დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.174.016175 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2016 - 19/08/2016)
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის სააგიტაციო მასალის განსათავსებლად შენობა-ნაგებობები და ადგილები დანართი 1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ჩასატარებლად განისაზღვროს ქალაქ გორში, მშვიდობის გამზ. №12-ში არსებული შენობა-ნაგებობა და ქ.გორში, სუხიშვილის ქ. №20-ში არსებული შენობა-ნაგებობა.
|
| მუხლი 3 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, ცალკეულ არქიტექტურულ ობიექტებზე დანართი №2-ის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში.
|
| მუხლი 4 |
2016 წლის 8 ოქტომბრამდე აიკრძალოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა იმ ადგილებზე ან/და შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №87 დადგენილების შესაბამისად შესულია გარე რეკლამის გავრცელების გეგმაში და ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრულია სააგიტაციო მასალის განსათავსებელ ადგილებად/შენობა-ნაგებობებად.
|
| მუხლი 5 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა.
|
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
| მუხლი 7 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
|
დანართი №2
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები