიურად.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლები;

დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები, არასრულწლოვნის შემთხვევაში კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში;

12. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში მონაწილე  ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები 250 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა)განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)გარდაცვალების მოწმობა;

გ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

დ) ვეტერანის მოწმობის ასლი.

13. უპატრონო და სოციალურად დაუცველ მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები 300 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა;

გ) ინფორმაცია გამგებლის წარმომადგენლისგან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;

ე) ქულების ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ვ) გარდაცვლილის და განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლები.

14. იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯები 300 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) გარდაცვალების  მოწმობა;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

15. დიდი სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და სარიტუალო ხარჯები: 9 მაისის დღესასწაულისთვის 100 ლარი, სარიტუალო ხარჯისთვის 250 ლარი.

16. ა(ა)იპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის „სათნოების სახლის“  უფასო სასადილოების დაფინანსება ლარი (დაფინანსება მოხდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად).

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) ამონაწერი სოციალური სააგენტოდან რეგისტრაციის შესახებ. ამონაწერის არარსებობის შემთხვევაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  დასკნის საფუძველზე.

17. 95 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის 100 ლარი წელიწადში.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები;

გ) ხანდაზმულის ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18. ჰემოდიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის 100 ლარი თვეში ერთხელ (მგზავრობის ხარჯი).

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

დ) ბანკში გახსნილი  პირადი ანგარიშის მონაცემები.

19. სტიქიური უბედურების და ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლების მაცხოვრებელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (ბინის ქირის კომპენსაცია) თვეში 125 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი (სტიქიით დაზარალებულის და გამქირავებლის);

გ) ცნობა სტიქიური უბედურების შედეგად საცხოვრებლის დაზიანების შესახებ;

დ) ბანკში გახსნილი ანგარიში (გამქირავებლის).

20. სოფ. უდაბნოდან ქ. საგარეჯოში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ტრანსპორტირება კვირაში ორჯერ მთელი წლის განმავლობაში, მომსახურების  სავარაუდო ღირებულება  ლარი.

21. ეკონომიკურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის საახალწლო-სააღდგომო  სასურსათო ამანათების გადაცემა.“ .

3. დადგენილების დანართი №1-ის  მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანოა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფი, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე დახმარება გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.“ю

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეფრიდონ ბურდული