დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 30 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016294 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
პირველადი სახე (30/09/2016 - 21/10/2016)
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის N40 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 25/06/2015, 010250050.35.161.016241) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით. დაჯილდოების მიზნით წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“. 2. წესის მე-3 მუხლს პირველი წინადადების შემდეგ, დაემატოს სიტყვები: „ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ იმ მწვრთნელთა დაჯილდოების საკითხი, რომელთა აღზრდილმა სპორტსმენებმა მიაღწიეს ამ წესის მე-4, მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ წარმატებას, განისაზღვრება საკრებულოს მიერ. მწვრთნელზე გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წარმატებული სპორტსმენის დასაჯილდოებელი თანხის 50 %-ს.“. 3. წესის მე-5 მუხლში სიტყვა „გრანპრი“ შეიცვალოს სიტყვით „გრანდ-სლემი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები