დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/10/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/10/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/07/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.161.016295 |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, 25/06/2015, 010250050.35.161.016241) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. 1. საქართველოს სახელით მოასპარეზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა ერთჯერადი დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით. წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების მიზნით, საკრებულოს ინიციატივას ან გამგეობის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სპორტსმენის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია: ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გადაწყვეტილებას ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის“ წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ სხდომაზე ინდივიდუალურად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი განკარგულებით. ჯილდოს სახით მწვრთნელზე ერთჯერადად გასაცემი თანხა არ უნდა აღემატებოდეს წარმატებული სპორტსმენ(ებ)ის დასაჯილდოებელი თანხის 50%-ს. “. 3. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გრანდ-სლემის პრიზიორი უთანაბრდება ევროპის პრიზიორს.“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 სექტემბრის №30 დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივნისის №40 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები