მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016205
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
23
23/12/2016
ვებგვერდი, 03/01/2017
010250020.35.109.016205
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2017 - 09/01/2017)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3  და მე-4 პუნქტების, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარათველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის  2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 8 დეკემბრის №38 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  2017 წლის 1 იანვრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


  აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის დახმარებისა და შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს და დახმარების მისაღებად წარმოსადგენ აუცილებელ დოკუმენტთა ნუსხას.

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარებები:

ა) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

ბ) ახალშობილთა დახმარება;

გ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

დ) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება;

ე) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება;

ვ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება;

ზ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება;

თ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება;

კ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება;

ლ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;

მ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;

ნ) სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება;

ო) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა;

პ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების,  დიდი სამამულო ომის მონაწილეების,  9 აპრილის,  9 მაისის  და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).


მუხლი 2. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე. დახმარებაში იგულისხმება ნებისმიერი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის)  თანადაფინანსება:

ა) 300-დან   3000 ლარის ჩათვლით – 50% – ით,

ბ) 3000 ლარიდან ზემოთ – 1500 ლარით.

გ) განსაკუთრებული შემთხვევის დროს, როდესაც დასაფინანსებელი (პაციენტის მიერ გადასახდელი) თანხის ოდენობა აღემატება 5000 (ხუთი ათასს) ლარს და დაუფინანსებლობა საფრთხეს უქმნის მოქალაქის სიცოცხლეს, დაფინანსების საკითხს და ოდენობას წყვეტს მუნიციპალიტეტის საკრებულო გამგებლის წერილის საფუძველზე.

  1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)    განცხადება;

ბ)   ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100);

გ)   ანგარიშ-ფაქტურა;

დ)  ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ;

 ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა ოჯახის 

      სოციალური მდგომარეობის შესახებ;

ვ)   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ზ)  ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ.

  1. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
  2. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა.    
  3. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც  ბენეფიციარისათვის  სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსება სასწრაფოდ აუცილებელია და დაუფინანსებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები გამოიწვიოს, დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის  გამგებლის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო  დაწესებულებაში  წარდგენის საფუძველზე.
  4. გადაუდებელ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევების თანადაფინანსებისთვის სასწრაფოდ აუცილებელი დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის  გამგებლის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო  დაწესებულებაში  წარდგენის საფუძველზე.

მუხლი 3. ახალშობილთა დახმარება 
1. ახალშობილთა (0-დან 1-წლამდე) დახმარება  შეადგენს  200 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება;

ბ)   ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

გ)   მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 4. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება  შეადგენს  100  ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება;

ბ)   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)   ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა ოჯახის

სოციალური მდგომარეობის შესახებ.

  1. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 5. პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება
1. პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარება შეადგენს 150 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)    განცხადება;

ბ)    პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ)    შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ.

  1. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.

მუხლი 6. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება
1. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონერების ერთჯერადი დახმარება  შეადგენს  150 ლარს.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის  შესახებ;

დ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
 


მუხლი 7. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალეზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება.
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირები დაფინანსება განისაზღვროს წელიწადში ერთხელ 1200 ლარის ოდენობით.

2.  დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)  განცხადება;

ბ)  ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა №100);

გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

დ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 8. 100 და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. 100 და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვრება 500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 9. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
 1. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მიყენებული ზარალის მიხედვით განისაზღვრება 300-დან 4000 ლარამდე.

ა) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დახმარების შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა)   განცხადება;

ა.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ა.გ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე ;

ა.დ) ცნობა სახანძრო-სამაშველო სამსახურიდან;

ა.ე)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ვ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი;

ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი მეწყერის შედეგად  დაზიანებულია და დროებით საშიშია საცხოვრებლად, დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა)  განცხადება;

ბ.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ბ.გ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

ბ.დ) გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა ;

ბ.ე) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

ბ.ვ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

 

გ) პიროვნებას რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია ქარისა და  ნალექების შედეგად და დროებით საშიშია საცხოვრებლად, დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

გ.ა)  განცხადება;

გ.ბ)ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

გ.გ) საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

გ.დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ.ე) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა  დახმარება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა დახმარება განისაზღვრება  200 ლარით.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ;

გ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

დ)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 11. ომის მონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება
1. ომის მონაწილეთა, დევნილთა და უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების სარიტუალო დახმარება:
 ა) გარდაცვლილ ომის მონაწილეთა დახმარება  განისაზღვრება 250 ლარით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ვეტერანის  მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) უკიდურესად შეჭირვებული მარტოხელების დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა  გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

ბ.დ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება.

გ) დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის თანხა განისაზღვრება 150 ლარით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

გ.დ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი ვისაც ჩაერიცხება აღნიშნული სარიტუალო დახმარება.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 12. ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1. 18  წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს :

ა) ობლების შემთხვევაში – 200 ლარით;

ბ) დედ-მამით ობლების შემთხვევაში – 500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

 ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტვილის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ;

ბ) მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

გ)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

3.ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება განისაზღვროს 200 ლარით ;

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთ-ერთი 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ქორწინების მოწმობის ასლი;

დ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა მოქალაქის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 14. სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:

 ა) დედ-მამით ობოლი;

 ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;

 გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65000- ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

 2.  სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის,  თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის  

დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ   ადგილად  მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე.

 4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების  მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 65000- ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.

 5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

 ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

 ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

 გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი,  რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

6. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 15. უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა.
1. უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, თითოეულს ყოველთვიურად 50-დან 100 ლარის ოდენობით.

ეს დახმარება ერთჯერადად გაეწევათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩნენ უსახლკაროდ (გარდა დევნილებისა).

2. მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება;

ბ)  ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მათ და მათი ოჯახის წევრების სახელზე არ რეგისტრირდება ქონება);

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან გამქირავებლის სახელზე ბინის საკუთრების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.  (ხელშეკრულება მუნიციპალიტეტსა და ბინის გამქირავებელს შორის);


მუხლი 16. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).
1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:

ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება თითოეულ ოჯახზე თვეში 500 ლარის ოდენობით;

ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილეთა ერთჯერადი ფულადი საჩუქარი, თითოეულზე 300 ლარის ოდენობით;

გ) შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ომისა და  და სამხედრო ძალების ვეტერანების ერთჯერადი ფულადი საჩუქარი, თითოეულზე 300 ლარის ოდენობით.

2. ანაზღაურება მოხდება მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის პირად საბანკო ანგარიშზე.
 


მუხლი 17. ფულადი დახმარების გაცემის უზრუნველყოფა
ფულადი დახმარებების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა  და გამგებლის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.