„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მარტვილის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.109.016209
4
06/02/2017
ვებგვერდი, 08/02/2017
010250020.35.109.016209
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურიდახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მარტვილის მუნიციპალიტეტი
 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. მარტვილი

 

„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,   მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.109.016205) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის  მე-3  და მე-4 პუნქტების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
ბ.ა) პირველ წინადადებაში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აღნიშნული წესი განსაზღვრავს მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ (ან/და ფაქტობრივად მცხოვრები) მოსახლეობისთვის მარტვილის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარებისა და შემწეობების გაცემის კრიტერიუმებს, გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოსადგენ დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას.“;

ბ.ბ) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი;
ბ.გ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.დ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი  ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ.“;

ბ.ე) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.ვ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;“;

ბ.ზ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;“;

ბ.თ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ხანძრით, მიწისძვრით და სხვა ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მიყენებული ზარალის მიხედვით განისაზღვრება 300-დან 4000 ლარამდე.

ა) ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დახმარების შემთხვევაში დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ა.ა)   განცხადება;

ა.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

 ა.გ) ცნობა საქართველოს შსს სსიპ - „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან“;

ა.დ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ა.ე) დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და  საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე.

ბ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი მეწყერის შედეგად  დაზიანებულია და დროებით საშიშია საცხოვრებლად, დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა)  განცხადება;

ბ.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

ბ.გ) პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი;

ბ.დ) დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი, საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს  სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა.

გ) პიროვნებას, რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია ქარისა და  ნალექების შედეგად და დროებით საშიშია საცხოვრებლად, დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:

გ.ა)  განცხადება;

გ.ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;

გ.გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ.დ) დოკუმენტაციას თან უნდა დაერთოს: მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი და  საცხოვრებელი სახლის არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა CD დისკზე.“.

ბ.კ) მე-10 მუხლის:

ბ.კ.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა პენსიონრობის შესახებ;“;

ბ.კ.ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.ლ) მე-11 მუხლის:

ბ.ლ.ა) პირველი პუნქტის ,,ბ.გ“ და ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;“;

ბ.ლ.ბ) პირველი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა გარდაცვლილის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ;“;

ბ.ლ.გ) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,გ.ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ.ე) გარდაცვლილი დევნილის იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილის მოწმობის ასლი.“;

ბ.მ) მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.ნ) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.ო) მე-14 მუხლის:

ბ.ო.ა) მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც ოჯახის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილად  მითითებული იქნება მარტვილის მუნიციპალიტეტი.“;

ბ.ო.ბ) მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) განცხადება;“;

ბ.ო.გ) მე-14 მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარებების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა პირის კონკრეტულ მისამართზე ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტის დადასტურების შესახებ.“;

ბ.პ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უსახლკაროთა  ბინის  ქირით  უზრუნველყოფა,  თითოეულს  ყოველთვიურად  50-დან 100 ლარის ოდენობით.

ეს დახმარება ერთჯერადად გაეწევათ მარტვილის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო დარჩნენ უსახლკაროდ (გარდა დევნილებისა).“;

ბ.ჟ) მე-16 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება გაიცემა მარტვილის მუნიციპლიტეტში რეგისტრირებულ ბენეფიციარებზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსი გაბისონია