დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 64-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.05.001.018246 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ
|
თავი I
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი II საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 9 696 160.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახადები 8 980 000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტები 331 160.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 6. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 385 000.0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 9 157 212.8 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 8. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 927 203.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1 017 203.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ბ) განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 90 000.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 9. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი IV საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი სალდო (-388 256.5) ათასი ლარის ოდენობით. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 11. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 701 571.5 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ზრდა 1 019 871.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 318 300.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 12. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1 089 828.0 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების ზრდა 1 616 015.00 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
ა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან მიღებული სახსრები − 400 000.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) განვითარების პოლიტიკის ახალი ღონისძიებიდან (DPO) (WB) მისაღები სახსრები – 260 000.0 ათასი ლარის ოდენობით; გ) მაკროფინანსური დახმარების პროგრამიდან (MFA) (EU) მისაღები სახსრები – 35 000.0 ათასი ლარის ოდენობით; დ) საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოსაყოფი გრძელვადიანი საინვესტიციო, შეღავათიანი კრედიტები − 921 015.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
3. განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 526 187.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2017 წლის ბოლოსთვის არაუმეტეს 16 316.4 მლნ ლარის ოდენობით, მათ შორის, სახელმწიფო საგარეო ვალისა – 12 776.4 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალისა − 3 540.0 მლნ ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
შენიშვნა: გამოთვლისას გამოყენებულია გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი = 2.5 ლარი. სახელმწიფო ვალის ზღვრული მოცულობა გადაანგარიშდება შესაბამის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსის მიხედვით. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი V საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 14. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები (პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე და მესამისშემდგომი დონეები) შემდეგი რედაქციით:
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი VI საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 15. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი VII ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები მუხლი 16. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები 1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმულით 2017 წლის გათანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებისას მუნიციპალიტეტისათვის გამოანგარიშებული გათანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი ჯამურად ნაკლებია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ამ მუნიციპალიტეტისათვის გამოანგარიშებულ გათანაბრებით ტრანსფერს ემატება ზემოაღნიშნულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა გათანაბრებითი ტრანსფერის სახით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულება არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომელსაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად არ გამოეყოფა გათანაბრებითი ტრანსფერი. 3. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 164-ე მუხლის მე-10 პუნქტის საფუძველზე ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის, აჟარის მუნიციპალიტეტისათვის გადასაცემი ტრანსფერი განისაზღვროს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გათვალისწინებული ტრანსფერის მთლიანი ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი არ ითვალისწინებს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტისათვის საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის „ლიახვის“ დასაფინანსებლად გამოყოფილ სპეციალურ ტრანსფერს 1 200.0 ათასი ლარის ოდენობით. 5. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ მისაღები დაგეგმილი საკუთარი შემოსავლების მობილიზების ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ამ მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის რესურსი გამოიყენოს მუნიციპალიტეტებისათვის მოკლევადიანი სესხის გასაცემად. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი სესხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და ფაქტობრივად მიღებულ შემოსავლებს შორის სხვაობას, ხოლო სესხით სარგებლობის ვადა უნდა განსაზღვროს საქართველოს მთავრობამ და იგი არ უნდა სცილდებოდეს 2017 წლის 25 დეკემბერს. 7. ამ მუხლის საფუძველზე ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 675 080.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათასი ლარი
შენიშვნა (*): დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. თავი VIII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 17. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების განკარგვა 1. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „60 01 – საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „60 02 – საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა“, „60 03 – საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებები“, „60 04 – ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერები“, „60 10 – საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისათვის დაწესებული ერთდროული ფულადი პრემიების გაცემის ფინანსური უზრუნველყოფა“, „60 11 – საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ქართული მხარის ვალდებულებების დაფარვა“ და „60 12 – დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელები“ – საბიუჯეტო სახსრების განკარგვა განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. 2. ამ კანონით დამტკიცებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების – „60 13 – ფიზიკურ პირებზე უცხოურ ვალუტაში გაცემული საბანკო სესხების ეროვნულ ვალუტაში კონვერტირების ხელშეწყობის ღონისძიებები“ – განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 18. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მათი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნას საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი 274 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხა გამოიყოფა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ თანადაფინანსების შემთხვევაში. 4. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცესში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობა. 5. მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი განისაზღვროს 20 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი განისაზღვროს 40 000.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, იძულებით ჩამოჭრილი თანხები ასახოს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდით გათვალისწინებულ ასიგნებებში. 7. საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ან/და საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ან საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ. მუხლი 19. დავალიანებების დაფარვა წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2017 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 20. სახელმწიფო ვალი 1. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისათვის საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია 685 000.0 ათასი ლარი: ა) ძირითადი თანხის დაფარვა – 431 000.0 ათასი ლარი, მათ შორის: ა.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 138 100.0 ათასი ლარი; ა.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის – 292 900.0 ათასი ლარი; ბ) პროცენტის გადახდა – 254 000 ათასი ლარი, მათ შორის: ბ.ა) ორმხრივი კრედიტებისათვის – 48 200.0 ათასი ლარი; ბ.ბ) მრავალმხრივი კრედიტებისათვის –119 800.0 ათასი ლარი; ბ.გ) სახელმწიფოს მიერ საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებების მომსახურებისათვის – 86 000.0 ათასი ლარი. 2. უფლება მიეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ამ კანონით საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, კრედიტორი ქვეყნის მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით განახორციელოს საქართველოს იურიდიული პირებისათვის აღნიშნული სახსრებიდან თანხების ანაზღაურება ან შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ამ იურიდიული პირების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისათვის და მომსახურების გაწევისათვის. 3. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გადასახდელი პროცენტის მოცულობა განისაზღვროს 43 308.3 ათასი ლარით, ხოლო დასაფარავი ძირითადი თანხის მოცულობა – 35 000.0 ათასი ლარით. 4. „საქართველოს მთავრობის საქართველოს ეროვნული ბანკისადმი დავალიანების დაფარვის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის 2006 წლის 20 მარტის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ შეთანხმების შესაბამისად განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 15 მარტს გამოშვებული 360 846.0 ათასი ლარის სახელმწიფო ობლიგაციების განახლება 320 846.0 ათასი ლარის ოდენობით და 40 000.0 ათასი ლარის ფასიანი ქაღალდების გადაფორმება სახელმწიფო ობლიგაციებად ღია ბაზრის ოპერაციებისათვის. 5. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით საშინაო ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს არაუმეტეს 400 000.0 ათასი ლარის ზრდით. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება განახორციელოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების დაფარვის აღრიცხვა განახორციელოს ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამისი მუხლის შემცირებით. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების ნაცვლად გამოიყენოს ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთი. ამასთანავე, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით მიღებული სახსრების წმინდა მოცულობა და მათი გამოშვების ნაცვლად ხაზინის ერთიან ანგარიშზე არსებული თავისუფალი ნაშთის გამოყენება ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს 400 000.0 ათას ლარს. საქართველოს 2017 წლის 1 დეკემბრის კანონი №1413 – ვებგვერდი, 05.12.2017წ.
მუხლი 21. თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები 1. დაევალოთ საქართველოს მინისტრებსა და სახელმწიფო მინისტრებს, მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრონ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით, არაუგვიანეს 2017 წლის 1 მარტისა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. 2017 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს ცვლილებები დამტკიცებულ საშტატო ნუსხებსა და თანამდებობრივ სარგოებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განხორციელებული ცვლილებების შედეგად არ იზრდება თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი, საშტატო რიცხოვნობა ან/და თანამდებობრივი სარგოები. 3. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე პრემიები, დანამატები და დახმარებები გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 4. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა. 5. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში მხარჯავ დაწესებულებებს უფლება აქვთ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის №1022-Iს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 55) 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულება გაავრცელონ მხოლოდ იმ საჯარო მოსამსახურეებზე, რომლებზედაც 2006 წლის 1 იანვრამდე ვრცელდებოდა აღნიშნული მუხლის მოქმედება. მუხლი 22. შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა, მათი შრომის ანაზღაურება და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება 1. საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საშტატო რიცხოვნობის 2%-ს. იმ ორგანიზაციაში, სადაც საშტატო რიცხოვნობის 2% შეადგენს 5 ერთეულზე ნაკლებს, ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს. 2. შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო შრომის ანაზღაურებას. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სარგოს. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული თანამშრომლების საშუალო თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს 1 500 ლარს. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოებისათვის წლის განმავლობაში გაწეული საკასო ხარჯის 20%-ს. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვები არ ვრცელდება ავტონომიურ რესპუბლიკებსა და თვითმმართველ ერთეულებზე და მათ მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე, იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით ითვლებიან რელიგიურ ორგანიზაციებად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საჯარო სკოლებზე, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, აგრეთვე იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, რომელთა საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით განსაზღვრული დაფინანსება არ აღემატება მათი საერთო შემოსულობების 25%-ს. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. 8. 2017 წლის 1 მარტამდე ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვებიდან გამონაკლისი ამავე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს, თუ იგი არ აღემატება გამონაკლისის იმ შეთანხმებულ ოდენობას, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის დაშვებული იყო/საბიუჯეტო ორგანიზაციაზე ვრცელდებოდა 2016 წლის განმავლობაში. მუხლი 23. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების ზღვრების დასაცავად განსახორციელებელი ღონისძიებები და შეზღუდვები „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დასაცავად, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1551 მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილების გათვალისწინებით: ა) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს საქართველოს სამინისტროებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების ფარგლებში გადახდის განხორციელება საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით; ბ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლით განსაზღვრული წესით წლიური ბიუჯეტის დაზუსტებისას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტებისათვის გათვალისწინებული გადასახდელების მიმდინარე დანიშნულების ხარჯებში გადატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; გ) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით კლასიფიკატორის კოდები, რომელთა ფარგლებში შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას საჭიროებს; დ) საქართველოს სამინისტროებმა ყოველი კვარტლის დასრულებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ ინფორმაცია მათ მიერ და მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ამ კანონით მათთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული ტენდერების შედეგად წარმოქმნილი ეკონომიის და ამ ეკონომიის შემდგომი გამოყენების თაობაზე; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას წარუდგენს ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას. საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული ეკონომიის ან მისი ნაწილის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართვა ამ კანონით გათვალისწინებულ საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებში; ვ) დაევალოთ მუნიციპალიტეტებს, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში (გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა) ადმინისტრაციული/საოპერაციო ხარჯები (ძირითადად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“, „საქონლისა და მომსახურების“ და „სუბსიდიების“ მუხლებში) შეადგენდეს არაუმეტეს 2016 წლის (მოსალოდნელი) საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს; ზ) „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით განსაზღვრულ წესში პროექტის დაფინანსების კრიტერიუმად განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ამ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეზღუდვასთან შესაბამისობა. მუხლი 24. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების შემოსულობათა ხარჯვა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი ბიუჯეტის მხარჯავი ერთეულების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების აღრიცხვისა და გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №835 ბრძანებულების შესაბამისად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ მიღებული საკონსულო მოსაკრებლის, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების საფასურისა და ბიუჯეტის სხვა შემოსულობების ხარჯვა განხორციელდეს ადგილზე, შესაბამისი წარმომადგენლობისა და დაწესებულებისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 25. საქართველოს პარლამენტის მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება უფლება მიეცეს საქართველოს პარლამენტს, პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება. მუხლი 26. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსება 1. უფლება მიეცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, 2016 წელს „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით გათვალისწინებული ასიგნებებით შესრულებული სამუშაოების დაფინანსება, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია შეიარაღებული ძალების აღმშენებლობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, განახორციელოს ამ კანონით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის „ხარჯების“ და „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. 2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში და დაწესებული ლიმიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების (ერთეულების) მიერ შესასყიდ საქონელზე, სამუშაოსა და მომსახურებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფები (ერთეულები) ითვლებიან შემსყიდველ ორგანიზაციებად და აქვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და პასუხისმგებლობა. მუხლი 27. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის (სადაც დევნილი სახელმწიფოს მიერ იქნა განსახლებული და რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული იყო, როგორც დევნილთა კომპაქტურად (ორგანიზებულად) განსახლების ობიექტი, ასევე სადაც სამინისტრო ახორციელებდა ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯების (მათ შორის, ობიექტებში განსახლებულ დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა მიერ მოხმარებული წყლის, ნარჩენების გატანის, ასენიზაციისა და დეზინფექცია-დერატიზაციის, განსახლების ობიექტებში მომსახურებისა და მიმდინარე შეკეთების სხვა ხარჯები) ანაზღაურებას) ადმინისტრაციული ხარჯის დაფინანსება ერთ დევნილზე განისაზღვროს თვეში 2 ლარით. აღნიშნული დაფინანსება განხორციელდეს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესაბამისად. ხელშეკრულების პირობებს და მის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციას ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. მუხლი 28. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელ ცალკეულ ღონისძიებებში გაგრძელდეს და, აუცილებლობის შემთხვევაში, შემოღებულ იქნეს ღონისძიებათა ნაწილის ანაზღაურება მოსახლეობის მიერ თანაგადახდის პრინციპით. თანაგადახდის წესს, ფორმასა და მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამებისათვის − „მოსახლეობის სოციალური დაცვა“, „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა და კონტროლი“, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლი“, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა“, „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა“ − გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა დაფინანსების, თანადაფინანსების, ანგარიშსწორების წესებსა და ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. „მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის“ ფარგლებში გაიცეს სახელმწიფო პენსია და სახელმწიფო კომპენსაცია. 4. ასაკით პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა განისაზღვროს 180 ლარით. 5. „მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების სოციალური დახმარების“ ფარგლებში: ა) დაფინანსდეს „სოციალურ პაკეტში“ შემავალი ფულადი გასაცემელი/გასაცემლები; ბ) გაიცეს საყოფაცხოვრებო სუბსიდია „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილების შესაბამისად; გ) გაგრძელდეს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით გათვალისწინებული საარსებო შემწეობისა და რეინტეგრაციის შემწეობის ანაზღაურების გაცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით; დ) გაგრძელდეს დევნილთა, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა შემწეობების გაცემა: ერთ დევნილზე, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გასაცემი ყოველთვიური შემწეობა განისაზღვროს 45 ლარით; ე) გაგრძელდეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარებების გაცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით; ვ) დაფინანსდეს დახმარება შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, რომლის დანიშვნისა და გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა; ზ) დაფინანსდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ღონისძიება; თ) დაფინანსდეს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა ღონისძიებები. 6. უფლება მიეცეს საქართველოს მთავრობას, განსაზღვროს 2016 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ის სახელმწიფო პროგრამები/მათი ღონისძიებები/მოცულობები, რომელთა განხორციელებაც უწყვეტად გაგრძელდება 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში განსახორციელებელი 2017 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ამ პროგრამებით გათვალისწინებული მიმწოდებლების გამოვლენამდე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ან ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მათი კომპონენტების დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე ან ვაუჩერის პირობების შესაბამისად შესაბამისი მიმწოდებლების გამოვლენამდე გაგრძელდეს 2016 წლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ის ღონისძიებები, რომელთა უწყვეტი განხორციელებაც აუცილებელია სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, და ხელშეკრულებები გაფორმდეს იმავე მიმწოდებლებთან, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ იქნა დადგენილი. ამასთანავე, აღნიშნულის შესახებ ეცნობოთ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. 8. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2016 წელს შესრულებული სამუშაოები დაფინანსდეს ამ კანონით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 2016 წელს გაცემული ვაუჩერები (შესაბამისი ვაუჩერის პირობების გათვალისწინებით) და „რეფერალური მომსახურების“ სახელმწიფო პროგრამის „სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტების რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთათვის და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების გაწევის“ კომპონენტის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერ დაფინანსდა 2016 წელს, დაფინანსდეს ამ კანონით შესაბამისი პროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. 10. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „35 03 02 02 − იმუნიზაცია“ ფარგლებში ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა განხორციელდეს გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვით, ხოლო იმ ვაქცინებისა და შპრიცების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის მეშვეობით, − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 11. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „35 03 02 07 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში „საქართველოში ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის მდგრადობის პროგრამის“ (GEO-T-NCDC) ღონისძიებებისათვის და პროგრამული კოდის „35 03 02 08 – აივ ინფექციის/შიდსის მართვა“ ფარგლებში „საქართველოში აივ ინფექციის/შიდსის პრევენციის, მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერებისა და მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის“ (GEO-H-NCDC) ღონისძიებებისათვის ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, მათ შორის, აივ ინფექციის/შიდსის და ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის და მეორე რიგის მედიკამენტების შეძენა, ამ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განხორციელდეს აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვების მექანიზმისა და აგენტების, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმის, გამოყენებით, ხოლო იმ ფარმაცევტული და სხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის მექანიზმისა და აგენტების საშუალებით, – „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. ამ კანონით დამტკიცებული პროგრამული კოდის „35 03 02 07 – ტუბერკულოზის მართვა“ ფარგლებში საქართველოს მოქალაქეები ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვაში ხელის შეწყობის მიზნით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვის შემთხვევაში ამბულატორიული მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში იღებენ სოციალურ დახმარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით. 13. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებები დაფინანსდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 29. ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების ანაზღაურება 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის (აბონენტებისათვის) ბუნებრივი აირის მოხმარებაზე 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში განისაზღვროს შეღავათი თითოეულ აბონენტზე თვეში 700 მ3-ის (მაისსა და ოქტომბერში – 350 მ3-ის) ოდენობით. ამასთანავე, აბონენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღნიშნული პერიოდების შესაბამის საანგარიშო თვეში გამოუყენებელი შეღავათით ისარგებლონ მომდევნო თვეში, კერძოდ, 2016 წლის 1 დეკემბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2017 წლის 16 მაისს, 2017 წლის 15 ოქტომბრიდან გამოუყენებელი შეღავათი გამოყენებულ იქნეს 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით პერიოდში, ხოლო რიცხული შეღავათი გაუქმდეს 2018 წლის 16 მაისს. 2. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შეღავათით მოსარგებლე აბონენტების სააღრიცხვო ბარათებზე ყოველი თვის დასაწყისში ასახოს შეღავათის შესაბამისი ლიმიტი და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათი. 3. ბუნებრივი აირის გამანაწილებელი კომპანიის მიერ წარმოდგენილი და მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული შესაბამისი ანგარიშების მიხედვით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ აანაზღაუროს 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით და 2017 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში (სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ის სოფლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭათ) მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ლიმიტის და შესაბამის საანგარიშო პერიოდში გამოუყენებელი შეღავათის ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულება. მუხლი 30. ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 2017 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები. მუხლი 31. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. უფლება მიეცეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, პროგრამის „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა“ ფარგლებში 2016 წელს შესრულებული სამუშაოების დაფინანსება განახორციელოს ამ კანონით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან. 2. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების რეორგანიზაციასა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ლიკვიდაციასთან/რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს ამ კანონით საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ამ მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტის პროგრამულ კოდებს შორის ასიგნებების გადანაწილებაზე არ გავრცელდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული და ამ კანონით სამინისტროს პროგრამული კოდებით განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობაზე დაწესებული შეზღუდვა იმ პირობით, რომ არ დაირღვევა სამინისტროსათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობის მთლიანი პარამეტრი. მუხლი 32. საქართველოს საერთო სასამართლოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები ამ კანონის მე-15 მუხლით საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობა არ ზღუდავს კანონით დადგენილი წესით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეების და მათთან დაკავშირებული თანამშრომლების (თანაშემწე, რეფერენტი და სხვა) დანიშვნას. მუხლი 33. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საზოგადოებრივ მაუწყებელს ამ კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ღონისძიებების გაშუქებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. მუხლი 34. ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები 1. დაევალოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მის მიერ 2017 წელს მობილიზებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლის არანაკლებ 10%-ის მიმართვა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად შესაბამისმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მიმართვა განახორციელოს ყოველი კვარტლის ბოლო სამუშაო დღეს, ამ დღისათვის კვარტალში მიღებული შემოსავლის არანაკლებ 10%-ის ოდენობით. 3. ამ მუხლის დებულებები არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ მიღებულ გრანტებზე. მუხლი 35. საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს: ა) სათანადო ღონისძიებების განხორციელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების საოპერაციო/ადმინისტრაციული ხარჯების შემდგომი ოპტიმიზაციის მიზნით; ბ) სათანადო ღონისძიებების განხორციელება ეკონომიკური საბჭოს აპარატის ლიკვიდაციის მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციისათვის და ამ სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების არსებული სტრუქტურების ფუნქციებთან შერწყმის მიზნით. თავი IX დასკვნითი დებულებანი მუხლი 36. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.12.2015, სარეგისტრაციო კოდი: 190020010.05.001.018029). |
ქუთაისი, 14 დეკემბერი 2016 წ. N64-Iს |
დოკუმენტის კომენტარები