დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/11/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016169 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/12/2016; 190020020.35.147.016153) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის შემოსავლები 1990,7 ათასი ლარის ოდენობით:
“; დ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის გადასახადები 16,5 ათასი ლარის ოდენობით:
“; ე) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის სხვა შემოსავლები 6,1 ათასი ლარის ოდენობით:
“; ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის ხარჯები განისაზღვროს 1968,0 ათასი ლარით
“; ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება თანდართული რედაქციით:
“; თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“; ი) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 10. ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი 1,0 ათასი ლარის ოდენობით
კ) დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიური განვითარების მიზნით, აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მათავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ, დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2.1 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: დევნილთა კოტეჯებში დაზიანებული იატაკების შეკეთება; წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და მომსახურების სააგენტოს ფუნქციონირება; დევნილთა ჩასახლებებში დაზიანებული საცხოვრებელი ბინების შეკეთება; სოფ. ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ჰიგიენის სახლის რეკონსტრუქცია საბავშვო ბაღის მოსაწყობად. 2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება; სამშენებლო მასალების შეძენა დევნილთა ჩასახლებისთვის; დევნილთა დასახლებებში სპორტული და გასართობი მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია; დევნილთა დასახლებებში შიდა გზებისა და სანიაღვრე არხების დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა რეაბილიტაცია. ლ) დადგენილების მე-14 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4.1.2 საფეხბურთო კლუბი ცხინვალის ლიახვი (პროგრამული კოდი 05 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქართველ და ოს ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმა სპორტულ ცხოვრებაში, ინტელექტუალური და სპორტული დონის ამაღლება აღსაზრდელებში, პერსპექტიული სპორტსმენებს მომზადება; სათამაშო სპორტული ღონისძიებების მომზადება და ჩატარება.“; მ) დადგენილების მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2017 წლის ასიგნებები განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები