დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.174.016179 |
|
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/08/2016, 010250000.35.174.016175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 46-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“ ბ) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო პლაკატების გასაკრავად შენობა-ნაგებობები და ადგილები დანართი 1-ის შესაბამისად.“; გ) დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) პერიოდში აიკრძალოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა იმ ადგილებზე ან/და შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ნოემბრის №87 დადგენილების შესაბამისად შესულია გარე რეკლამის გავრცელების გეგმაში და ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრულია საარჩევნო პლაკატების გასაკრავ ადგილებად/შენობა-ნაგებობებად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები