„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 30
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/10/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016294
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
30
29/09/2016
ვებგვერდი, 30/09/2016
010250050.35.161.016294
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/09/2016 - 21/10/2016)

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №30

2016 წლის 29 სექტემბერი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 25/06/2015, 010250050.35.161.016241) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით. დაჯილდოების მიზნით წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

2. წესის მე-3 მუხლს პირველი წინადადების შემდეგ, დაემატოს სიტყვები:

„ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ იმ მწვრთნელთა დაჯილდოების საკითხი, რომელთა აღზრდილმა სპორტსმენებმა მიაღწიეს ამ წესის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ წარმატებას, განისაზღვრება საკრებულოს მიერ. მწვრთნელზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოებელი თანხის 50 %-ს.“.

3. წესის მე-5 მუხლში სიტყვა „გრანპრი“ შეიცვალოს სიტყვით „გრანდ-სლემი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი