დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 34 |
დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.122.016377 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/12/2016 - 20/01/2017)
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9 502.4 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5822.4 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1000.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 8356.6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1145.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1245.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 0,0 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება - 0,0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 170.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 68.0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 97.0 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 5.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა და საგანგებო სიტუაციების მართვა – 97.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 00)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა ტრანსპორტირების ღონისძიებები. 1.1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა – 97.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 02) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა აღრიცხვა, წვევამდელთა შეკრება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 2 608.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენება, ურბანული განვითარება და ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელ უბნებში ეზოების კეთილმოწყობა და საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა – 758.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული გზების რეაბილიტაცია და მოვლა – შენახვა, კერძოდ: ქალაქ წყალტუბოში იმერთის ქუჩის საავტომობილო გზის, ბესიკის ქუჩის საავტომობილო გზის, სოფელ მეორე უბნის საავტომობილო გზის და სოფელ სორმონში წმინდა სამების სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ჭავჭავაძის №9 და №11 ბინის ეზოს კეთილმოწყობა, დედა ენის №11 და №13 ბინის ეზოს კეთილმოწყობა. ასევე განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიისა და თოვლის შედეგად დაზიანებული საავტომობილო გზების გაწმენდა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მოწყობა. 2.2. კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა – შენახვა – 1052.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის. გარე განათების შედეგად მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულების ანაზღაურება და მუნიციპალიტეტში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება. 2.2.1. სანიაღვრე არხების და ნაპირსამაგრი ნაგებობების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 50.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება კოპიტნარის დასახლებაში სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია. 2.2.2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების ღონისძიებები – 522.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ამ პროგრამით გათვალისწინებულია ქალაქის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო და სამეურნეო ნარჩენების გატანა. დაფინანსდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათის საჭირო ხარჯები. 2.2.3. შენობების რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა – 200.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული ამხანაგობების თანადაფინანსება საცხოვრებელი კორპუსებისა და უბნების კეთილმოწყობისათვის, კერძოდ: მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების საერთო სარგებლობის ეზოების მოწყობა ბეტონის და ასფალტობეტონის საფარით, სანიაღვრე არხების მოწყობა, ლიფტების რეაბილიტაცია, სადარბაზოების შესასვლელი რკინის კარებების მონტაჟი, სენსორული განათების მოწყობა, სახურავის რეაბილიტაცია, წყალ-საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია და სხვა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის ჩამოყალიბების მიზნით ოფისის შეკეთება, კეთილმოწყობა, ინვენტარისა და ტექნიკის შეძენა. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ტყაჩირში საბავშვო ბაღის ეზოს შემორაგვის, სოფელ ოფშკვითში სასოფლო კლუბისა და საბავშვო ბაღის ტერიტორიის შემოღობვისა და სანკვანძის მოწყობის სამუშაოები. 2.2.4. გარე განათება – 270.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოხმარებული ელ. ენერგიის ღირებულება. 2.2.5. მაწანწალა ძაღლების იზოლირება – 10.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება მაწანწალა ცხოველების იზოლირება. 2.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები – 748.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ სუბსიდირება და არაფინანსური აქტივების შეძენა. ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება სოფელ პატრიკეთსა და საყულიაში (საბავშვო ბაღთან) მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა. 2.4. საპროექტო დოკუმენტაცია და საექსპერტო მომსახურება – 50.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05) პროგრამის ფარგლებში მომზადდება მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო დოკუმენტაცია. 3. განათლება – 1 637.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1. საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინანსება – 1 637.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათის აუცილებელი ხარჯები, რომელიც შექმნის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ბაზას და აღსაზრდელებისათვის სრულფასოვან გარემოს. ასევე ხელს შეუწყობს მათ მომზადებას ზოგადი განათლების მისაღებად. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები – 1 327.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00) ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. 4.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა – 314.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს სპორტული კლუბების გაერთიანების“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, გაიმართება და დაფინანსდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: სხვადასხვა სპორტული ინიციატივები, გივი თალაკვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი მძლეოსნობაში, ჯემალ ბერაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში, შალვა ბზიკაძის ხსოვნის ტურნირი ძიუდოში, ხელბურთის ტურნირი სკოლებს შორის (ბიჭები), მკლავჭიდის ტურნირი, გარბენი ქალაქის რკალზე, ნოდარ კოხრეიძის ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში, მხიარული სტარტები ბაღებს შორის, სამოყვარულო ტურნირი ნარდში, კობა ნემსიწვერიძის ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში, წარმატებული სპორტსმენებისათვის ჯილდო, დავით აფხაძის ხსოვნის ტურნირი ბ/რომაულ ჭიდაობაში, ზურაბ ბადირეიშვილი ხსოვნის ტურნირი კალათბურთში, მერაბ მოსიავას ხსოვნის ტურნირი მინი ფეხბურთში, სულიკო ნიქაბაძის სახელობის ფეხბურთის ტურნირი, სპორტული სასკოლო ოლიმპიადა, ზაურ ტეხოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი ფეხბურთში, როინ მეტრეველის ხსოვნის ტურნირი ხელბურთში. 4.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 878.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02) კულტურული ტრადიციების დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ა(ა)იპ „წყალტუბოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის“ და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დაფინანსება, სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა და ორგანიზება. 4.3. ახალგაზრდული და კულტურული პროგრამების დაფინანსება – 35.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ღონისძიებების დაფინანსება, კერძოდ: სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობა, საშობაო ღონისძიება, ტრანსპორტირება, ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? ორგანიზება, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული ღონისძიება, 9 აპრილის ღონისძიება, აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, წყალტუბოს ეტალონი მოსწავლის გამოსავლენი ინტელექტუალური კონკურსის ნაწილობრივი დაფინანსება, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საქართველოს მოხალისე, 2 მაისობა (გვირილობა), ჯანსუღ იოსელიანის სახელობის ფესტივალი, ბავშვთა საერთაშორისო დღე, ოტია იოსელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო, გალაქტიონობა, იუმორისტული ფესტივალი, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული, 8 აგვისტო, ფერების ფესტივალი, შემოდგომის წყალტუბო, სოხუმის დაცემის დღე, შშმ პირების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, საახალწლო ღონისძიება, საახალწლო საჩუქრების გაცემა. 4.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა – 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში გათავლისწინებულია ქუთაისის-გაენათის ეპარქიის სუბსიდირება. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 1 118.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. 5.1. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება – 68.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დაფინანსებას, რათა განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებები, კერძოდ: · ეპიდზედამხედველობის სისტემით (სასწრაფო შეტყობინებები) მიღებული მონაცემების რეგისტრაცია, დადგენილი წესის მიხედვით. · გადამდებ დაავადებებზე რუტინული სტსტისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. · პირველადი ეპიდკვლევის განხორციელება. · დაავადებების კონტროლის პირველადი ღონიძიებები. · გადამდები დაავადებების ეპიდკვლევაზე ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა და მასზე ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. · იმუნოპროფილაქტიკაზე რუტინული სტატისტიკური ანგარიშგება დადგენილი წესის მიხედვით. · მუნიციპალიტეტის იმუნოპროფილაქტიკის მონაცემთა რუტინული დამუშავება მათ შორის შესაბამის კომპიუტერულ პროგრამაში. · ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის და ცივი ჯაჭვის ინვენტარის საჭიროების განსაზღვრა მუნიციპალიტეტისათვის დადგენილი წესის მიხედვით. · ვაქცინათა და სხვა ასაცრელი მასალის ლოჯისტიკაზე ზედამხედველობა. · ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის სამი თვის მარაგის შექმნა მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგის ზედამხედველობით. · ვაქცინათა, სხვა ასაცრელი მასალის მიღება რეგისტრაცია, გაცემა მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისათვის დადგენილი წესის მიხედვით. · სხვა პარაზიტული დაავადებების დიაგნოსტიკა, რეკომენდაციის მიწოდება. · ცხოვრების ჯანსაღი წესის განხორციელება (პრევენცია). · საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა. · საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა. 5.2. სოციალური პროგრამები – 1 050.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1. მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეების კვებით უზრუნველყოფა – 127.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ სუბსიდირება და არაფინანსური აქტივების შეძენა. 5.2.2. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა დახმარება – 3.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ დღეგრძელ პირთა (100 და მეტი წლის ასაკის) მატერილური დახმარება, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით. 5.2.3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების მატერიალური წახალისება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის – 78.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალიწინებულია დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მშობლები) ერთჯერადი ფულადი დახმარება: ა) მესამე შვილის შეძენისას – 500 ლარი, ბ) მეოთხე შვილის შეძენისას – 700 ლარი, გ) მეხუთე და მეტი შვილის შეძენისას – 1000 ლარი, დ) ერთი და მეტი ტყუპის შეძენისას – 500 ლარი; ე) სოციალურად დაუცველ ოჯახზე (სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით რეგისტრირებულ), რომელთაც ყავთ 18 წლამდე ასაკის 3 და მეტი შვილი გაიცეს ერთჯერადად 200 ლარი. „ა“; „ბ“; „გ;“და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებასთან ერთობლივად დადგომის შემთხვევაში ფულადი დახმარება ერთჯერადად გაიცემა ქვეპროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. ამ სოციალური პროგრამის ა, ბ, გ, დ პუნქტები ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა შვილები დაიბადა 2016-2017 წლებში და არ აქვთ მიღებული ერთჯერადი დახმარება. 5.2.4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა სარიტუალო ხარჯები – 12.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა, ასევე უჭირისუფლო გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯების ნაწილობრივი ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით. 5.2.5. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება – 321.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 05) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება შემდეგ კატეგორიებზე: ა) სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 65000-დან 100000-ის ქულის ჩათვლით და ღებულობს საარსებო შემწეობას დახმარება, განესაზღვროს დახმარება – 200 ლარი. ბ) დიდი სამამულო ომის მონაწილის დახმარება – 200 ლარი; გ) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე პირის დახმარება – 200 ლარი; დ) დედ-მამით ობოლი ბავშვის დახმარება – 500 ლარი; ე) ცერებრალური დამბლით დაავადებულ პირის დახმარება – 500 ლარი; ვ) ა(ა)იპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარის დახმარება სააღგდომოდ 100 ლარი და საახალწლოდ 100 ლარი. ზ) მკვეთრად გამოხატული მხედველობით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მკვეთრად გამოხატული ფორმით უსინათლო პირის დახმარება – 200 ლარი; თ) თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე: ჰემოდიალიზზე და პერიტონეულ დიალიზზე დამოკიდებულ მოქალაქის დახმარება – 1200 ლარი; ი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის დახმარება, გარდა ცერემბრალური დამბლით დაავადებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის – 200 ლარი; კ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის, სახელმწიფო გასაცემლის (კონპესაცია, საპენსიო პაკეტი) მიმღების დახმარება 200 - ლარი; ლ) სხვა სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ომის მონაწილის დახმარება თითოეულს – 200 ლარი. მ) 2008 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირის ოჯახის (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად) ფულადი დახმარება – 1000 ლარი; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო ოჯახის, პირის (საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში გახდა სტიქიური უბედურების,უბედური შემთხვევის ან სხვა გარემობების გამო) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 120 ლარისა, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1440 ლარისა. ო) ოჯახში ძალადობის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის (პირთა) დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით ბინის ქირის ასანაზღაურებელი თანხის გაცემა თვეში არაუმეტეს 120 ლარი, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1440 ლარი. პ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება (გინეკოლოგის ან/და რეპროდუქტოლოგის დახმარება კონსულტაცია ან / და შესაბამისი სამედიცინო კვლევები) არაუმეტს 200 ლარი. ჟ) 2017-2018 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ა(ა)იპ სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ჩვენი სახლის“ ბენეფიციარი ბავშვის დახმარება 100 ლარის ოდენობით. რ) სოციალურად დაუცველ ოჯახის, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65 000-ი ქულის ჩათვლით, პირველ და მეორე ახალშობილზე ერთჯერადი დახმარება – 200 ლარი. ს) სადღესასწაულოდ (აღდგომა) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის, რომლიც სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებულია 0-დან 65000-ი ქულის ჩათვლით, უდედმამო ბავშვის, 100 წელს გადაცილებული პირის, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის კვების პროდუქტებით დახმარება, თითოეულს არაუმეტეს 50 ლარის ღირებულებისა. ტ) ონკოლოგიური დაავადების მქონე 18 წლამდე ბავშვის (ლეიკემია, ლიმფოგრანულომატოზი, ანემია, სხვადასხვა სახის სიმსივნეები) დახმარება – 500 ლარი. უ) ფენილკეტონურიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვია დახმარება – 500 ლარი. ამ სოციალური პროგრამის ცალკეული ქვეპუნქტების ერთობლივად დადგომის შემთხვევაში თითოეული დახმარება გაიცემა ქვეპროგრამაში გათვალისწინებული შესაბამის მოცულობათა ერთობლიობით. 5.2.6. ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის დაფინანსება – 119.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ა(ა)იპ ,,ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ სუბსიდირება და არაფინანსური აქტივების შეძენა. 5.2.7. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება – 350.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების გეგმიური და გადაუდებელი სტაციონალური ქირურგიული ოპერაციები, მათ შორის თვალის კოსმეტიკური სახის ან ცხვირის რინოპლასტიკის რეკონსტრუქციული ფორმის ოპერაციები, (სამედიცინო ჩვენებით) სხვა სამედიცინო მომსახურება (გარდა თერაპიულისა), ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მათ შორის C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური და მკურნალობის მონიტორინგის კვლევები და სხვა სახის კვლევები, რომელიც არ ანაზღაურდება სადაზღვევო პოლისით ან არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. სამედიცინო მომსახურების ღირებულება თანადაფინანსების წესით, დაფინანსდება წელიწადში ერთჯერ, რომელიც განისაზღვრება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ან სხვა გზით გათვალისწინებული დაფინანსების გამოკლების შემდეგ დარჩენილი პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს – 1000 ლარი. 5.2.8. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა დახმარება – 40.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 08) აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 2017 წელს მომხდარი ხანძრის, სტიქიის – მიწისძვრის, მეწყრის, ჩამოცვენის, ჩამოშლის, ქვათა ცვენის, კარსტული ჩამოქცევის, ღვარცოფის, წყალდიდობის, წვიმის, წყალმოვარდნის, ქარიშხლის, ძლიერი ქარის, გრიგალის, ძლიერი ქარბუქის, დიდთოვლობის, ძლიერი გაყინვის, მსხვილი სეტყვის, ძლიერი წვიმების, ხანგრძლივი წვიმების, კოკისპირული წვიმების, გვალვის, ზვავის, ხანძრის და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენების შედეგად დაზარალებული, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) მიყენებული ზარალის ნაწილობრივი ანაზღაურებისათვის დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს – 2000 ლარი. დახმარება ვრცელდება 2016 წლის 1 დეკემბრიდან მიმდინარე წლის ჩათვლით სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებზე, რომელთაც მიღებული არ აქვთ ამ მუხლით გათვალისწინებული ერთჯერადი დახმარება. |
თავი III
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 17 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №74 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.122.016339, 29/12/2015).
|
მუხლი 18 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას (მ. ღვინიანიძე).
|
მუხლი 19 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
დოკუმენტის კომენტარები