დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ`` | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 140 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 22/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 44, 26/04/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/04/2004 - 24/08/2005)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №140
2004 წლის 22 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების შემდეგი საბრძოლო დროშები და ემბლემები:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი;
ბ) საქართველოს სამხედრო სეფე დროშა;
გ) საქართველოს სახმელეთო ძალების დროშა;
დ) საქართველოს საზღვაო თავდაცვის ძალების დროშა;
ე) საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალების დროშა;
ვ) საქართველოს ეროვნული გვარდიის დროშა;
ზ) თავდაცვის მინისტრის შტანდარტი;
თ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის შტანდარტი.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები