დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016153 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/12/2016 - 06/02/2017)
|
ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის შემოსავლები 1984,1 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის გადასახადები 16,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის გრანტები 1,9681,1ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის სხვა შემოსავლები 0,0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის ხარჯები განისაზღვროს 1,927.1 ათასი ლარით
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 57,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 9.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში
|
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 10,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||
მუხლი 11.
წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი |
განისაზღვროს წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი 1,0 ათასი ლარის ოდენობით:
| ||||||||||||||||||||||||||
მუხლი 12.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 45,0 ათასი ლარი, მიიმართოს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის –
45,0 ათასი ლარი.
|
მუხლი 13.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის პრიორიტეტები, პროგრამები და ქვეპროგრამები
|
მუხლი 14.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 01)
პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ერედვის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა აღრიცხვა და მათი გაწვევა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამა აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება; წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ფუნქციონირება; დევნილთა ჩასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთება ; სოფ. ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ჰიგიენის სახლის რეკონსტრუქცია საბავშვო ბაღის მოსაწყობად; სოფ კარალეთის დევნილთა დასახლებისთვის ხიდის მშენებლობა (თანადაფინანსებით). 2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება; დევნილთა დასახლებებში არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია; დევნილთა დასახლებებში შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯის დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი აღზრდა (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში საბავშო ბაღის ფუნქციონირება 2017 წლის სექტემბრიდან. 4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) პროგრამის მიზანია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა 4.1.1 ერედვის მუნიციპალიტეტის სპორტსკოლა (პროგრამული კოდი 05 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით დაგეგმილია სპორტის სახეობათა პოპულარიზაცია მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, მუნიციპალიტეტის სპორტსმენთა მონაწილეობის მიღება რეგიონალურ, სახელობით, რესპუბლიკურ, საერთაშორისო ტურნირებზე, მოწინავე სპორტსმენების ოსტატობის ამაღლების და ფიზიკური მოზადებისათვის სასწავლო-საწრთვნელი და გამაჯანსაღებელი შეკრებების მოწყობა. 2017 წლის განმავლობაში 200 სპორტსმენი გაივლის სპორტულ მომზადებას. 4.1.2 საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქართველ და ოს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში, ინტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში, პერსპექტიული სპორტსმენებს მზადება სათამაშო სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარებისათვის. (დაფინანსება მოხდება ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მიერ). 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.2 კულტურის სახლის და ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 04 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოწყობა. სხვადასხვა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში არსებული შემოქმედებითი კოლექტივების გამოვლენასა და მათ შემდგომ განვითარებას. კულტურის სახლში მოქმედებს ქორეოგრაფიული წრეები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) პროგრამა – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარების და შეღავათებით უზრუნველყოფას. 5.1 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.1.1 მარჩენალდაკარგული პირის სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მარჩენალდაკარგული პირის დახმარება (2008 წლის 7 მაისის №1004-2006 განჩინების აღსრულება) 5.1.2 ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერთჯერად 300 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და რომელთაც შეეძინათ ახალშობილი, თითოეულ შეძენილ ახალშობილზე. 5.1.3 მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება იძულებით გადაადგილებული პირების გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება 500 ლარის ოდენობით, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში. 5.1.4 კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: მცხეთა-წინამძღვრიაანთკარი (ყოფილი ტელევიზია),სოფელ სკრის ბაგა-ბაღის შენობა, მეტეხი, საქაშეთი), თითოეულ კოტეჯზე (ოჯახზე), სადაც ფაქტობრივად ცხოვრობდნენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 250 ლარის ოდენობით. 5.1.5 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია – ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და ჰყავთ 4 და მეტი შვილი (აქედან ერთი მაინც 18 წლამდე) . 5.1.6 მოხუცებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერად 200 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული პირები,რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში და შეუსრულდათ 80 და მეტი წელი. 5.1.7 ავადმყოფთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 10) 1. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია – იმ მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ გეგმური და ურგენტული ოპერაციები. დახმარების ოდენობა განისაზღვრება სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის მიერ მოქალაქის ფაქტობრივად გადახდილი თანხის სრული ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. 5.1.8 დევნილთა ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: 1. ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა). 2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. 3. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო კალათის არწაღება დევნილი ოჯახების მიერ, მისი განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე. 5.1.9 სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგად დაზარალებულთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 13) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ოჯახები, რომელთაც სტიქიური მოვლენების და სხვა საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ხანძარი, ეკოლოგიური კატასტროფები) შედეგად დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას ერედვის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. დახმარება გაიცემა მიყენებული ზიანის მიხედვით, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე არაუმეტეს 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში. |
თავი III
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 15.
ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის ასიგნებები
|
განისაზღვროს, ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი IV
გარდამავალი დებულებანი
|
| მუხლი 16 |
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები