მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 58
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/01/2018
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2019
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016263
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
58
22/12/2017
ვებგვერდი, 03/01/2018
010250020.35.109.016263
მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მარტვილის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/01/2018 - 05/03/2018)

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2017 წლის 22 დეკემბერი

ქ. მარტვილი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის  2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  2018 წლის 1 იანვრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია



დანართი

მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან

სოციალური დახმარების გაცემის წესი


აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისათვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან (შემდეგში – ბიუჯეტი)  სოციალური დახმარების სახეებს, დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, დახმარების გაცემის კრიტერიუმებს, პირობებსა და პროცედურებს, დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების მისაღებად ბენეფიციართა მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხას.

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები:
1. ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის სოციალური დახმარებები:

ა) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

ბ) ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება;

გ) სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება;

დ) პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება;

ე) ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება;

ვ) დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება;

ზ) 100 წლისა და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება;

თ) ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება;

კ) ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება;

ლ) ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება;

მ) მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

ნ) სტუდენტების ერთჯერადი დახმარება;

ო) უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა;

პ) ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების,  დიდი სამამულო ომის მონაწილეების,  9 აპრილის,  9 მაისის  და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება).


მუხლი 2. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მოქალაქეებზე. დახმარებაში იგულისხმება ნებისმიერი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამით დაუფინანსებელი ნაწილის (პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის)  თანადაფინანსება:

ა) 250 ლარიდან 3 000 ლარის ჩათვლით - 50%-ით;

ბ) 3 000 ლარიდან 5 000 ლარის ჩათვლით - 2000 ლარით;

გ) 5 000 ლარიდან 10000 ლარის ჩათვლით - 3 000 ლარით;

დ) 10000 ლარზე მეტი - 4000 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია რეგისტრაციის ადგილის შესახებ;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ე) ანგარიშ-ფაქტურა;

ვ) ინფორმაცია პაციენტის მიერ ასანაზღაურებელი თანხის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

4. იმ შემთხვევაში, თუ გაწეული სამედიცინო დახმარების საფასური ბენეფიციარის მხრიდან სრულადაა დაფარული (ბენეფიციარზე გაწეული სამედიცინო მომსახურების თანხა არ ირიცხება კლინიკაში დავალიანებად) მასზე დახმარება არ გაიცემა.    

5. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც  ბენეფიციარისათვის  სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსება სასწრაფოდ აუცილებელია და დაუფინანსებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის  მერის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო  დაწესებულებაში  წარდგენის საფუძველზე.

6. გადაუდებელ შემთხვევებში, დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული და მაღალი ტექნოლოგიური გამოკვლევების თანადაფინანსებისთვის დახმარების გაწევა მოხდება მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაცემული საგარანტიო წერილის შესაბამის სამკურნალო  დაწესებულებაში  წარდგენის საფუძველზე.


მუხლი 3. ახალშობილთა ერთჯერადი დახმარება
1. ახალშობილთა (1 წლამდე) ერთჯერადი დახმარება  განისაზღვრა  250 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება;

ბ)   ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი;

გ)   მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 4. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება
1. სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება  განისაზღვრა  100  ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)   განცხადება;

ბ)   პირადობის მოწმობის ასლი;

გ)   ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 5. პირველი ჯგუფის უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება
1. პირველი ჯგუფის უსინათლოს ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 150 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა)    განცხადება;

ბ)    პირადობის მოწმობის ასლი;

გ)    შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)  ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 6. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი  დახმარება
1. ჩერნობილის ავარიის შედეგად დაზარალებული პენსიონრების ერთჯერადი დახმარება  განისაზღვრა  150 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 7. დიალიზზე მყოფი მოქალაქეების დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება
1. დიალიზზე მყოფი მოქალაქის დიალიზის ცენტრში ტრანსპორტირების დაფინანსება განისაზღვრა ერთჯერადად 1200 ლარით წელიწადში.                     

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 8. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება
1. 100 წლის და 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 9. ხანძრით, მიწისძვრით ან სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა საცხოვრებელი სახლის დაზიანების მიხედვით 300-დან   4 000 ლარის ჩათვლით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების შემთხვევაში:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

ა.დ) შსს სსიპ „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა;

ა.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის ხანძრით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

ბ)   საცხოვრებელი სახლის მეწყერით  დაზიანების შემთხვევაში:

ბ.ა)  განცხადება;

ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

ბ.დ) სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ გაცემული დასკვნა;

ბ.ე) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მეწყერით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

გ) მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით საცხოვრებელი სახლის  დაზიანების შემთხვევაში:

გ.ა)  განცხადება;

გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

გ.დ) დოკუმენტაციას უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არანაკლებ 3 წევრისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და საცხოვრებელი სახლის მიწისძვრით, ან უხვი ნალექით, ან ძლიერი ქარით დაზიანების ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 10. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება
1.შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა  200 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 11. ომის მონაწილეთა, დევნილთა და მარტოხელების სარიტუალო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარება განისაზღვრა:

ა) გარდაცვლილი ომის მონაწილის სარიტუალო დახმარება - 250 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება;

ა.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის)  პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი.

ბ) გარდაცვლილი დევნილის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა) განცხადება;

ბ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის  ასლი.

ბ.გ) გარდაცვლილის დევნილის (იძულებით გადაადგილებული პირის) მოწმობის ასლი;

ბ.დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

ბ.ე) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვლილი მარტოხელის სარიტუალო დახმარება - 150 ლარით, რომლის მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) განცხადება;

გ.ბ) განმცხადებლის (გარდაცვლილის უახლოესი ნათესავის ან მეზობლის) პირადობის მოწმობის  ასლი.

გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილი პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

გ.დ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 12. ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება
1. 18  წლამდე ობოლი ბავშვების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა:

ა) ობოლისთვის - 200 ლარით;

ბ) დედ-მამით ობოლისთვის -  500 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი.

გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი სტატუსის შესახებ;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით მეურვის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 13. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება
1. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრა 200 ლარით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ყველა შვილის (ხუთი და ხუთზე მეტი, ერთ-ერთი მაინც 18 წლამდე) დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 14. სტუდენტების ერთჯერადი დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება განისაზღვრა 500 ლარით და დახმარება ერთჯერადად გაეწევა სტუდენტს, რომელიც არ სარგებლობს სხვა სახელმწიფო პროგრამით, არ აქვს მოპოვებული სახელმწიფო გრანტი და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:

ა) დედ-მამით ობოლი;

ბ) მარჩენალდაკარგულ მრავალშვილიანი (3 და მეტი შვილი, ერთ-ერთი მაინც 18 წლის) ოჯახის წევრი;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი, რომელსაც აქვს მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მასზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის,  თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის საბანკო რეკვიზიტების შესახებ;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტის  დადასტურების შესახებ;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად  მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის  საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.


მუხლი 15. უსახლკაროთა ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა
1. უსახლკაროს ბინის ქირის თანხით უზრუნველყოფა განისაზღვრა ოჯახზე ყოველთვიურად 50-დან 100 ლარით. დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს (გარდა დევნილისა), რომელიც სხვადასხვა მიზეზების გამო უსახლკაროდ დარჩა და ცხოვრობს ქირით.

2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ოჯახის  თითოეულ წევრზე (ბენეფიციარის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არ უნდა ფიქსირდებოდეს უძრავი ქონება);

ე) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს.

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გამქირავებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მუნიციპალიტეტსა და გამქირავებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.


მუხლი 16. ომის ვეტერანთა სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, დიდი სამამულო ომის მონაწილეების, 9 აპრილის, 9 მაისის და აგვისტოს მოვლენებში დაზარალებულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარება)
1. ამ მუხლით დახმარება გაეწევა მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს. დახმარება განისაზღვრა:

ა) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცისა და 9 აპრილს დაღუპულის ოჯახისთვის - ერთჯერადად 500 ლარით;

ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილეს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი;

გ) შეზღუდული  შესაძლებლობის მქონე ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს ერთჯერადი ფულადი საჩუქარი.

2. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.


მუხლი 17. დახმარების გაცემის უზრუნველყოფა
დახმარების გაცემას უზრუნველყოფს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის სხდომის ოქმისა  და მერის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.