„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 332
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 24/05/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 24/05/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
332
24/05/2010
სსმ, 58, 24/05/2010
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პრეზიდენტი.
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №332

2010 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საბრძოლო დროშებისა და ემბლემების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 აპრილის №140 ბრძანებულებას (სსმ III, 2004 წ., №44, მუხ. 377) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:

„ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების:

ი.ა) დროშა;

ი.ბ) სპეციალური დანიშნულების ბატალიონის დროშა;

ი.გ) საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის დროშა;

ი.დ) მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ დროშა;

ი.ე) სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის დროშა;

ი.ვ) უზრუნველყოფის ბატალიონის დროშა.“.

2. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების დროშები თანდართული ესკიზებისა და აღწერილობის მიხედვით.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

   მ. სააკაშვილი

დროშის ზომა – 165 სმ X 120 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური ოპერაციების ძალები, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – საქართველო. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – საზღვაო სპეციალური დანიშნულების რაზმი, ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების მოიერიშე ბატალიონის ,,ივერიონის“ გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – მოიერიშე ბატალიონი ,,ივერიონი“, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა ორ ხაზად – სპეციალური დანიშნულების მოსამზადებელი ცენტრი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.

 

 

 

დროშის ზომა – 140 სმ X 100 სმ. ქსოვილის ფერი – ღია მწვანე-ხაკისფერი.

დროშის ცენტრში გამოსახულია სპეციალური ოპერაციების ძალების უზრუნველყოფის ბატალიონის გერბი ოქროსფერი დაფნის გვირგვინით. გერბის თავზე მოთავსებულია ოქროსფერი წარწერა – უზრუნველყოფის ბატალიონი, გერბის ქვემოთ ოქროსფერი წარწერა – სპეციალური ოპერაციების ძალები. საზეიმო დროშას სამი მხრიდან შეიძლება შემოეკეროს ოქროსფერი ფოჩები.