დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.174.016176 |
|
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
„წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკაშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 აგვისტოს №39 დადგენილებას (www.matsne.gov.ge 11/08/2016, 010250000.35.174.016175) დაემატოს 11 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. 1. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტებმა უზრუნველყონ საკუთარი სააგიტაციო მასალების გამოკვრა და გამოფენა იმ ფორმით, რომ დაცული იქნეს წინასაარჩევნო კამპანიაში (აგიტაციაში) მონაწილე ყველა საარჩევნო სუბიექტის თანაბარი შესაძლებლობა ისარგებლოს სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად განკუთვნილი ადგილ(ებ)ით. 2. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა დგინდება შესაბამისი ადგილის ფართობის გათვალისწინებით. 3. ამ დადგენილების 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ ადგილებში საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას საარჩევნო პლაკატი შემდეგი ზომებით: სიგრძე არაუმეტეს 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი) 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, ამ დადგენილების 1-ლი მუხლით განსაზღვრულ ადგილას, საარჩევნო სუბიექტის მიერ გასაკრავი საარჩევნო პლაკატების მაქსიმალური რაოდენობა ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განისაზღვროს იმგვარად, რომ სააგიტაციო მასალის გამოფენისას ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბარი პირობებით იყოს უზრუნველყოფილი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები