დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 715 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/08/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 25/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.08.002.003 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №715
2005 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004წ., №44, მუხ.377) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი დამტკიცდეს თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით.
მ. სააკაშვილი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გერბი
თავდაცვის სამინისტროს გერბი წარმოადგენს ხუთჯვრიანი დროშის სიმბოლოს, რომელიც გამოსახულია გერბის ცენტრში. გარშემო გამოსახულია დაფნის გვირგვინი, ზენიტში რვაქიმიანი ვარსკვლავი. გერბის ზედა ველზე გამოსახულია წარწერა: „თავდაცვის სამინისტრო“, ხოლო ქვედა ველზე – „საქართველო“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები