დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 21 |
დოკუმენტის მიმღები | ქედის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.134.016208 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 27/01/2017)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 89-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №23 დადგენილება (გამოქვეყნების წყარო: სსმ, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.134.016187, 05/01/2016). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 01 იანვრიდან. |
|
თავი I
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 8 142 700 ლარის ოდენობით
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 720 000 ლარის ოდენობით
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7 142 600 ლარის ოდენობით
გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 280 100 ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4 367 300 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3 775 400 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3 790 400 ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროსქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 15 000 ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა 7 957 700 ლარის ოდენობით ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 40 000 ლარის ოდენობით.სარეზერვო ფონდიდან თანხებს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო სამსახური. |
მუხლი 11.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 12.
სპორტული და კულტურული პროგრამები |
სპორტულ და კულტურულ პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 13.
პრემიები |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციის მუშაკებზე პრემიების გაცემა განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 14.
პასუხისმგებლობა |
2017 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლის მიხედვით დამტკიცებული სახსრების განკარგვა განხორციელდეს დამტკიცებული შესყიდვების გეგმისა და მიზნობრივი პროგრამების საფუძველზე რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საბიუჯეტო ორგანიზაციასა და დაწესებულებას. |
თავი II
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება(პროგრამული კოდი 02 00)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტი ახორციელებს წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევას და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფას. 1.1 სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქედის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00)
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების აუცილებელი პირობაა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება, რაც ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება დაბისა და სოფლების, საცხოვრებელი უბნების, დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა და რეაბილიტაცია. გარდა ამისა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მისი ექსპლუატაციის ეფექტურობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა(პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტის სოფლებში 600კმ-ზე მეტი საუბნო საავტომობილო გზაა, რომელთაც მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა 30% ანუ 7000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს, ხშირ შემთხვევებში აღნიშნული გზები არ არის აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში, ამიტომ რჩება მოუვლელი და ხშირად გაუვალი ხდება, საჭიროა აღნიშნული გზების საფარის აღდგენა და სხვა საგზაო სამუშაოების ჩატარება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების გაწმენდითი სამუშაოები და დამატებით ახალი გზების შეყვანა. გაგრძელდება ასევე შიდა სასოფლო საუბნო გზების რეაბილიტაცია, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები და მგზავრთა მოსაცდელების რემონტი. 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვის დაფინანსება და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, გაგრძელდება დაბისა და თემების ცენტრების დაგვა-დასუფთავების ღონისძიებების დაფინანსება და უზრუნველყოფილი იქნება მაწანწალა ცხოველებისაგან დაცვის ღონისძიებები. რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემას. 2.2.1 შპს ქედის კომუნალურსერვისი (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის- 1300 წერტილის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ ქუჩებსა და გზებზე, სადღესასწაულო დღეებში დაბაში და თემების ცენტრებში დეკორატიული განათებების მოწყობა. მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ძირითად საზრუნავს წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბისა და თემების ცენტრების ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. განხორციელდება დაბასა და თემებში საზოგადოებრივი სარგებლობის 16 საპირფარეშოს პერიოდული დასუფთავებისა და მოვლა-პატრონობის ღონისძიებები, მაწანწალა ცხოველების თავმოყრა დაბასა და თემების ცენტრებში სხვადასახვა ვირუსული დაავადებების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს. რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაუვნებელყოფითი ღონისძიებები, რითაც უზრუნველყოფლი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება და შესაბამისი საფრთხის თავიდან აცილება. 2.2.2 წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებები (პირობითი კოდი 03 02 04) მუნიციპალური მომსახურეობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს ქედის წყალკანალი, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. სულ მუნიციპალიტეტში 12 მაგისტრალია და საჭიროების შემთხვევაში უტარდება მიმდინარე რემონტი. ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დასრულდება ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა. 2.2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობითი სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 05 ) პროგრამის ფარგლებში 2017 წელს განხორციელდება ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის ადმინისტრაციული შენობის რემონტი, ისტორიული მუზეუმის შენობის გადახურვა და რემონტი, დაბა ქედაში რუსთაველის ქუჩის დასასვენებელი პარკის რეაბილიტაცია, დაბის ტერიტორიის კეთილმოწყობა,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრების კეთილმოწყობა (დანდალო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე, ოქტომბერი, მერისი, პირველიმაისი, მახუნცეთი), ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა (ზენდიდისა და კავიანის ციხეებზე ტურისტული მარშუტების მოწყობისათვის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა). 2.2.4 მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო, სარეგისტრაციო, ზედამხედველობის და ექსპერტიზა (პროგრამული კოდი 03 02 06) მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ნორმებითა და წესების გათვალისწინებით განხორციელების პირობას შესაბამისი საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წარმოადგენს. ხოლო საჭიროების შემთხვევებში აუცილებელია შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოებაც. ასევე აუცილებელია სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. |
3.
განათლების დაწესებულებები და ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით პრიორიტეტულია, როგორც დაწყებითი და ზოგადი განათლება ასევე სკოლამდელ განათლება, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, დაწყებითი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია. და სასწავლო პროცესის ხელშეწყობა 3. 1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) სკოლამდელი განათლება თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1.1 ა.ა.ი.პ ქედის ბაგა ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 15 საბავშვო ბაღი, რომელიც მოიცავს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კვება, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 3.1.2 ბაგა ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია და ინვენტარის შეძენა (პროგრამული კოდი 04 01 02) ბაგა-ბაღებში აღსაზდელთა მაქიმალურად ჩართვის და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის მიზნით ქვეპროგრამის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილია ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა, დოლოგნის ბაგა-ბაღის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა, აწჰესის ბაგა-ბაღის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა, წონიარისის ბაგა-ბაღის რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა. |
4.
4. კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული და სპორტული დაწესებულებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) სპორტის განვითარება და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა და არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 4.1.1 ა.ა.ი.პ ქედის სასპორტო სკოლა(პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის დაფინანსება რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 8 სექცია (ფეხბურთი, ჭიდაობა, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, მშვილდოსნობა, კინგბოქსი და ფრენბურთი), სადაც სწავლება უფასოა და 270 ბავშვია სხვა სპორტულ სახეობებში ჩაბმული. 4.1.2 სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 02) 2017 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში 950-მდე მონაწილე 50 ადგილობრივ და რესპუბლიკური მნიშვნელობის ღონისძიებეში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებების ჩატარების პერიოდში აუცილებელია გამარჯვებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაბამისი სახეობების მიხედვით თასებით, მედლებით, დიპლომებით, და სხვა ფასიანი საჩუქრებით, აგრეთვე ფულადი საჩუქრებით. დასაჩუქრდებიან წლის წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები, რაც ხელს შეუწყობს სპორტული შეჯიბრებების, თამაშების კულტურის ამაღლებას და საერთო ჯამში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. 4.1.3 სარაგბო კლუბის მხარდაჭერის ღონისძიებები (პროგრამულიკოდი05 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება შპს სარაგბო კულბ ,,ფირალების“ მხარდაჭერა. კერძოდ მორაგბეთა ხელფასები, ტრანსპორტირების დაფინანსება, სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შეძენა, შეკრებების ორგანიზება. 4.1.4 მინი სპორტული მოედნების მშენებლობა და რეაბილიტაცია(პროგრამული კოდი 05 01 06 01) ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მშენებლობა, ასევე არჩილ ფარტენაძის სახელობის ქედის ცენტრალური სტადიონის რემონტი. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია კულტურის სფეროს ქსელის გაფართოება, არსებულის რეაბილიტაცია და თანამედროვე დონის მატერიალური ბაზით უზრუნველყოფა. ცალკეულ თემებში და დაბაში კულტურის ახალი კერების შექმნა. არსებული საშუალებების მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენებისათვის სათანადო პირობების შექმნა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. 4.2.1 ა.ა.ი.პ ქედის კულტურის ცენტრი(პროგრამული კოდი 05 02 01) ქედის კულტურის ცენტრი აერთიანებს მუნიციპალიტეტში მოქმედი სხვადასხვა ფოლკლორულ და ვოკალურ ანსამბლებს რომლებმაც წარმატებიტ გაიარეს სახელმწიფო აკრედიტაცია და აქვთ საკმაოდ დიდი მიღწევები, კულტურის ცენტრში აგრეთვე მოქმედებს რეწვის და თექის წრეები, რომელებშიც 58 მოსწავლეა ჩართული. ყოველივე აქედან გამომდინარე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრის მიმდინარე ხარჯები ანსამბლების ფორმებითა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფა, სხვადასხვა ფოლკლორულ ღონისძიებებში და გამოფენებში მონაწილეობა. თექისა და რეწვის წრეებისათვის შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფა. 4.2.2ა.ა.ი.პ ქედის ხელოვნების სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 02) ა.ა.ი.პ ქედის სახელოვნებო სკოლა სამი სექციით შემოიფარგლება კერძოდ: 1) საფორტეპიანო. 2) საორკესტრო და 3) ქორეოგრაფიული რომლებშიც სწავლა განათლებას 187 მოსწავლე ღებულობს. ყოველივე აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი ახორციელებს სახელოვნებო სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსებასა და მუსიკალური ინსტრუმენტებით უზრუნველყოფას. 4.2.3 ა.ა.ი.პ ქედის მუზეუმი (პროგრამული კოდი 05 02 03) ა.ა.ი.პ ქედის მუზეუმი დაარსდა 1999 წელს სადაც თავმოყრილია და გამოფენილია ათასამდე ქედის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ექსპონატი.საგამოფენო დარბაზში გამოფენილია არქეოლოგიური ეთნოგრაფიული, ისტორიული, ხეზეკვეთილობის ნიმუშები და ფერწერული ტილოები. მუზეუმის არქეოლოგიურ მასალებში ინახება ათი ათასი წლის წინანდელი ქვის თოხი ქვის ჩაქუჩები და შურდულის ქვები , ასევე მუზეუმსი დაცულია იშვიათი ექსპონატები, რომლებიც ადგილობრივი რეწვის ოსტატობის ნიმუშებს წარმოადგენს. საგამოფენო დარბაზი სრული დატვირთვით 2004 წლიდან მოქმედებს და წელიწადში 1000 დან 1200 მნახველს მასპინძლობს. მნახველებს შორის მრავლადაა უცხოელი დამთვალიერებელი ყოველივე, აქედან გამომდინარე მუნიციპალიტეტი აფინანსებს მუზეუმის მიმდინარე ხარჯებს, ექსპონატების შესყიდვისა და ექსპედიციის ხარჯებს. 4.2.4 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შობა-ახალი წლის დღესასწაულის, სხვა ღირსშესანიშნავი დღეების აღნიშვნა, რაიონის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნის ენერგიული, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენა; ქედელობისა და მერისლობის დღესასწაულების ღირსეულად აღნიშვნა; რაიონის წარმატებული ახალგაზრდების წახალისება და სტიმულირება შემდგომი მუშაობისათვის, საინტერესო პროექტების ხელშეწყობა; იმ ადამიანების წარმოჩენა, რომელთაც თავისი მოღვაწეობით ნათელი კვალი დააჩინა ქედის ისტორიას; სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების პოპულარიზაცია; კონცერტების ორგანიზება ქართული ანსამბლების და ინდივიდუალური მომღერლების მონაწილეობით და სხვა კულტურული ღონისძიებები; |
5.
მოსახლეობის ჯამრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა(პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 01) მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება 5.1.1. ეპილეფსიით დაავადებულთა სფეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 01) ეპილეფსია ქრონიკული ნერვულ-ფსიქიკური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება განმეორებითი გულყრებით. ეპილეფსიის სიხშირე მაღალია როგორც ბავშვებში, ისე მოზარდებში რაც გამოწვეულია თავის ტვინის მთელი რიგი ასაკობრივი თავისებურებებით. დაავადების მიმდინარეობის მთავარი პრინციპი ანტი ეპილეფსიური მედიკამენტების სისტემატიური მიღებაა, დროული მედიკამენტოზური ჩარევის გარეშე დაავადება იწვევს ინვალიდობას ან შეიძლება დამთავრდეს ფატალური შედეგით. ამ ასპექტის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტი მე-4 წელია ახორციელებს ეპილეფსიით დაავადებულთა ყოველდღიურად მისაღები მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამას, რომლითაც 79 ბენეფიციარი სარგებლობს. 5.1.2. ამბულატორიული მომსახურეობის უზრუნველყოფის პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 02) მუნიციპალიტეტის თემის სოფლები დიდი მანძილითაა დაშორებული საექიმო ამბულატორიასთან და ჭირს მოსახლოებისათვის სამედიცინო დახმარების დროული აღმოჩენა, რისთვისაც აუცილებელი გახდა საექიმო ამბულატორიის ტრანსპორტით უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება 8 ამბულატორიის ტრანსპორტითა და ამბულატორიების ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯებით უზრუნველყოფა. 5.1.3 სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურეობის პროგრამა (პირობითი კოდი 06 01 03) სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ამოქმედებით სოფლის მოსახლეობა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება ექიმამდელი სამედიცინო დახმარებით, თემის სამედიცინო პუნქტებს მიეწოდება პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების ყოველთვიური მარაგი. 5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. ვეტერანთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით უზრუნველყოფას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა (პირობითი კოდი 06 02 01) მოსახლეობის სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება ქვეყნის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მთავარი და ძირითადი პრიორიტეტია. ქედის მუნიციპალიტეტში უმწეოთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ქედაში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 26 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი ცხელი საკვებით. პროგრამა მოქმედებს 2005 წლიდან. ამ კატეგორიის მოქალაქეებს მონაწილეობა აქვთ მიღებული “სოციალურად დაუცველი ოჯახების იდენტიფიკაციის, სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მონაცემთა ბაზის ფორმირების სახელმწიფო პროგრამაში“ და მიენიჭათ 70 000-მდე სარეიტინგო ქულა. მიმდინარე პროგრამაში კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად (წელიდადში 364 დღის) განმავლობაში. 5.2.2 ვეტერანთა უკვდავყოფის, სარიტუალო მომსახურების, სადღესასწაულო დღეების ორგანიზება და დახმარება. (პირობითი კოდი 06 02 02) ქვეყანაში დიდი ყურადრება ექცევა სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილ ადამიანებს, კერძოდ ომში დაღუპულებსა და ვეტერანებს, ბევრი რამ კეთდება მათი საყოფაცხოვრებო პირობებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. ადგილობრივმა თვითმართველობამ ომის ვეტერანების, მათთან გათანაბრებულების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უკვდავყოფის, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას და გარკვეული ოჯახებზე მატერიალური დახმარების გაწევას.პროგრამას არეგულირებს 1995 წლის ,,ომისა და შეარაღებლი ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა ბ” პუნქტები, მე-21 მუხლის ,,1,2,3” პუნქტები და 2000 წლის საქართველოს კანონი ,,სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ”. 5.2.4 ხუთ და მეტ მცირეწლოვან ბავშვთა ოჯახებზე (18 წლამდე ბავშვები) ერთჯერადი მატერიალური დახმარება (პირობითი კოდი 06 02 04) მრავალშვილიანი ოჯახებისათვის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს არსებული დემოგრაფიული პრობლემების პირობებში აღნიშნული კატეგორიის დიდი ნაწილი სოციალურად დაუცველი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებია, აღნიშნულის გამო დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება რომელიც ერთ ბენეფიციარზე ერთჯერადად 1000 ლარით დახმარებას გულისხმობს; 5.2.5.უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა(პირობითი კოდი 06 02 05) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ მიზნით ქვეყანაში შემუშავდა და ხორციელდება სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს პროგრამაში მონაწილე თითეული პირისათვის ყოველთვიურ ფულად დახმარებას და უფასო სამედიცინო მომსახურეობის დახმარების პაკეტს. 0-დან 70 000 ქულის მქონე ოჯახებისათვის მუნიციპალიტეტში დამატებით შემუშავებულია ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში 250 ლარით ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა. 5.2.7 ჰემოდიალეზის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციალთა მგზავრობის უზრუნველყოფის პროგრამა(პირობითი კოდი 06 02 06) ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა ქ. ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირებისათვის ფინანსურ დახმარებას. ტრანსპორტირების ხარჯი ერთ ბენეფიციარზე გათვლილია ქედის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მიერ მოწოდებული მგზავრობის ღირებულების მიხედვით, (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 13-მდე დიალეზის სეანს), ვინაიდან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარებს არ აქვს ტრანსპორტირების ხარჯები, ძირითადად ცხოვრობენ სოფლად და უწევთ ორი სახის ტრანსპორტის შეცვლა. პროგრამით გათვალისწინებული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. ქედის მუნიციპალიტიდან 9 ბენეფიციარი მკურნალობს, პროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. 5.2.8 ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა აბილიტაცია-რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობის" მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 07) პროგრამა ითვალისწინებს 18 წლამდე ასაკის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობას. აჭარის ა. რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამა ითვალისწინებს კურსების დაფინანსებას, ხოლო მუნიციპალიტეტი მათი მგზავრობის ღირებულების ანაზღაურებას თანმხლები პირის ერთად. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ კურსებზე მიმოსვლა, ამიტომ გამგეობამ გამოიჩინა კეთილი ნება და გადაწყვიტა მათი მგზავრობის ღირებულების ანაზრაურება. 5.2.9 სოციალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიზნობრივი პროგრამა (პირობითი კოდი 06 02 10) აღნიშნული პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება 10 ოჯახი სოციალური სახლით. საცხოვრებელი სახლები დაიდგმება მათი თემის სიახლოვეს. |
თავი III
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით
ლარებში
|
დოკუმენტის კომენტარები