დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 336 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 130070000.08.002.016797 |
|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებას (სსმ III, 2004 წ., №44, მუხ. 377) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი:
„კ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა.“. |
2.
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა თანდართული ესკიზისა და აღწერილობის მიხედვით. |
3.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დამტკიცებულია
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 23 მაისის N 336 ბრძანებულებით პლანშეტი კ |
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემა
|
![]()
ემბლემა არის მრგვალი ჰერალდიკური ფარი შავი არშიით. ფარის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ბუ - სიბრძნის, შორსმჭვრეტელობის, ინტუიციისა და ინტელექტის სიმბოლო. ფარის ზედა ნაწილზე გამოსახულია ჰერალდიკური ჯვარი (ოქროსფერი), ფარის ქვედა ნაწილზე კი - ოქროსფერი ისარი - საბრძოლო მხარდაჭერის სიმბოლო და ოქროსფერი გასაღები - დახურულის გახსნისა და საიდუმლოს ამოხსნის სიმბოლო. ფარს ორი ოქროსფერი ქობა შემოუყვება, რომლის შავ ველზე გამოსახულია ოქროსფერი წარწერები: `საქართველო“ და „სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი.~ წარწერები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ორი ოქროსფერი ოთხქიმიანი ვარსკვლავით. შენიშვნა: საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ემბლემის გამოყენების წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები