დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 20 |
დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 06/12/2017 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.165.016278 |
|
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ “ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 30 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/01/2017 წ ., 010250050.35.165.016257) შევიდეს ცვლილება : 1. დადგენილების დანართი №1-ის მე -3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 836 859 ლარს .“ 2. დადგენილების დანართი №1-ის მე -5 მუხლს დაემატოს 22-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით : „22. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის პროგრამით დაფინანსდება ქვემოთ ჩამოთვლი ბენეფიციართა ოჯახები : ა ) სოციალურად დაუცველი ოჯახები 0-დან 100 000-მდე ქულით ; ბ ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ვეტერანები , მრავალშვილაინი ოჯახები , რომელსაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი; გ ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახები , ობოლ და მარჩენალ დაკარგულ ბავშვთა ოჯახები , რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ბავშვები; დ ) მარტოხელა სტატუსის მქონე დედები , რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები ; ე ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ) ოჯახები , ზემოთჩამოთვლილი კატეგორიათა სარეიტინგო ქულა უნდა განისაზღვრებოდეს 0-დან 120 000-მდე ; ვ ) დევნილთა ოჯახები; ზ ) საგარეჯოს მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ოჯახი , რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან სხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხდვით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიას , მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლი . შესაძლებელია გამონაკლისის წესით დახმარების გაცემა ან სულადობის გათვალიწინების მიხედვით გასაცემი ოდენობის მომატება .“. 3. დადგენილების დანართი №1-ის მე -6 მუხლი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით : „მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია 1. გათბობის ხარჯის მისაღებად ბენეფიციარის მიერ მერიაში წარსადგენი დოკუმენტაცია : ა ) განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი ოჯახის წევრი , ნათესავი ან სხვა კანონით გათვალისწინებული წარმომდგენელი ); ბ ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; გ ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს საგარეჯოს რაიონული განყოფილებიდან ; დ ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ე ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის , მარტოხელა დედის სტატუსის , ვეტერანის მოწმობის , დევნილი პირის მოწმობის ); 2. მოქალაქეთა მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო -საბიუჯეტო , სოციალურ საკითხთა სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფისთვის ფინანსური დახმარების გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ დასკვნის საფუძველზე , მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით თითოეულ კატეგორიაზე გაიცემა 50 ლარი .“ 4. დადგენილების დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2017 წლის პროგრამის ბიუჯეტი
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები