ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016485
39
13/04/2018
ვებგვერდი, 20/04/2018
010250000.35.148.016485
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2018 წლის 13 აპრილი

ქ. გორი

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი  და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ “  25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი  ნორმატიული აქტები:

ა) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №25 დადგენილება   (www.matsne.gov.ge,16/09/2014; 010250050.35.148.016223)  „გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ ;

ბ)  ქ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 ნოემბრის №36 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 20/11/2014; 190040000.35.174.016036; „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №28 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07/07/2016; 190020020.35.174.016164) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;

დ)გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ნოემბრის №52 დადგენილება (www.matsne.gov.ge,17/11/2015; 010250050.35.148.016299) „გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხის გადანაწილების წესის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმის და გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტის დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესის, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დამტკიცების შესახებ“;

ე) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28/10/2014; 010250050.35.174.016033)  „ქ.გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ვ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 27 ოქტომბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/10/2014; 010250050.35.148.016233) „გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“;

ზ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 ივნისის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 15/06/2016; 010250050.35.148.016336;) „გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“;

თ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 სექტემბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/09/2013; 430040000.35.148.016168) „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ერთიანი სასწავლო-აღმზრდელობითი სისტემის მოქმედების წესებისა და სამუშაო რეჟიმის დებულების დამტკიცების შესახებ”;

ი) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 19/02/2015; 040110030.35.148.016253) „გორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“;

კ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 მარტის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/03/2015; 010250050.35.174.016066) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“;

ლ) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 მარტის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 18/03/2015; 010250050.35.148.016263; „გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

მ) 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილება – (www.matsne.gov.ge, 11/08/2016; 010250000.35.174.016175) „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“;

ნ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11/01/2016; 190040000.35.174.016137) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

ო) გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 ნოემბრის №24 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01.12.2017.190040000.35.148.016410) „გორის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“;

პ) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 აპრილის  №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/04/2015; 010250020.35.174.016075) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დასაქმების და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე